1. ბავშვის განათლების მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, და ბავშვის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის აღმოფხვრას.
2. დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისციპლინურ ზომად ნებისმიერი ფორმის ძალადობის გამოყენება, მათ შორის, ფიზიკური დასჯა ან სხვა სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელის გამოყენება.
3. საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა დაინერგოს ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამები და მექანიზმი.
4. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტის შესატყობინებლად.
5. საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხზე პასუხისმგებელ პირს − კოორდინატორს.
6. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამებს შეიმუშავებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კოდექსის გათვალისწინებით.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3832
- 16.03.2021 კანონი №346
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 38. განათლების სისტემაში ბავშვის მიმართ ძალადობის დაუშვებლობა 1. ბავშვის განათლების მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, და ბავშვის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის აღმოფხვრას. 2. დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისციპლინურ ზომად ნებისმიერი ფორმის ძალადობის გამოყენება, მათ შორის, ფიზიკური დასჯა ან სხვა სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელის გამოყენება. 3. საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა დაინერგოს ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამები და მექანიზმი. 4. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტის შესატყობინებლად. 5. საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხზე პასუხისმგებელ პირს − კოორდინატორს. 6. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამებს შეიმუშავებს საქართველოს განათლებისაგანათლების, მეცნიერებისა და მეცნიერებისახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კოდექსის გათვალისწინებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება