აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.08.2019 ძალადაკარგული 17.12.2025
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016272
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №22

2019 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.
 

+
მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.
 

+
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის  შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2014 წლის 13 იანვრის №3  დადგენილება.
+
მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის  შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 მაისის №5  დადგენილება.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 11 ოქტომბრიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე
+




აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს.

4​1. სამინისტრო შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში.

5. სამინისტროს აქვს დებულება, ანგარიში ხაზინაში და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, თავისი სახელწოდების აღნიშვნით.

6. სამინისტრო ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მიხეილ თამარაშვილის ქ. № 15ა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 14 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2022 წ.
 
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო სისტემის მართვა; საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა; გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების ხელშეწყობა; ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების, ფოსტის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის და სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა.

2. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო სისტემის მართვა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირება;

ბ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში  მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის კოორდინაცია;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება;

ე) ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ინვესტიციების, გრანტების მოზიდვის და საერთაშორისო დახმარებების მიღების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება და განხორციელება;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა;

ზ) სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების (აქციების ან/და წილების) პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, განზოგადება;

ი)აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მიზნობრივი პროექტების შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;

კ)აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ხელშეწყობა პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად;

ლ) მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინირებული საქმიანობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემური ჯიშების შენარჩუნებისა და გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების, მცენარეთა დაცვისა და ცხოველთა დაავადებასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

მ) შავი ზღვის სანაპირო ზოლის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მონაკვეთის გეოეკოლოგიური მონიტორინგი, გეოინფორმაციული პაკეტების შექმნა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მინერალური რესურსების უკანონო მოპოვების მონიტორინგი;

ნ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გავრცელების ხელშეწყობა;

ო) ინფრასტრუქტურული, ეკონომიკის დარგების განვითარებისადმი მიმართული პროექტების და პროგრამების ხელშეწყობა;

პ) ვაჭრობის, ტრანსპორტის, წარმოებისა და მომსახურების სფეროებში ეფექტური ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ს) საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სხვადასხვა პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარების უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარული ტვირთის (საკვები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საგნები და სხვა) ტრანსპორტირების ხელშეწყობა;

უ) (ამოღებულია - 14.03.2022, №9);

ფ) ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, წინადადებების შემუშავება და მასზე რეაგირება;

ქ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება. 

3. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს მიკუთვნებული საკითხების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების, აგრეთვე სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 14 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2022 წ.
 
მუხლი 3. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემას შეადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფი) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომში – სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტები).

2. სამინისტროს სისტემაში შეიძლება იყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ან/და დამფუძნებლის უფლებამოსილებასაც გახორციელებს სამინისტრო.

3. სამინისტროს მართვაში შეიძლება იყოს მეწარმე სუბიექტები (შემდგომში – სამინისტროს მართვაში შემავალი სუბიექტები), რომელთა შექმნა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 14 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2022 წ.
 

მუხლი 4. სტრუქტურული ქვედანაყოფები

სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა) საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) ინსპექტირების სამმართველო;

გ) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო.

2. საბიუჯეტო დეპარტამენტი:

ა) კონსოლიდირებული ბიუჯეტის სამმართველო;

ბ) შემოსავლების მობილიზების სამმართველო.

3. ეკონომიკური დეპარტამენტი:

ა) დარგობრივ საკითხთა სამმართველო;

ბ) საინვესტიციო და ბიზნესის ხელშეწყობის სამმართველო;

გ) ეკონომიკური ანალიზის სამმართველო;

დ) სტატისტიკის სამმართველო. 

4. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.

5. სახაზინო დეპარტამენტი.

6. საფინანსო დეპარტამენტი.

7. შიდა აუდიტის დეპარტამენტი. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 14 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2022 წ.
 
მუხლი 5. (ამოღებულია) 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 14 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2022 წ.
 
მუხლი 6. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლისა დაარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებია:

ა) (ამოღებულია - 22.05.2024, №11);

ბ) (ამოღებულია - 22.05.2024, №11);

გ) სსიპ – აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა;

გ​1) სსიპ – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო;

დ) (ამოღებულია - 22.05.2024, №11).

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 03.09.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 14 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 22 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 27.05.2024წ.
 
მუხლი 7. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამინისტროს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.

2. მინისტრს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

3. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;

გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობაზე;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს. დასანიშნად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრის მოადგილეების, ხოლო მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურებს;

ე) ითანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხას;

ვ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და სტრუქტურას, ხოლო სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურას, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებასა და სტრუქტურას დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობას;

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;

თ) მონაწილეობას იღებს მთავრობის სხდომების მუშაობაში;

ი) წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

კ) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს;

ლ) ამტკიცებს სამინისტროში სტაჟირების გავლის წესს;

მ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს;

ნ) იღებს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.

4. მინისტრს ჰყავს 3 მოადგილე (მათ შორის, ერთი − პირველი), რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

6. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული რომელი სუბიექტების საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.

7. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 14 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2022 წ.
 
მუხლი 8. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი

1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;

ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები).

 

მუხლი 9. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

ბ) (ამოღებულია -  17.02.21 №9 ); 

გ) (ამოღებულია - 17.02.21 №9 ); 

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

ვ) საქმისწარმოების ორგანიზება;

ზ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზაცია და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

თ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების პროტოკოლის წარმოება, რეზოლუციების მომზადება;

ი) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;

კ) მოქმედი კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილ შემთხვევებში და წესით დისციპლინური წარმოების ჩატარება;

ლ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.

 

მუხლი 10. საბიუჯეტო დეპარტამენტი

საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) „აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ მომზადებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების პროექტებისა და საბიუჯეტო განაცხადების შესწავლა, კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებთან და ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრულ მოცულობებთან მიმართებით;

გ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;

დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) შესრულების ანგარიშის მიღება-დამუშავება, მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;

ე) ფინანსური სახსრების მართვა, დარგების საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენებისათვის ყოველწლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა ჩამოყალიბება, დამტკიცებული ყოველწლიური ბიუჯეტის მიხედვით განწერის ფორმირება და დადგენილი წესის შესაბამისად, მასში ცვლილებების შეტანა;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ასიგნებებისა და შემოსულობების პარამეტრების კვარტალების მიხედვით განწერის მომზადება.

 

მუხლი 11. ეკონომიკური დეპარტამენტი

ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკონომიკური პროცესების ანალიზი, ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო წინადადებების მომზადება;

ბ) სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამაში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების და ასევე აფხაზეთში მცხოვრებ პირთა ჩართულობის ხელშეწყობა;

გ) ბიზნესის ხელშეწყობისა და ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, ფორუმებში, სემინარებსა და სხვა ამ სახის ღონისძიებებში ჩართულობა და დევნილ მეწარმეთა მონაწილეობის ხელშეწყობა;

დ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შემდგომში სხვადასხვა ბიზნესპროექტების განხორციელებაში და საგრანტო დაფინანსების მოპოვებაში ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად;

ე) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ინიცირებულ ბიზნესწინადადებებისა და პროექტების შემუშავებაში საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა და პოტენციური ინვესტორების მოძიებაში ხელშეწყობა;

ვ) ეკონომიკის დარგში დასაქმებული სუბიექტების საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა;

ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, განზოგადება;

თ)  მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების მართვის მიმართულებებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;

ი) აფხაზეთის ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმართვის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;

კ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;

ლ) ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში/დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ინიცირება და მხარდაჭერა. შემუშავებული პროექტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

მ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული დარგების – სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, გარემოს დაცვის, სატყეო ფონდის  და სხვა დარგის – განვითარების მიზნით, წინადადებების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ დარგებში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი და ტყის ფონდის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რეაგირება არსებული მექანიზმების გამოყენებით;

ო) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში მონაწილეობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 14 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 15.03.2022 წ.
 
მუხლი 12. (ამოღებულია)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.

 

მუხლი 13. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი 

იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ამოცანებია: 

ა) სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;

გ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება;

დ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ შემუშავებული პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ე) სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;

ვ) სამინისტროს მონაწილეობით განხილულ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით, აგრეთვე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადება და რეკომენდაციების წარდგენა სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებისათვის.

ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელების ხელშეწყობა;

თ) ადამიანური რესურსების მართვა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.

 

მუხლი 14. (ამოღებულია).

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.

 

მუხლი 15. სახაზინო დეპარტამენტი 

სახაზინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: 

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა, ანგარიშგება;

ბ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადამხდელო დოკუმენტების მიღება და დამუშავება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საგადამხდელო და საანგარიშსწორებო საბუთებში მითითებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე გადასახდელების გაცემის შეზღუდვა;

ე) დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობის მობილიზების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი, სახაზინო ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი, კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა, მართვა და ანგარიშგება;

ზ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა და ოპერატიული ანგარიშგება;

თ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ დადგენილ ვადებში ფინანსური ანგარიშგებისა და დანართი ფორმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის შესრულებამდე ყველა სახის დაფინანსების შეჩერება;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) პერიოდული და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება.

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ფინანსური ანგარიშგებების და დანართი ფორმების მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.

 

მუხლი 16. საფინანსო დეპარტამენტი 

საფინანსო დეპარტამენტის ამოცანებია: 

ა) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

დ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ე) (ამოღებულია -  17.02.21 №9 ).

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.

 

მუხლი 17. შიდა აუდიტის დეპარტამენტი 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: 

ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;

დ)სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება;

ე) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;

ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.

 

მუხლი 18. დასკვნითი დებულება

სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №22, 30.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016272 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4648126-5/