ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულება“ (დანართი №1).
2. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები“ (დანართი №2).
3. (ამოღებულია - 09.08.2019, №385).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
|
2. აპარატი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. აპარატს აქვს ამ დებულების დანართით გათვალისწინებული ფორმის ბლანკები, ასევე ემბლემა, ბეჭედი თავისი დასახელებით და სხვა ატრიბუტები.
4. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საბჭოს ინფორმირების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ანალიზი და პროგნოზირება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვისა და გაანალიზების, შესაბამისი გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების შეფასების უზრუნველყოფა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებით საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან ინფორმაციის გამოთხოვა;
ვ) საბჭოს სხდომებისა და სხდომის ოქმების მომზადების უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების მართვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საბჭოს აპარატის უფროსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
3. საბჭოს აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს საბჭოს აპარატს, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით წარმართავს მის საქმიანობას, წყვეტს საბჭოს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია საბჭოს აპარატისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს აპარატის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;
დ) მონაწილეობას იღებს საბჭოს სხდომების მომზადებაში;
ე) არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა საბჭოს მდივანს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს საბჭოს აპარატის საქმიანობის შესახებ;
ვ) საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს;
ზ) საბჭოს მდივანთან შეთანხმებით განსაზღვრავს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობებს;
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღწეული წარმატებებისა და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;
კ) პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებასა და მატერიალური ფასეულობების განკარგვაზე;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში საბჭოს აპარატის სახელით დებს ხელშეკრულებებს;
მ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს;
ნ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საბჭოს აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საბჭოს მდივანთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის უფროსი.
5. საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს საბჭოს აპარატის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს საბჭოს აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
დ) ასრულებს საბჭოს მდივნისა და საბჭოს აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს აპარატზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საბჭოს აპარატის უფროსის წინაშე.
7. საბჭოს აპარატის უფროსის არყოფნისას საბჭოს აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილება №475 – ვებგვერდი, 31.07.2020წ.
ა) შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი;
ბ) თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი);
ე) ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი.
2. შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტში შედის შემდეგი სამმართველოები:
ა) შიდა უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო;
ბ) საგარეო უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო;
გ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო.
3. შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი:
ა) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; შეისწავლის ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან, სეპარატიზმთან ბრძოლის, სახელმწიფო საზღვრის მართვის, მართლწესრიგის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ახდენს ზემოაღნიშნულ სფეროებში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;
ბ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, შეისწავლის ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს, ენერგეტიკის სფეროში შექმნილ ვითარებას; ახორციელებს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, უსაფრთხოების გარემოს შეფასებას, შესაბამისი საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ცალკეული შიდა და საგარეო პოლიტიკური, ასევე სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
ე) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სწავლობს და აანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას, ამუშავებს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს და აფასებს შესაბამის გამოწვევებს, რისკებსა და საფრთხეებს;
ვ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვას;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ერთიანი შიდა და საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;
კ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი:
ა) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, შეისწავლის სახელმწიფო თავდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ახორციელებს ქვეყნის წინაშე არსებული სამხედრო ხასიათის საფრთხეების შეფასებასა და ანალიზს;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სამხედრო ხასიათის საფრთხეებსა და სახელმწიფო თავდაცვის სფეროს მიკუთვნებულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო თავდაცვის სფეროს უკავშირდება;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებების შემუშავებას სახელმწიფო თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის საფრთხის შემცველ ცალკეულ მოვლენათა შედეგების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისთვის;
ე) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად, შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობის სფეროში საქართველოს ჩართულობისა და კოლექტიური თავდაცვის სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, უზრუნველყოფს რეკომენდაციების შემუშავებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე;
ზ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სახეობებთან, შემადგენლობასა და რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას;
თ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოფს სახელმწიფო თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხების განხილვას;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში უზრუნველყოფს საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვას;
კ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;

5. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა) საბჭოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შემუშავებულ ცალკეულ საკითხებზე ახორციელებს საბჭოს სხდომების, მათი დღის წესრიგის პროექტის მომზადებასა და სხდომაზე მისაწვევი პირების ინფორმირებას, ასევე აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო ჩანაწერებს;
ბ) ახორციელებს აპარატის საპროტოკოლო უზრუნველყოფას;
გ) აპარატში უზრუნველყოფს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას;
დ) ახორციელებს საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;
ე) ახორციელებს აპარატში ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფას;
ვ) ახორციელებს აპარატის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფას;
ზ) ახორციელებს აპარატის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
თ) ახორციელებს აპარატის საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ი) უზრუნველყოფს საბჭოს/მისი აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმართვას;
კ) ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს.
6. კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი):
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ყველა ტიპის კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაციას;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კრიზისული ვითარების დროს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებას;
დ) უზრუნველყოფს ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირებას, რომელიც ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების დროს აქტიურდება და საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას პოლიტიკურ დონეზე მართავს;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებებისა და რეკომენდაციების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად მომზადებას, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების, ეკოლოგიური და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი სხვა კრიზისული ვითარების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირების და ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების კოორდინაციას;
ი) ასრულებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
7. ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ინფორმაციული უსაფრთხოების/ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების/კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციის მონიტორინგსა და სტრატეგიის შესრულების შედეგების შეფასების ყოველწლიური ანგარიშის შედგენას. ანგარიში წარედგინება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და საქართველოს მთავრობას;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ კიბერინციდენტზე ერთიან, კოორდინირებულ რეაგირებასა და ამგვარი კიბერინციდენტით გამოწვეული კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სექტორულ უწყებასთან შეთანხმებით, საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადრეული ინფორმირების მიზნით, უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს კიბერინციდენტის მართვაში, რომელიც შესაძლოა, გადაიზარდოს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობისთვის, ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველ ფართომასშტაბიან კიბერშეტევაში;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადრეული ინფორმირების მიზნით, შესაბამისი სექტორული უწყებებიდან გამოითხოვს ინფორმაციას, როგორც ცალკეულ კიბერინციდენტებზე, მოვლენებსა თუ აქტორებზე, ისე ამ მიმართულებით არსებულ განზოგადებულ ვითარებაზე;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებებისა და რეკომენდაციების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად მომზადებას კიბერინციდენტებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კიბერინციდენტების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირებისა და კიბერსივრცეში ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების კოორდინაციას;
ი) ახორციელებს საბჭოს აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებას, რომელთაც ითვალისწინებს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს სამართალდამცავი/უსაფრთხოების უწყებების ტექნიკური საჭიროებებით მხარდაჭერას;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კიბერ/ ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას, რა მიზნითაც თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ აკადემიურ დაწესებულებებთან;
მ) ასრულებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №643 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
2. დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საბჭოს აპარატის უფროსისა და საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;
გ) კონტროლს უწევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მითითებების/ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ე) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის მოსამსახურეებზე;
ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;
თ) საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

1. საბჭოს აპარატის მოსამსახურე იღებს შრომის ანაზღაურებას (ხელფასს).
2. (ამოღებულია - 09.08.2019, №385). 3. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, რომლის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და აგრეთვე წოდებისთვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსგან. 4. წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:
5. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა ფულად სარგოზე (ხელფასზე) დანამატი სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით (წელთა ნამსახურობის დანამატი), შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5 პროცენტი; ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10 პროცენტი; გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15 პროცენტი; დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20 პროცენტი. 6. მოსამსახურეს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საბჭოს აპარატის მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები − 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 8. საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით, საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია, მიეცეს ერთჯერადი მატერიალური ან/და ფულადი დახმარება. 9. დაღუპულ/გარდაცვლილ მოსამსახურეზე ფაქტობრივად გაცემული შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო), დანამატი, კომპენსაცია და პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას. 10. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) მძიმე დაზიანებისას − 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანებისას − 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) მსუბუქი დაზიანებისას − 2 000 (ორი ათასი) ლარი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №643 – ვებგვერდი, 31.12.2021წ. |
დანართი
(თან ერთვის)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ბლანკის ნიმუში
დანართი №2
(თან ერთვის)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №643 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები
დანართი №3
(ამოღებულია)

+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №337 2019 წლის 17 ივლისი ქ. თბილისი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე+
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 196 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:
1. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულება“ (დანართი №1). 2. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები“ (დანართი №2). 3. (ამოღებულია - 09.08.2019, №385). საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.+
|
+
დანართი №1 ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულება+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი (შემდგომში − აპარატი) არის პოლიტიკურად ნეიტრალური, სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ ინფორმაციაზე, აგრეთვე საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ტიპის ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახური, რომელიც ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (შემდგომში − საბჭო) საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. 2. აპარატი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 3. აპარატს აქვს ამ დებულების დანართით გათვალისწინებული ფორმის ბლანკები, ასევე ემბლემა, ბეჭედი თავისი დასახელებით და სხვა ატრიბუტები. 4. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.+
მუხლი 2. აპარატის უფლებამოსილებები🔗
აპარატის უფლებამოსილებებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საბჭოს ინფორმირების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ანალიზი და პროგნოზირება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვისა და გაანალიზების, შესაბამისი გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების შეფასების უზრუნველყოფა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებით საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან ინფორმაციის გამოთხოვა; ვ) საბჭოს სხდომებისა და სხდომის ოქმების მომზადების უზრუნველყოფა; ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების მართვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; თ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.+
მუხლი 3. საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა2. საბჭოს აპარატის უფროსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
3. საბჭოს აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს საბჭოს აპარატს, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით წარმართავს მის საქმიანობას, წყვეტს საბჭოს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია საბჭოს აპარატისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს აპარატის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;
დ) მონაწილეობას იღებს საბჭოს სხდომების მომზადებაში;
ე) არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა საბჭოს მდივანს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს საბჭოს აპარატის საქმიანობის შესახებ;
ვ) საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს;
ზ) საბჭოს მდივანთან შეთანხმებით განსაზღვრავს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობებს;
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღწეული წარმატებებისა და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;
კ) პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებასა და მატერიალური ფასეულობების განკარგვაზე;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში საბჭოს აპარატის სახელით დებს ხელშეკრულებებს;
მ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს;
ნ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საბჭოს აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საბჭოს მდივანთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის უფროსი.
5. საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს საბჭოს აპარატის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს საბჭოს აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
დ) ასრულებს საბჭოს მდივნისა და საბჭოს აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს აპარატზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საბჭოს აპარატის უფროსის წინაშე.
7. საბჭოს აპარატის უფროსის არყოფნისას საბჭოს აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილება №475 – ვებგვერდი, 31.07.2020წ.
+
მუხლი 4. აპარატის სტრუქტურა🔗
1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი;
ბ) თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი).
დ) კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი);
ე) ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი.
2. შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტში შედის შემდეგი სამმართველოები:
ა) შიდა უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო;
ბ) საგარეო უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო;
გ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო.
3. შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი:
ა) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; შეისწავლის ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან, სეპარატიზმთან ბრძოლის, სახელმწიფო საზღვრის მართვის, ინფორმაციული უსაფრთხოების, მართლწესრიგის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ახდენს ზემოაღნიშნულ სფეროებში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;
ა) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; შეისწავლის ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან, სეპარატიზმთან ბრძოლის, სახელმწიფო საზღვრის მართვის, მართლწესრიგის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ახდენს ზემოაღნიშნულ სფეროებში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;
ბ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, შეისწავლის ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს, ენერგეტიკის სფეროში შექმნილ ვითარებას; ახორციელებს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, უსაფრთხოების გარემოს შეფასებას, შესაბამისი საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ცალკეული შიდა და საგარეო პოლიტიკური, ასევე სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
ე) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სწავლობს და აანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას, ამუშავებს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს და აფასებს შესაბამის გამოწვევებს, რისკებსა და საფრთხეებს;
ვ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვას;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ერთიანი შიდა და საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;
კ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი:
ა) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, შეისწავლის სახელმწიფო თავდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ახორციელებს ქვეყნის წინაშე არსებული სამხედრო ხასიათის საფრთხეების შეფასებასა და ანალიზს;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სამხედრო ხასიათის საფრთხეებსა და სახელმწიფო თავდაცვის სფეროს მიკუთვნებულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო თავდაცვის სფეროს უკავშირდება;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებების შემუშავებას სახელმწიფო თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის საფრთხის შემცველ ცალკეულ მოვლენათა შედეგების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისთვის;
ე) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად, შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობის სფეროში საქართველოს ჩართულობისა და კოლექტიური თავდაცვის სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, უზრუნველყოფს რეკომენდაციების შემუშავებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე;
ზ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სახეობებთან, შემადგენლობასა და რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას;
თ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოფს სახელმწიფო თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხების განხილვას;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში უზრუნველყოფს საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვას;
კ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა) საბჭოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შემუშავებულ ცალკეულ საკითხებზე ახორციელებს საბჭოს სხდომების, მათი დღის წესრიგის პროექტის მომზადებასა და სხდომაზე მისაწვევი პირების ინფორმირებას, ასევე აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო ჩანაწერებს;
ბ) ახორციელებს აპარატის საპროტოკოლო უზრუნველყოფას;
გ) აპარატში უზრუნველყოფს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას;
დ) ახორციელებს საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;
ე) ახორციელებს აპარატში ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფას;
ვ) ახორციელებს აპარატის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფას;
ზ) ახორციელებს აპარატის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
თ) ახორციელებს აპარატის საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ი) უზრუნველყოფს საბჭოს/მისი აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმართვას;
კ) ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს.
6. კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი):
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ყველა ტიპის კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაციას;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კრიზისული ვითარების დროს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებას;
დ) უზრუნველყოფს ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირებას, რომელიც ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების დროს აქტიურდება და საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას პოლიტიკურ დონეზე მართავს;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებებისა და რეკომენდაციების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად მომზადებას, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების, ეკოლოგიური და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი სხვა კრიზისული ვითარების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირების და ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების კოორდინაციას;
ი) ასრულებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
7. ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ინფორმაციული უსაფრთხოების/ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების/კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციის მონიტორინგსა და სტრატეგიის შესრულების შედეგების შეფასების ყოველწლიური ანგარიშის შედგენას. ანგარიში წარედგინება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და საქართველოს მთავრობას;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ კიბერინციდენტზე ერთიან, კოორდინირებულ რეაგირებასა და ამგვარი კიბერინციდენტით გამოწვეული კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სექტორულ უწყებასთან შეთანხმებით, საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადრეული ინფორმირების მიზნით, უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს კიბერინციდენტის მართვაში, რომელიც შესაძლოა, გადაიზარდოს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობისთვის, ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველ ფართომასშტაბიან კიბერშეტევაში;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადრეული ინფორმირების მიზნით, შესაბამისი სექტორული უწყებებიდან გამოითხოვს ინფორმაციას, როგორც ცალკეულ კიბერინციდენტებზე, მოვლენებსა თუ აქტორებზე, ისე ამ მიმართულებით არსებულ განზოგადებულ ვითარებაზე;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებებისა და რეკომენდაციების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად მომზადებას კიბერინციდენტებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კიბერინციდენტების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირებისა და კიბერსივრცეში ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების კოორდინაციას;
ი) ახორციელებს საბჭოს აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებას, რომელთაც ითვალისწინებს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს სამართალდამცავი/უსაფრთხოების უწყებების ტექნიკური საჭიროებებით მხარდაჭერას;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კიბერ/ ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას, რა მიზნითაც თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ აკადემიურ დაწესებულებებთან;
მ) ასრულებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №643 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
+
მუხლი 41. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის უფროსი.2. დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საბჭოს აპარატის უფროსისა და საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;
გ) კონტროლს უწევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მითითებების/ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ე) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის მოსამსახურეებზე;
ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;
თ) საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილება №475 – ვებგვერდი, 31.07.2020წ.
+
მუხლი 5. საბჭოს აპარატის მოსამსახურის შრომის ანაზღაურება🔗
1. საბჭოს აპარატის მოსამსახურე იღებს შრომის ანაზღაურებას (ხელფასს).
2. (ამოღებულია - 09.08.2019, №385).
3. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, რომლის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და აგრეთვე წოდებისთვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსგან.
4. წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:
სპეციალური წოდება
წოდებრივი სარგოს ოდენობა
(ლარი)
1
გენერალ-პოლკოვნიკი
120
2
გენერალ-ლეიტენანტი
110
3
გენერალ-მაიორი
100
4
პოლკოვნიკი
70
5
ვიცე-პოლკოვნიკი
60
6
მაიორი
50
7
კაპიტანი
40
8
უფროსი ლეიტენანტი
30
9
ლეიტენანტი
25
10
უმცროსი ლეიტენანტი
20
11
ზემდეგი
7
12
უფროსი სერჟანტი
6
13
სერჟანტი
5
14
უმცროსი სერჟანტი
4
15
რიგითი
3.
5. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა ფულად სარგოზე (ხელფასზე) დანამატი სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით (წელთა ნამსახურობის დანამატი), შემდეგი პროცენტული ოდენობით:
5. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა ფულად სარგოზე (ხელფასზე) დანამატი სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით (წელთა ნამსახურობის დანამატი), შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5 პროცენტი;
ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10 პროცენტი;
გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15 პროცენტი;
დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20 პროცენტი.
6. მოსამსახურეს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საბჭოს აპარატის მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები − 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
8. საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით, საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია, მიეცეს ერთჯერადი მატერიალური ან/და ფულადი დახმარება.
9. დაღუპულ/გარდაცვლილ მოსამსახურეზე ფაქტობრივად გაცემული შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო), დანამატი, კომპენსაცია და პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას.
10. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) მძიმე დაზიანებისას − 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანებისას − 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
გ) მსუბუქი დაზიანებისას − 2 000 (ორი ათასი) ლარი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №643 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
+
მუხლი 6. სხვა დებულებანი🔗
საბჭოს აპარატის დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი
(თან ერთვის) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ბლანკის ნიმუში
დანართი №2
(თან ერთვის)
+
დანართი №2
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №643 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები
№
წოდების ზღვარი
თანამდებობები
რაოდენობა
თანამდებობრივი სარგო
46
1
უმაღლესი სპეციალური წოდება
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი
1
6250
2
უმაღლესი სპეციალური წოდება
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე
1
5625
შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი
24
3
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
დეპარტამენტის დირექტორი
1
5000
4
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
1
4750
შიდა უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო
10
5
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
სამმართველოს უფროსი
1
4375
6
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
უფროსი მრჩეველი
6
3250
7
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
მრჩეველი
3
2750
საგარეო უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო
6
8
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
სამმართველოს უფროსი
1
4375
9
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
უფროსი მრჩეველი
3
3250
10
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
მრჩეველი
2
2750
სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო
6
11
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
სამმართველოს უფროსი
1
4375
12
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
უფროსი მრჩეველი
3
3250
13
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
მრჩეველი
2
2750
თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი
5
14
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
დეპარტამენტის დირექტორი
1
5000
15
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
უფროსი მრჩეველი
2
3250
16
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
მრჩეველი
2
2750
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
11
17
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
დეპარტამენტის დირექტორი
1
5000
18
ეროვნული უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი
უფროსი სპეციალისტი
5
2250
19
ეროვნული უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი
სპეციალისტი
5
2000
კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი)
4
20
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
დეპარტამენტის დირექტორი
1
5000
21
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
უფროსი მრჩეველი
2
3250
22
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
მრჩეველი
1
2750
დანართი №3
(ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №337
2019 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1🔗
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 196 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 196 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:
1. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულება“ (დანართი №1).
2. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები“ (დანართი №2).
3. (ამოღებულია - 09.08.2019, №385).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
+
მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 7 ივნისიდან.🔗
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
+
დანართი №1
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულება
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი (შემდგომში − აპარატი) არის პოლიტიკურად ნეიტრალური, სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ ინფორმაციაზე, აგრეთვე საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ტიპის ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახური, რომელიც ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (შემდგომში − საბჭო) საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
2. აპარატი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. აპარატს აქვს ამ დებულების დანართით გათვალისწინებული ფორმის ბლანკები, ასევე ემბლემა, ბეჭედი თავისი დასახელებით და სხვა ატრიბუტები.
4. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
+
მუხლი 2. აპარატის უფლებამოსილებები
აპარატის უფლებამოსილებებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საბჭოს ინფორმირების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ანალიზი და პროგნოზირება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვისა და გაანალიზების, შესაბამისი გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების შეფასების უზრუნველყოფა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებით საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან ინფორმაციის გამოთხოვა;
ვ) საბჭოს სხდომებისა და სხდომის ოქმების მომზადების უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების მართვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
+
მუხლი 3. საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატს ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატის უფროსი, რომელსაც საბჭოს მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საბჭოს აპარატის უფროსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
3. საბჭოს აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს საბჭოს აპარატს, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით წარმართავს მის საქმიანობას, წყვეტს საბჭოს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია საბჭოს აპარატისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს აპარატის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;
დ) მონაწილეობას იღებს საბჭოს სხდომების მომზადებაში;
ე) არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა საბჭოს მდივანს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს საბჭოს აპარატის საქმიანობის შესახებ;
ვ) საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს;
ზ) საბჭოს მდივანთან შეთანხმებით განსაზღვრავს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობებს;
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღწეული წარმატებებისა და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;
კ) პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებასა და მატერიალური ფასეულობების განკარგვაზე;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში საბჭოს აპარატის სახელით დებს ხელშეკრულებებს;
მ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს;
ნ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. საბჭოს აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საბჭოს მდივანთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის უფროსი.
5. საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს საბჭოს აპარატის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს საბჭოს აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
დ) ასრულებს საბჭოს მდივნისა და საბჭოს აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს აპარატზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საბჭოს აპარატის უფროსის წინაშე.
7. საბჭოს აპარატის უფროსის არყოფნისას საბჭოს აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილება №475 – ვებგვერდი, 31.07.2020წ.
+
მუხლი 4. აპარატის სტრუქტურა
1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი;
ბ) თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი);
ე) ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი.
2. შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტში შედის შემდეგი სამმართველოები:
ა) შიდა უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო;
ბ) საგარეო უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო;
გ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო.
3. შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი:
ა) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; შეისწავლის ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან, სეპარატიზმთან ბრძოლის, სახელმწიფო საზღვრის მართვის, მართლწესრიგის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ახდენს ზემოაღნიშნულ სფეროებში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;
ბ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, შეისწავლის ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს, ენერგეტიკის სფეროში შექმნილ ვითარებას; ახორციელებს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, უსაფრთხოების გარემოს შეფასებას, შესაბამისი საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ცალკეული შიდა და საგარეო პოლიტიკური, ასევე სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
ე) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სწავლობს და აანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას, ამუშავებს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს და აფასებს შესაბამის გამოწვევებს, რისკებსა და საფრთხეებს;
ვ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვას;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ერთიანი შიდა და საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;
კ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი:
ა) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, შეისწავლის სახელმწიფო თავდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ახორციელებს ქვეყნის წინაშე არსებული სამხედრო ხასიათის საფრთხეების შეფასებასა და ანალიზს;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სამხედრო ხასიათის საფრთხეებსა და სახელმწიფო თავდაცვის სფეროს მიკუთვნებულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო თავდაცვის სფეროს უკავშირდება;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებების შემუშავებას სახელმწიფო თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის საფრთხის შემცველ ცალკეულ მოვლენათა შედეგების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისთვის;
ე) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად, შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობის სფეროში საქართველოს ჩართულობისა და კოლექტიური თავდაცვის სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, უზრუნველყოფს რეკომენდაციების შემუშავებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე;
ზ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სახეობებთან, შემადგენლობასა და რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას;
თ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოფს სახელმწიფო თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხების განხილვას;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში უზრუნველყოფს საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვას;
კ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა) საბჭოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შემუშავებულ ცალკეულ საკითხებზე ახორციელებს საბჭოს სხდომების, მათი დღის წესრიგის პროექტის მომზადებასა და სხდომაზე მისაწვევი პირების ინფორმირებას, ასევე აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო ჩანაწერებს;
ბ) ახორციელებს აპარატის საპროტოკოლო უზრუნველყოფას;
გ) აპარატში უზრუნველყოფს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას;
დ) ახორციელებს საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;
ე) ახორციელებს აპარატში ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფას;
ვ) ახორციელებს აპარატის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფას;
ზ) ახორციელებს აპარატის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
თ) ახორციელებს აპარატის საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ი) უზრუნველყოფს საბჭოს/მისი აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმართვას;
კ) ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს.
6. კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი):
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ყველა ტიპის კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაციას;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კრიზისული ვითარების დროს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებას;
დ) უზრუნველყოფს ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირებას, რომელიც ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების დროს აქტიურდება და საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას პოლიტიკურ დონეზე მართავს;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებებისა და რეკომენდაციების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად მომზადებას, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების, ეკოლოგიური და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი სხვა კრიზისული ვითარების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირების და ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების კოორდინაციას;
ი) ასრულებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
7. ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ინფორმაციული უსაფრთხოების/ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების/კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციის მონიტორინგსა და სტრატეგიის შესრულების შედეგების შეფასების ყოველწლიური ანგარიშის შედგენას. ანგარიში წარედგინება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და საქართველოს მთავრობას;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ კიბერინციდენტზე ერთიან, კოორდინირებულ რეაგირებასა და ამგვარი კიბერინციდენტით გამოწვეული კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სექტორულ უწყებასთან შეთანხმებით, საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადრეული ინფორმირების მიზნით, უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს კიბერინციდენტის მართვაში, რომელიც შესაძლოა, გადაიზარდოს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობისთვის, ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველ ფართომასშტაბიან კიბერშეტევაში;
ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადრეული ინფორმირების მიზნით, შესაბამისი სექტორული უწყებებიდან გამოითხოვს ინფორმაციას, როგორც ცალკეულ კიბერინციდენტებზე, მოვლენებსა თუ აქტორებზე, ისე ამ მიმართულებით არსებულ განზოგადებულ ვითარებაზე;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებებისა და რეკომენდაციების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად მომზადებას კიბერინციდენტებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კიბერინციდენტების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირებისა და კიბერსივრცეში ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების კოორდინაციას;
ი) ახორციელებს საბჭოს აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებას, რომელთაც ითვალისწინებს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს სამართალდამცავი/უსაფრთხოების უწყებების ტექნიკური საჭიროებებით მხარდაჭერას;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კიბერ/ ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას, რა მიზნითაც თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ აკადემიურ დაწესებულებებთან;
მ) ასრულებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №643 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
+
მუხლი 41. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა🔗
მუხლი 41. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის უფროსი.
2. დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საბჭოს აპარატის უფროსისა და საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;
გ) კონტროლს უწევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მითითებების/ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ე) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის მოსამსახურეებზე;
ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;
თ) საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილება №475 – ვებგვერდი, 31.07.2020წ.
+
მუხლი 5. საბჭოს აპარატის მოსამსახურის შრომის ანაზღაურება
1. საბჭოს აპარატის მოსამსახურე იღებს შრომის ანაზღაურებას (ხელფასს).
2. (ამოღებულია - 09.08.2019, №385).
3. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, რომლის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და აგრეთვე წოდებისთვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსგან.
4. წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:
სპეციალური წოდება
წოდებრივი სარგოს ოდენობა
(ლარი)
1
გენერალ-პოლკოვნიკი
120
2
გენერალ-ლეიტენანტი
110
3
გენერალ-მაიორი
100
4
პოლკოვნიკი
70
5
ვიცე-პოლკოვნიკი
60
6
მაიორი
50
7
კაპიტანი
40
8
უფროსი ლეიტენანტი
30
9
ლეიტენანტი
25
10
უმცროსი ლეიტენანტი
20
11
ზემდეგი
7
12
უფროსი სერჟანტი
6
13
სერჟანტი
5
14
უმცროსი სერჟანტი
4
15
რიგითი
3.
5. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა ფულად სარგოზე (ხელფასზე) დანამატი სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით (წელთა ნამსახურობის დანამატი), შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5 პროცენტი;
ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10 პროცენტი;
გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15 პროცენტი;
დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20 პროცენტი.
6. მოსამსახურეს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საბჭოს აპარატის მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები − 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
8. საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით, საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია, მიეცეს ერთჯერადი მატერიალური ან/და ფულადი დახმარება.
9. დაღუპულ/გარდაცვლილ მოსამსახურეზე ფაქტობრივად გაცემული შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო), დანამატი, კომპენსაცია და პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას.
10. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) მძიმე დაზიანებისას − 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანებისას − 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
გ) მსუბუქი დაზიანებისას − 2 000 (ორი ათასი) ლარი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №643 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
+
მუხლი 6. სხვა დებულებანი
საბჭოს აპარატის დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი
(თან ერთვის)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ბლანკის ნიმუში
დანართი №2
(თან ერთვის)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №643 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 იანვრის დადგენილება №5 – ვებგვერდი, 12.01.2023წ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები
დანართი №3
(ამოღებულია)
№
სახელმწიფო სპეციალური წოდების ზღვარი
თანამდებობა
რაოდენობა
თანამდებობრივი სარგო
46
1
უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი
1
7560
2
უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე
1
6800
შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი
18
3
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
დეპარტამენტის დირექტორი
1
6050
4
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
1
5745
შიდა უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო
6
5
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
სამმართველოს უფროსი
1
5290
6
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
უფროსი მრჩეველი
3
3935
7
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
მრჩეველი
2
3330
საგარეო უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო
5
8
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
სამმართველოს უფროსი
1
5290
9
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
უფროსი მრჩეველი
3
3935
10
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
მრჩეველი
1
3330
სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო
5
11
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
სამმართველოს უფროსი
1
5290
12
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
უფროსი მრჩეველი
2
3935
13
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
მრჩეველი
2
3330
თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი
5
14
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
დეპარტამენტის დირექტორი
1
6050
15
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
უფროსი მრჩეველი
2
3935
16
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
მრჩეველი
2
3330
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
10
17
ეროვნული უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი
დეპარტამენტის დირექტორი
1
6050
18
ეროვნული უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი
უფროსი სპეციალისტი
5
2725
19
ეროვნული უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი
სპეციალისტი
4
2420
კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი)
6
20
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
დეპარტამენტის დირექტორი
1
6050
21
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
უფროსი მრჩეველი
3
3935
22
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
მრჩეველი
2
3330
ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი
5
23
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
დეპარტამენტის დირექტორი
1
6050
24
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
უფროსი მრჩეველი
3
3935
25
ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი
მრჩეველი
1
3330
დანართი №3 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №385 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №337, 17.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.021355 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4617877-3/