სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.08.2019 ძალადაკარგული 30.06.2025
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
090120010.70.082.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №3

2019 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, მე-18 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად,  ვბრძანებ:

+
მუხლი 1
განისაზღვროს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს გენერალური პროკურორიშალვა თადუმაძე
+



დანართი
 

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა


1. სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ ბრძანებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურატურის თანამშრომლის, პოლიციელის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლისა და მოსამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე, გარდა ამ დანართის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 2 მარტის ბრძანება №007 - ვებგვერდი, 02.03.2022 წ.

3. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164​​​​1, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,  220-ე, 221-ე, 332-ე-334-ე, 337-ე-342-ე (გარდა ამ დანართის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 194-ე და 194​​​​​​1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, გარდა ამ დანართის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 

საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 24.12.2019 წ.

4.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე, 142​​1, 223-ე, 230-ე–235-ე, 252–ე, 308-ე–321​1, 323-ე–330​​5, 331​​1, 331​​2, 343-ე, 345-ე, 346-ე, 351-ე და 404-ე–410-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე, 236-ე, 322​​1, 331-ე, 344-ე, 344​​1, 353-ე, 353​​1, 362-ე-364–ე, 370-ე, 373-ე, 374-ე, 375-ე და 376-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164​​​​​1, 332-ე–334-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ (გარდა ამ დანართის მე-2,  მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 

საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 24.12.2019 წ.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე (გარდა ამ მუხლის  მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა), 189-ე, 189​​1, 190-ე, 192-ე, 192​​1, 193-ე, 195​​1–200​2, 200​5-201-ე, 204​​1, 205-ე – 208-ე, 210-ე–214-ე  (გარდა ამ დანართის  მე-6 პუნქტისა), (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე–219-ე, 220​1 და 322​​2 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე და 221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე–359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე და სამხედრო ნაწილებში, გარდა ამ დანართის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის, მათ შორის, კერძო აღმასრულებლის, მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, ამავე კოდექსის 342​​​​​1, 378-ე, 378​​​​​​​1, 378​​​​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე,  პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულს, გარდა ამ დანართის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 

საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 24.12.2019 წ.

8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები იძიებენ:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144​1−144​3 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის (გარდა საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის (გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლისა და მოსამსახურისა) მიერ;

ბ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის (გარდა საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის (გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლისა და მოსამსახურისა) მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულს, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−118-ე, 120-ე−124-ე, 126-ე, 126​1, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−151​1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ (გარდა პროკურორისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა);

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე−159-ე, 162-ე−163-ე და 164​4 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს;

ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტს.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 2 მარტის ბრძანება №007 - ვებგვერდი, 02.03.2022 წ.

9. თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი.

10. თუ არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ ბრძანებაში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა.

11. ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება საქმე უფრო მძიმე დანაშაულის თაობაზე.

12. გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ტერიტორიაზე, სადაც ჩადენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება.

13. თუ ჩადენილია რამდენიმე დანაშაული, საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება ყველაზე მძიმე დანაშაული.

14. თუ გამომძიებელი დაადგენს, რომ საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას, იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებანი და საქმე გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით წარმართვისათვის.

15. დავას საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს ზემდგომი პროკურორი.

16. ამ დანართის მე-10–მე-15 პუნქტებით დადგენილი წესები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 2 მარტის ბრძანება №007 - ვებგვერდი, 02.03.2022 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“, №3, 23.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 090120010.70.082.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4638682-2/