1. ეს კოდექსი განსაზღვრავს ბავშვის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ქმნის ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ეს კოდექსი არ აუქმებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებს, ამასთანავე, განამტკიცებს საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან, ბავშვის უფლებათა კონვენციასთან, მის დამატებით ოქმებსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის, მათ მიხედვით განმარტებისა და აღსრულების ვალდებულებას.
3. ეს კოდექსი არის საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ხელმძღვანელობენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საერთო სასამართლოები, საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტები და ფიზიკური პირები ბავშვებთან და ბავშვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების დრო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
…კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახური დავების ან მშობლის უფლების შეზღუდვის/ჩამორთმევის დროს სასამართლო პროცესებში მონაწილეობით არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვის და სათანადო დასკვნის გაცემის გზით“. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ „ეს კოდექსი არ აუქმებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებს“, რაც, თავის მხრივ, ჩაითვლება, რომ ზემოხსენებული ნორმები კვლავ ძალაშია და ამ კოდექსმა მოახდინა მხოლოდ მათი დაზუსტება/შევსება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება