ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საარჩევნო ადმინისტრაციის იმ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.09.2019 ბოლო ცვლილება 25.03.2025
ნომერი
№30/2019
სარეგისტრაციო კოდი
010220020.15.008.016462
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №30/2019

2019 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

+
მუხლი 1
დანართის შესაბამისად განისაზღვროს ცესკოს ის სტრუქტურული ერთეულები და საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელეთა ჩამონათვალი, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 29 დეკემბრის №61/2017 დადგენილება.
+
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
+
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 12 სექტემბრიდან.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარაბიძე
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
+



დანართი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 22 მარტის დადგენილება №7/2021 - ვებგვერდი, 23.03.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 14 მაისის დადგენილება №10/2021 - ვებგვერდი, 17.05.2021წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 21 იანვრის დადგენილება №2/2022 - ვებგვერდი, 24.01.2022წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №45/2022 - ვებგვერდი, 16.12.2022წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №1/2024 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №58/2024 - ვებგვერდი, 17.12.2024წ.
 
ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალი, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი

 
№ თანამდებობა
1. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი/სპეციალისტი
1 ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
2 ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
2. პრესსპიკერი
1 პრესსპიკერი
3. იურიდიული დეპარტამენტი
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება
1 საარჩევნო პრაქტიკისა და ანგარიშების ანალიზის მენეჯერი
შიდა აუდიტის განყოფილება
2 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
4. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი
1 დეპარტამენტის უფროსი
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
2 განყოფილების უფროსი
3 სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი
4 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
5 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (გარდა ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში მომუშავე პირისა)
6 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 
საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილება
7 განყოფილების უფროსი
8 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
9 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 
საინფორმაციო-ანალიტიკური  განყოფილება
10 განყოფილების უფროსი
11 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
12 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
5. საფინანსო დეპარტამენტი
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება
1 განყოფილების უფროსი
2 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
3 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 
ლოგისტიკის განყოფილება
4 განყოფილების უფროსი
სამეურნეო განყოფილება
5 განყოფილების უფროსი
ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება
6 განყოფილების უფროსი
7 მთავარი ბუღალტერი
8 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
9 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 
10 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
6. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
1 დეპარტამენტის უფროსი
საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება
2 განყოფილების უფროსი
3 საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის მენეჯერი
4 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
5 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 
7.ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
1 დეპარტამენტის უფროსი
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი და სპეციალისტი
2 შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
3 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი და სპეციალისტი
4 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
5 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
8. საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი
ამომრჩეველთა სიების ფორმირების მენეჯერი
1 ამომრჩეველთა სიების ფორმირების მენეჯერი
ამომრჩეველთა სიების ფორმირების განყოფილება
2 განყოფილების უფროსი
3 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 
 მონაცემთა მართვის მენეჯერი და ინფორმაციის დამუშავების სპეციალისტი
4 მონაცემთა მართვის მენეჯერი
5 ინფორმაციის დამუშავების სპეციალისტი
საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის განყოფილება
6 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 
9. ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი)
საქმისწარმოების განყოფილება
1 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
2 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საარჩევნო ადმინისტრაციის იმ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ მოეთხოვებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, №30/2019, 09.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.016462 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4653483-6/