1. ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას საჯარო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან პატივი სცენ თითოეულ ბავშვს, დაიცვან იგი და თანასწორად მოეპყრონ ბავშვებს, მათი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, საქმიანობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს და იღებს განსაკუთრებულ ზომებს ნებისმიერი სახის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
3. სახელმწიფო ქმნის შესაბამის პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის, მათ შორის, გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპების დანერგვით.
4. სახელმწიფო ახორციელებს ბავშვის უთანასწორო მოპყრობისგან დასაცავად, მათ შორის, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის დისკრიმინაციისგან, სტიგმისა და გარიყვისგან დასაცავად, საჭირო ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებას. # # # #
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. ბავშვთა თანასწორობის უფლება 1. ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას საჯარო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან პატივი სცენ თითოეულ ბავშვს, დაიცვან იგი და თანასწორად მოეპყრონ ბავშვებს, მათი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, საქმიანობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს და იღებს განსაკუთრებულ ზომებს ნებისმიერი სახის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. 3. სახელმწიფო ქმნის შესაბამის პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის, მათ შორის, გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპების დანერგვით. 4. სახელმწიფო ახორციელებს ბავშვის უთანასწორო მოპყრობისგან დასაცავად, მათ შორის, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის დისკრიმინაციისგან, სტიგმისა და გარიყვისგან დასაცავად, საჭირო ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებას. # # # #
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება