1. უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში რეალიზაციისთვის, მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის, უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იწვევს:
ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას;
ბ) მის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებებისა და აკრძალვებისა და შეზღუდვების გამოყენებას, თუ ისინი მანამდე გამოყენებული არ ყოფილა;
გ) მის შემოტანასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულებას.
3. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 105. მოქმედების სფერო და მიზანი 1. უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში რეალიზაციისთვის, მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის, უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.პროცედურაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იწვევს: ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას; ბ) მის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებებისა და აკრძალვებისა და შეზღუდვების გამოყენებას, თუ ისინი მანამდე გამოყენებული არ ყოფილა; გ) მის შემოტანასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულებას. 3. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება