ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 11.12.2019წ.
|
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნას, უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვარეგისტრაციას, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობას და საინვესტიციო აქტივობებისა და საინვესტიციო პორტფელების მომზადებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90.
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან განყოფილების უფროსი
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან განყოფილების უფროსი.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება განისაზღვრება მერიის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მუნიციპალური სერვისების და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება;
ბ) ქონების მართვის განყოფილება;
გ) ტრანსპორტის განყოფილება;
დ) საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილება.
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას, მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას. სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას. მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებას. მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის უფლება-მოვალეობის განხორციელებას;
გ) მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან და მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) მუნიციპალური ქონების შეფასების პროცედურებისა და მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას. მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტრუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნას. ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას;
ვ) ელ. ენერგიის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელ ორგანიზაციებისგან მათი მომსახურეობის შესყიდვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადებას;
ზ) ინფრასტრუქტურის (სერვისების) საკითხებზე შესაბამისი სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
თ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ამხანაგობის აღრიცხვასა და მონაცემთა ბაზის შექმნა, ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თხოვნით, წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, მომზადებული საბაზისო დოკუმენტაციის შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდებას, პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას;
ი) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
კ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა-გაჩერების წესების რეგულირებას;
ლ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას. მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
მ) მუნიციპალური ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში ჭარბი მგზავრთა ნაკადების განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, სამარშრუტო ქსელის დახვეწასა და განვითარებაზე წინადადებების მომზადებას, მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას;
ნ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქუჩებზე, მოედნებზე, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და დანერგვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოსთან ერთად;
ო) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, წინადადებების მომზადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
პ) სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სქემისა და პოლიტიკის შემუშავებას;
ჟ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის) აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს;
რ) მერიის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაგაბარიტული, მძიმეწონიანი და საშიში ტვირთების გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტის შერჩევას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის სამუშაოებისა და ღონისძიებების ჩატარების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის დროებითი სქემის შეთანხმებას;
ტ) კომპეტენციას მიკუთვნებული წერილების განხილვას და გადაწყვეტას;
უ) ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტიმულირების უზრუნველსაყოფად დარგობრივი მიმართულებების შესაბამისად სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას;
ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას, მათ საკუთრებაში არსებულ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით;
გ) მუნიციპალური ქონების კატეგორიების (ძირითადი განუსხვისებელი და დამატებითი) განსაზღვრის შესახებ წინადადებების შემუშავებას.
დ) სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
ე) მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას;
ვ) მუნიციპალური ქონების შეფასების პროცედურების, მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
ზ) მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ა) მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნას;
ბ) არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების გამართული ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
გ) ელ. ენერგიის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელ ორგანიზაციებისგან მათი მომსახურების შესყიდვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადებას;
დ) ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებასა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას;
ე) მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას. მიმდინარე პროექტების შესრულების კონტროლს და გამოვლენილი პრობლემების გადასაწყვეტად მერისათვის შესაბამისი წინადადების წარდგენას;
ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ამხანაგობის აღრიცხვას და მონაცემთა ბაზის შექმნას, ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თხოვნით, წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, მომზადებული საბაზისო დოკუმენტაციის შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდებას, პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას;
ზ) ინფრასტრუქტურის (სერვისების) საკითხებზე შესაბამისი სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა-გაჩერების წესების რეგულირებას;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას. მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
გ) მუნიციპალური ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში მგზავრთა ჭარბი ნაკადების განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, სამარშრუტო ქსელის დახვეწასა და განვითარებაზე წინადადებების მომზადებას. მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას;
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქუჩებზე, მოედნებზე, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და დანერგვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოსთან ერთად;
ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ვ) წინადადებების მომზადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
ზ) სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებასა და მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სქემისა და პოლიტიკის შემუშავებას;
თ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის) აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს;
ი) მერიის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაგაბარიტული, მძიმეწონიანი და საშიში ტვირთების გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტის შერჩევას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის სამუშაოებისა და ღონისძიებების ჩატარების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის დროებითი სქემის შეთანხმებას;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ა) მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალის იდენტიფიცირებასა და შესაბამისი აქტივობების მხარდაჭერას;
ბ) საინვესტიციო პორტფელის შექმნა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში კატალოგის, გზამკვლევის ან სხვა დამხმარე პუბლიკაციების შექმნა);
გ) საინვესტიციო პოტენციალის მქონე დარგების შესახებ საჭირო ინფორმაციის თავმოყრას შემდგომში ინვესტორებისთვის გაცნობის მიზნით;
დ) მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და ინვესტორებს შორის შეხვედრების ორგანიზებასა და კოორდინაციას;
ე) საინვესტიციო ფორუმებში, კონფერენციებში და გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობის მიღებას;
ვ) სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას;
ზ) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და საგრანტო შესაძლებლობების გამოვლენას;
თ) მოქმედი დონორებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ბაზის შექმნასა და განახლებას;
ი) დონორების მიერ ორგანიზებულ საკოორდინაციო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას.
დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
+
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2019 წლის 6 სექტემბერი
ქ.ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 11.12.2019წ.
+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულება“.
+
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №21 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 12 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია
+
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულება
მუხლი 1. მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახური🔗
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნას, უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობას, საინვესტიციო აქტივობებისა და საინვესტიციო პორტფელების მომზადებას და მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 ივლისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 05.07.2022წ.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა🔗
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან განყოფილების უფროსი
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან განყოფილების უფროსი.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება განისაზღვრება მერიის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მუნიციპალური სერვისების და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება;
ბ) ქონების მართვის განყოფილება;
გ) ტრანსპორტის განყოფილება;
დ) საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილება;
ე) სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის განყოფილება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 ივლისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 05.07.2022წ.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები🔗
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას, მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას. სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას. მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებას. მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის უფლება-მოვალეობის განხორციელებას;
გ) მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან და მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) მუნიციპალური ქონების შეფასების პროცედურებისა და მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას. მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტრუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნას. ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას;
ვ) ელ. ენერგიის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელ ორგანიზაციებისგან მათი მომსახურეობის შესყიდვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადებას;
ზ) ინფრასტრუქტურის (სერვისების) საკითხებზე შესაბამისი სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
თ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ამხანაგობის აღრიცხვასა და მონაცემთა ბაზის შექმნა, ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თხოვნით, წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, მომზადებული საბაზისო დოკუმენტაციის შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდებას, პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას;
ი) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
კ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა-გაჩერების წესების რეგულირებას;
ლ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას. მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
მ) მუნიციპალური ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში ჭარბი მგზავრთა ნაკადების განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, სამარშრუტო ქსელის დახვეწასა და განვითარებაზე წინადადებების მომზადებას, მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას;
ნ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქუჩებზე, მოედნებზე, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და დანერგვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოსთან ერთად;
ო) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, წინადადებების მომზადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
პ) სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სქემისა და პოლიტიკის შემუშავებას;
ჟ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის) აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს;
რ) მერიის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაგაბარიტული, მძიმეწონიანი და საშიში ტვირთების გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტის შერჩევას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის სამუშაოებისა და ღონისძიებების ჩატარების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის დროებითი სქემის შეთანხმებას;
ტ) კომპეტენციას მიკუთვნებული წერილების განხილვას და გადაწყვეტას;
უ) ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტიმულირების უზრუნველსაყოფად დარგობრივი მიმართულებების შესაბამისად სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას;
უ.ა. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; სოფლის მეურნეობის დარგში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას; მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სათანადოდ მოდერნიზაციის ღონისძიებების განხორციელებას; მეცხოველეობის დარგის მდგომარეობის მონიტორინგს; სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისთვის /პირებისთვის/ მიწოდებას; სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში პროდუქტიულობის გაზრდის ღონიძიებების განხორციელებასა და ამ სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მსურველთა ბაზის შექმნას, მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, მათი სისტემატიზაციასა და ანალიზს; მოსახლეობისთვის აგრალურ საკითხებზე საკონსულტაციო საგანმანათლებლო მომსახურების გაწევას;
ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 ივლისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 05.07.2022წ.
მუხლი 4. ქონების მართვის განყოფილება🔗
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას, მათ საკუთრებაში არსებულ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით;
გ) მუნიციპალური ქონების კატეგორიების (ძირითადი განუსხვისებელი და დამატებითი) განსაზღვრის შესახებ წინადადებების შემუშავებას.
დ) სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
ე) მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას;
ვ) მუნიციპალური ქონების შეფასების პროცედურების, მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
ზ) მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5. მუნიციპალური სერვისების და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება🔗
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნას;
ბ) არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების გამართული ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
გ) ელ. ენერგიის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელ ორგანიზაციებისგან მათი მომსახურების შესყიდვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადებას;
დ) ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებასა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას;
ე) მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას. მიმდინარე პროექტების შესრულების კონტროლს და გამოვლენილი პრობლემების გადასაწყვეტად მერისათვის შესაბამისი წინადადების წარდგენას;
ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ამხანაგობის აღრიცხვას და მონაცემთა ბაზის შექმნას, ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თხოვნით, წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, მომზადებული საბაზისო დოკუმენტაციის შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდებას, პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას;
ზ) ინფრასტრუქტურის (სერვისების) საკითხებზე შესაბამისი სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6. ტრანსპორტის განყოფილება🔗
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა-გაჩერების წესების რეგულირებას;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას. მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
გ) მუნიციპალური ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში მგზავრთა ჭარბი ნაკადების განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, სამარშრუტო ქსელის დახვეწასა და განვითარებაზე წინადადებების მომზადებას. მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას;
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქუჩებზე, მოედნებზე, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და დანერგვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოსთან ერთად;
ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ვ) წინადადებების მომზადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
ზ) სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებასა და მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სქემისა და პოლიტიკის შემუშავებას;
თ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის) აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს;
ი) მერიის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაგაბარიტული, მძიმეწონიანი და საშიში ტვირთების გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტის შერჩევას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის სამუშაოებისა და ღონისძიებების ჩატარების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის დროებითი სქემის შეთანხმებას;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7. საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილება🔗
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალის იდენტიფიცირებასა და შესაბამისი აქტივობების მხარდაჭერას;
ბ) საინვესტიციო პორტფელის შექმნა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში კატალოგის, გზამკვლევის ან სხვა დამხმარე პუბლიკაციების შექმნა);
გ) საინვესტიციო პოტენციალის მქონე დარგების შესახებ საჭირო ინფორმაციის თავმოყრას შემდგომში ინვესტორებისთვის გაცნობის მიზნით;
დ) მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და ინვესტორებს შორის შეხვედრების ორგანიზებასა და კოორდინაციას;
ე) საინვესტიციო ფორუმებში, კონფერენციებში და გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობის მიღებას;
ვ) სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას;
ზ) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და საგრანტო შესაძლებლობების გამოვლენას;
თ) მოქმედი დონორებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ბაზის შექმნასა და განახლებას;
ი) დონორების მიერ ორგანიზებულ საკოორდინაციო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას.
მუხლი 71. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის განყოფილება🔗
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში რიცხული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რაოდენობის აღრიცხვას მათი საგაზაფხულო და სხვა სახის სამუშაოების შესრულებისათვის მზადყოფნის მიზნით;
ბ) მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიული ორგანოების მიხედვით სოფლის მეურნეობის დარგის სრულ მონიტორინგს;
გ) სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით მოკლევადიანი და გრძელვადიანი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
დ) სოფლის მეურნეობის დარგში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან აქტიურ თანამშრომლობას;
ვ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში;
ზ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სათანადოდ მოდერნიზაციის ღონისძიებების განხორციელებას;
თ) სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში პროდუქტიულობის გაზრდის ღონიძიებების განხორციელებასა და ამ სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;
ი) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მსურველთა ბაზის შექმნას, მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
ლ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, მათი სისტემატიზაციასა და ანალიზს;
მ) საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას, შესაბამისი დაინტერესებული უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და საგაზაფხულო სამუშაოების მსვლელობის მონიტორინგის განხორციელებას;
ნ) საინფორმაციო ბიულეტენების, ბუკლეტების შედგენას, გამოცემას და გავრცელებას;
ო) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და ხელშეწყობას;
პ) მოსახლეობისთვის აგრალურ საკითხებზე საკონსულტაციო საგანმანათლებლო მომსახურების გაწევას;
ჟ) სახელმწიფო და არასახელმწიფო აგრალური პროექტების დანერგვა - განზოგადოებას მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში;
რ) მეცხოველეობის დარგის მდგომარეობის მონიტორინგს და პირუტყვთა სულადობისა და პროდუქტიულობის მონაცემების დამუშავებას ცალკეული ტერიტორიული ორგანოების მიხედვით;
ს) მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მოძიება-მოპოვებას;
ტ) მეცხოველეობაში ცხოველთა და ფრინველთა სულადობისა და პროდუქტიულობის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
უ) კოორდინირებას სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამებს მუნიციპალიტეტში სოფლის-მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების პროგრამების განხორციელებაში;
ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 ივლისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 05.07.2022წ.
მუხლი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა🔗
დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №34, 06.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016523 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4650911-1/