ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №118 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
|
ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების შენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №118 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №118 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
+
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №112
2019 წლის 31 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №118 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
+
მუხლი 1
ქალაქ ქუთაისში შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი, რომელიც არის ადგილობრივ ბიუჯეტში აუცილებელი გადასახდელი.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს ინსტრუქცია „ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ დანართის შესაბამისად (დანართი დადგენილებას თან ერთვის).
+
მუხლი 3
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
+
მუხლი 4
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტების მშენებლობა.
+
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისში მშენებლობის/გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა/ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 26 თებერვლის №41 დადგენილება.
+
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი აგვისტოდან.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია
+
დანართი
ინსტრუქცია
ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების შენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
+
მუხლი 1
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით და წარმოადგენს „ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების განუყოფელ ნაწილს.
+
მუხლი 2
მოსაკრებლის განაკვეთი (ოდენობა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 8 (რვა) ლარით.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის დადგენილება №88 - ვებგვერდი, 02.02.2024წ.
+
მუხლი 3
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე, ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო, ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №118 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
+
მუხლი 4
ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტისათვის განისაზღვროს 50 ლარით; III კლასის ობიექტისათვის – 200 ლარით, IV კლასის ობიექტისათვის – 400 ლარით.
+
მუხლი 5
ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთი ლარით.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №118 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
+
მუხლი 6
მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
+
მუხლი 7
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ნორმების შესაბამისად, ნებართვის მაძიებლის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ქვითარი) წარდგენა უნდა მოხდეს ნებართვის მიღებაზე განცხადების წარდგენისას.
+
მუხლი 8
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს საბანკო დაწესებულების მეშვეობით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე: 1. მიმღები ანგარიში – ბიუჯეტის შემოსავლების ერთიანი ანგარიში – №200122900. 2. მიმღები ბანკი – ხაზინა. 3. ბანკის კოდი 22101222. 4. ბიუჯეტის შემოსავლების სახაზინო კოდი 300183090 – მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“, №112, 31.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016515 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4625915-1/