საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2019 ბოლო ცვლილება 17.07.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5012-Iს
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.019586
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
13 +
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 46​5 და 46​6 მუხლები:

„მუხლი 46​5. მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში), ინტერნეტსალონსა და კაფეში ბავშვის დაშვების წესების დარღვევა

1. ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში), ინტერნეტსალონსა და კაფეში ბავშვის დაშვების წესების დარღვევა −

გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

მუხლი 46​6. საჯარო ღონისძიებაში ბავშვის მონაწილეობის ორგანიზატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა

საჯარო ღონისძიებაში ბავშვის მონაწილეობის ორგანიზატორის მიერ ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“;

ბ) 144​11 მუხლი:

„მუხლი 144​11. ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკასა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბავშვისათვის ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა

1. ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკასა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბავშვისათვის ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა ან შესაბამისი კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.“;

გ) 170​1 მუხლი:

„მუხლი 170​1. არასრულწლოვნის ისეთი სამუშაოს შესრულებაში ჩაბმა ან/და ისეთი სამუშაოს შესასრულებლად გამოყენება, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური ან/და სოციალური განვითარებისათვის, ან არასრულწლოვნისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის მიწოდება

არასრულწლოვნის ისეთი სამუშაოს შესრულებაში ჩაბმა ან/და ისეთი სამუშაოს შესასრულებლად გამოყენება, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური ან/და სოციალური განვითარებისათვის, ან არასრულწლოვნისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის მიწოდება −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით,  იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

2. 171​3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 171​3. 18 წლამდე პირის ისეთ ინდუსტრიაში ჩაბმა, რომელიც ითვალისწინებს ალკოჰოლიანი სასმლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების, თამბაქოს ნაწარმის წარმოებას, დასაწყობებას, ტრანსპორტირებას ან რეალიზაციას

1. 18 წლამდე პირის ისეთ ინდუსტრიაში ჩაბმა, რომელიც ითვალისწინებს ალკოჰოლიანი სასმლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების, თამბაქოს ნაწარმის წარმოებას, დასაწყობებას, ტრანსპორტირებას ან რეალიზაციას, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 172​8 და 172​9 მუხლები:

„მუხლი 172​8. საჯარო კინოჩვენებაზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა

1. საჯარო კინოჩვენებაზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

მუხლი 172​9. ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის პუბლიკაციების ბავშვისათვის ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა

1. ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის იმ პუბლიკაციების ბავშვისათვის მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომლებიც ბავშვისათვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“.

4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42​1 და 42​2 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43​1−44​3, 44​5,  44​7–44​11, 45-ე−46​4, 48-ე, 49-ე, 50​1, 51-ე–55​4, 56-ე, 57-ე–59-ე, 59​2−მე-60, 60​3−61​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 71​1, 72​1–78-ე, 79​1–81-ე, 82​1, 82​2, 82​5, 84-ე–86-ე, 87​1−89​3, 91​2, 91​3, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100​1, 100​2, 103​1, 104-ე და 105​1 მუხლებით, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128​1–128​5, 143-ე, 144-ე, 144​10, 145-ე, 146​1, 148-ე, 150-ე, 150​1, 151-ე, 152-ე, 152​2, 153-ე, 153​1 და 153​3–153​5 მუხლებით, 153​6 მუხლის  მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−154​2, 155​1 და 155​2 მუხლებით, 155​3 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155​6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155​7–155​10, 156-ე, 157​1–158​1, 159-ე, 159​1, 159​4–159​10, 163-ე, 164-ე, 164​4, 165​1–165​3, 166-ე−167-ე და 170​1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171​2−171​4 მუხლებით, 171​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 172​4–172​6, 173-ე, 173​4–173​7, 173​9, 173​12 და 174​1 მუხლებით, 174​15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175​1 და 175​2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​8, 177​9, 177​11 და 177​12 მუხლებით, 177​13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4​1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179​1–179​3, 180-ე და 181-ე მუხლებით, 181​1 მუხლის მე-2 ნაწილითა და 182-ე, 183-ე, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​3, 196​6, 197​1, 197​2 და 199​1 მუხლებით.“.

5. 209​3 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 46​5, 46​6, 55​​​​5, 77​​​​1 და 77​​​2 მუხლებით, 82​​​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 107​​2−107​​​4 მუხლებით, 114​2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 125​​​2−125​​​4 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−135​​​4 და 146​​​​1 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე−150​​​3 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​1, 151​​2 და 152​​3−152​9 მუხლებით, 153​6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 153​​​​9, 156​​​1, 158​​​3, 158​​​4, 172​8 და 172​9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი.“.

6. 228-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 228. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 144​1, 144​3–144​5 და 144​11 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.“.

7. 239-ე მუხლის:

ა) მე-14 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14​1 ნაწილი:

„14​1. ამ კოდექსის 46​5, 46​6, 172​8 და 172​9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირი.“;

ბ) 35-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 144​1, 144​3–144​5  და 144​11 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.“.

8. 240​1 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 46​5, 46​6, 103-ე და 107​4 მუხლებით, 114​2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 125​2 მუხლით, 125​3 მუხლის მე-4−5​1 ნაწილებით, 125​4 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−135​4  მუხლებით, 153​6 მუხლის მე-2 ნაწილითა და 172​8 და 172​9 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.

9. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 45-ე, 45​1, 48-ე, 49-ე, 50​​​1, 51-ე−56-ე და 57-ე–57​2 მუხლებით, 57​​3 მუხლის მე-2 ნაწილით, 57​​​4−59-ე, 59​​2−მე-60, 60​3−61​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​4, 69​​​5, 71-ე, 72​1−78-ე, 79​​​1−81-ე, 82​2 და 84-ე−85​5 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−89​​​3, 91​2, 92​​1, 94-ე, 95-ე, 96​​1, 96​​2, 96​​4, 98​​​1, 99-ე, 100​​1, 100​2, 103-ე–104-ე, 105​​1, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146​​1, 148-ე−152-ე, 152​2, 152​3, 153-ე, 153​​1, 153​​​3–153​​6, 154-ე−154​​2, 156-ე, 157​​1–158-ე, 164-ე, 164​​4, 165-ე, 165​​​1, 166-ე−167-ე, 170-ე და 170​1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172​​4, 172​8, 172​9, 173-ე–173​2, 173​​6, 173​​7, 173​​​9, 174-ე–174​​2, 175-ე−175​​2, 177​​1, 177​​8, 177​​​9, 179​2, 180-ე–183​​1, 185-ე–185​​2, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​3, 197​1 და 199​1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5912 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 სექტემბერი 2019 წ.

N5012-Iს

Annotate

რა შეცვალა ამ აქტმა (13 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5012-Iს, 20.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019586 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4606302-1/