1. ბავშვი, რომელიც მასზე ზრუნვის ანდა მისი დაცვის ან მკურნალობის მიზნით მოთავსებულია დაწესებულებაში, ექვემდებარება მისდამი მოპყრობის, მისი ამ დაწესებულებაში დარჩენის საჭიროების და სხვა გარემოებების სავალდებულო პერიოდულ კონტროლს, კერძოდ, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ შემოწმების ჩატარებას.
2. ბავშვის მიმართ ალტერნატიული ზრუნვის გაგრძელების საჭიროებისა და პირობების პერიოდული შემოწმება და ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულების მონიტორინგი უნდა განახორციელოს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ ბავშვისა და მისი მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის უშუალო მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. აკრძალულია ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ბავშვის მოძიება და ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებაში განთავსება, თუ შესაძლებელია ბავშვის ოჯახში დაბრუნება ან მისთვის ოჯახზე დაფუძნებული სერვისის მიწოდება.
4. ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულებისა და სერვისის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.
თავი Vბავშვის მიერ განათლების მიღების უფლე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. ალტერნატიული ზრუნვის პერიოდული კონტროლი 1. ბავშვი, რომელიც მასზე ზრუნვის ანდა მისი დაცვის ან მკურნალობის მიზნით მოთავსებულია დაწესებულებაში, ექვემდებარება მისდამი მოპყრობის, მისი ამ დაწესებულებაში დარჩენის საჭიროების და სხვა გარემოებების სავალდებულო პერიოდულ კონტროლს, კერძოდ, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ შემოწმების ჩატარებას. 2. ბავშვის მიმართ ალტერნატიული ზრუნვის გაგრძელების საჭიროებისა და პირობების პერიოდული შემოწმება და ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულების მონიტორინგი უნდა განახორციელოს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ ბავშვისა და მისი მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის უშუალო მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. აკრძალულია ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ბავშვის მოძიება და ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებაში განთავსება, თუ შესაძლებელია ბავშვის ოჯახში დაბრუნება ან მისთვის ოჯახზე დაფუძნებული სერვისის მიწოდება. 4. ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების შესრულებისა და სერვისის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. თავი VVბავშვის ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლებაუფლე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება