1. ბავშვს უფლება აქვს, რეგისტრირებულ იქნეს დაბადებისთანავე, მოიპოვოს მოქალაქეობა, იცნობდეს თავის მშობლებს და ცხოვრობდეს მათთან, ოჯახში, სადაც მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. # #
2. ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს პირადი სივრცე, აწარმოოს პირადი მიმოწერა.
3. დაუშვებელია ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების უკანონო შეზღუდვა, მათ შორის, მის პირად სივრცეში, ოჯახურ ცხოვრებაში ან პირად მიმოწერაში დაუსაბუთებელი და არაკანონიერი ჩარევა.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს დროებით ან სამუდამოდ მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვის, აგრეთვე იმ ბავშვის განსაკუთრებულ მხარდაჭერასა და დაცვას, რომლის ოჯახში დარჩენა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება 1. ბავშვს უფლება აქვს, რეგისტრირებულ იქნეს დაბადებისთანავე, მოიპოვოს მოქალაქეობა, იცნობდეს თავის მშობლებს და ცხოვრობდეს მათთან, ოჯახში, სადაც მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. # # 2. ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს პირადი სივრცე, აწარმოოს პირადი მიმოწერა. 3. დაუშვებელია ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების უკანონო შეზღუდვა, მათ შორის, მის პირად სივრცეში, ოჯახურ ცხოვრებაში ან პირად მიმოწერაში დაუსაბუთებელი და არაკანონიერი ჩარევა. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს დროებით ან სამუდამოდ მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვის, აგრეთვე იმ ბავშვის განსაკუთრებულ მხარდაჭერასა და დაცვას, რომლის ოჯახში დარჩენა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1088(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2026
…იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 35-ე მუხლზე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის მე-9, მე-20 მუხლებზე,,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5, მე-9 მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ლი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება