ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №22970
2019 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმები, ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 ივნისის №21078 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2019 წლის 25 ივნისის №73200-21-03 სხდომის ოქმი.
სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე
დანართი №1
ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური
ზღვრული ნორმები
|
ოპერაციების დასახელება |
დანაკარგი წონიდან %-ში |
|
პროპილისა და იზოპროპილის სპირტი სეს ესნ კოდი: 2905 12 |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,80 |
|
მეთილის სპირტი სეს ესნ კოდი: 2905 11 |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,15 |
|
პარაქსილოლი სეს ესნ კოდი: 2902 43 |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,30 |
|
პიროლიზული ფისი სეს ესნ კოდი: 3911 90 990 00 |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
1,00 |
|
ვაკუუმური გაზოილი სეს ესნ კოდი: 2710 19 310 00, 2710 19 350 00. |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,60 |
|
აირის კონდენსატი ბუნებრივი სეს ესნ კოდი: 2709 00 100 |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,75 |
|
ნავთობის აირები გათხევადებული სეს ესნ კოდი: 2711 |
|
|
სარკინიგზო გადაზიდვები |
0,90 |
|
შენახვა |
1,10 |
შენიშვნა: შენახვის დანაკარგი ასევე მოიცავს მიღებისა და გაცემის დანაკარგს.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“, №22970, 10.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016512 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4612114-0/