სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 151 მუხლის მე-6 პუნქტისა და 241 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესი და პირობები. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესი და პირობები
|
|
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
|
1. ეს წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესსა და პირობებს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.
მუხლი 2. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონეტარულ ზღვრებს, სატენდერო განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა განთავსდეს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
მუხლი 3. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრები 1. ამ წესის მიზნებისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრებია: ა) ერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში – 139 000 ევროს ეკვივალენტი ლარში, შესყიდვის გამოცხადების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით; ბ) ერთგვაროვანი სამუშაოს შემთხვევაში – 5 350 000 ევროს ეკვივალენტი ლარში, შესყიდვის გამოცხადების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.“ 2. სისტემა უზრუნველყოფს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების კონვერტაციას შესყიდვის გამოცხადების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეროვნული ვალუტის ევროს მიმართ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. 3. მონეტარული ზღვრები შესაძლებელია შეიცვალოს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების ცვლილების გათვალისწინებით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
მუხლი 4. სატენდერო პირობების გაცნობისა და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადები 1. თუ კონკრეტული შესყიდვისას ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე. 2. სატენდერო წინადადების მიღების დაწყებისა და სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება სატენდერო განცხადების სისტემაში გამოქვეყნების მომდევნო დღიდან. |
+
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №3
2019 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 151 მუხლის მე-6 პუნქტისა და 241 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესი და პირობები.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კახი დემეტრაშვილი
+
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესი და პირობები
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესსა და პირობებს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.
მუხლი 2. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება🔗
თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონეტარულ ზღვრებს, სატენდერო განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა განთავსდეს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
მუხლი 3. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრები🔗
1. ამ წესის მიზნებისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრებია:
ა) ერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში – 139 000 ევროს ეკვივალენტი ლარში, შესყიდვის გამოცხადების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით;
ა) ერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში – 139 000 ევროს ეკვივალენტი ლარში, შესყიდვის გამოცხადების დღისთვის/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით;
ბ) ერთგვაროვანი სამუშაოს შემთხვევაში – 5 350 000 ევროს ეკვივალენტი ლარში, შესყიდვის გამოცხადების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.“
ბ) ერთგვაროვანი სამუშაოს შემთხვევაში – 5 350 000 ევროს ეკვივალენტი ლარში, შესყიდვის გამოცხადების დღისთვის/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.
2. სისტემა უზრუნველყოფს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების კონვერტაციას შესყიდვის გამოცხადების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეროვნული ვალუტის ევროს მიმართ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
2. სისტემა უზრუნველყოფს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების/გამარტივებული შესყიდვის ღირებულების კონვერტაციას შესყიდვის გამოცხადების დღისთვის/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნების დღისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეროვნული ვალუტის ევროს მიმართ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
3. მონეტარული ზღვრები შესაძლებელია შეიცვალოს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების ცვლილების გათვალისწინებით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
მუხლი 4. სატენდერო პირობების გაცნობისა და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადები🔗
1. თუ კონკრეტული შესყიდვისას ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე.
2. სატენდერო წინადადების მიღების დაწყებისა და სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება სატენდერო განცხადების სისტემაში გამოქვეყნების მომდევნო დღიდან.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №3, 21.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016151 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4638668-1/