1. ბავშვს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა, ხოლო მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია სათანადო ყურადღება დაუთმოს ბავშვის შესაბამის მოსაზრებებსა და საჭიროებებს. #
2. ბავშვს უფლება აქვს, დაისვენოს, ჰქონდეს თავისუფალი დრო, ითამაშოს და მონაწილეობა მიიღოს რეკრეაციულ ღონისძიებებში თავისი ინტერესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
3. ბავშვს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და სპორტულ ცხოვრებასა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.
4. სახელმწიფო ხელს უწყობს ბავშვის მიერ თამაშისა და დასვენების უფლების რეალიზებისთვის სათანადო შესაძლებლობის შექმნას, მისი ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ბავშვის თამაშისა და დასვენების უფლება 1. ბავშვს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა, ხოლო მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია სათანადო ყურადღება დაუთმოს ბავშვის შესაბამის მოსაზრებებსა და საჭიროებებს. # 2. ბავშვს უფლება აქვს, დაისვენოს, ჰქონდეს თავისუფალი დრო, ითამაშოს და მონაწილეობა მიიღოს რეკრეაციულ ღონისძიებებში თავისი ინტერესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად. 3. ბავშვს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და სპორტულ ცხოვრებასა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. 4. სახელმწიფო ხელს უწყობს ბავშვის მიერ თამაშისა და დასვენების უფლების რეალიზებისთვის სათანადო შესაძლებლობის შექმნას, მისი ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.გათვალისწინები
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-700-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა,,ბავშვის უფლებების შესახებ‘’ კონვენციის მე-3, მე-9, მე-12, მე-13, მე-18 და 27-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1197-ე- 1999-ე, 1200-ე, 1202-ე, 1203-ე, 1205-ე მუხლებსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5, მე-12, მე-18, 24-ე, 25-ე, 46-ე და 47-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლისა და არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის დასკვნა, რომლის თანახმად, მამას უნდა მიეცეს შვილთან ურთიერთობის უფლება, რაც დადებითად აისახება თავად არასრულწლოვანის განვითარებაზე.
- საქმე №ას-159-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
მოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1201-ე, 1202-ე, 1225-ე, 1215-ე, 1234-ე, 1212-ე და 1198-ე მუხლებსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-18, 24-ე, 25-ე, 46-ე და 47-ე მუხლებზე და აღნიშნა, ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და…
- საქმე №ას-102-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2024
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-18, 25-ე, 46-ე, 47-ე და „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-18 და 27-ე მუხლები გამოიყენა. 4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრვ გაუქმების მოთხოვნით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება