1. ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს უვნებელ გარემოში, სადაც მისი ჰარმონიული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
2. ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს სოციალური დაცვითა და მხარდაჭერით მისი და მასზე მზრუნველი პირების ინდივიდუალური საჭიროებებისა და მდგომარეობის შესაბამისად.
3. ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობისთვის უვნებელი ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით, მიიღოს ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ და მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-568-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2026
ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის №12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში.
- საქმე №ას-700-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა,,ბავშვის უფლებების შესახებ‘’ კონვენციის მე-3, მე-9, მე-12, მე-13, მე-18 და 27-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1197-ე- 1999-ე, 1200-ე, 1202-ე, 1203-ე, 1205-ე მუხლებსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5, მე-12, მე-18, 24-ე, 25-ე, 46-ე და 47-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლისა და არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება