ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
+
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2019 წლის 22 აგვისტო
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-13 ნაწილის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 23-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმში, მიწის ნაკვეთის საკადასტრო ერთეულებზე: №05.21.01.031; №05.21.01.030; №05.21.01.029; №05.21.01.018; №05.21.20.079; №05.21.20.070; №05.21.20.071; №05.21.20.084; №05.21.20.082; №05.21.21.015; №05.21.20.053; №05.21.20.076; №05.21.20.056; №05.21.20.087 განაშენიანების რეგულირების გეგმა, თანახმად დანართისა.
+
მუხლი 11 დეტალური გეგმით გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების სიმაღლის განსაზღვრა (დაზუსტება) ნაცვლად წარმოდგენილი პარამეტრებისა განხორციელდეს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ დასაშვებად მიჩნეული და შეთანხმების დოკუმენტით განსაზღვრული სიმაღლის პარამეტრების შესაბამისად.🔗
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 27.03.2024წ.
+
მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“, №20, 22.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016447 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4640628-1/