აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი.
2. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის თანდართული დებულება.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების ასახვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტისთვის საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის დებულება
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, ამ დებულებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით და სხვა აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს წინაშე და ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, სამინისტროს ან/და საქართველოს შესაბამისი სამინისტროს მიერ სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკები მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და შტამპები.
5 . დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში.
6. დეპარტამენტი ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15ა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შემდგომში მათი აგრარულ პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის;
ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრირების ხელშემწყობი მიზნობრივი აგრარული პროგრამების შემუშავება, განხორციელებაში ჩართულობა და მონიტორინგი;
გ) სოფლად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი აგრარულ სექტორში ჩართულობაში ხელშეწყობა მიზნობრივი პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებაში მონაწილეობით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა იძულებით გადაადგილებულ პირთა აგრარულ სექტორში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
ე) აგრარულ საკითხებზე სხვადასხვა მათ შორის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, სემინარებში და სხვა ამ სახის ღონისძიებებში დეპარტამენტის ჩართულობა და დევნილ ფერმერთა აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
ვ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის და სხვა აგრარულ საკითხებში მოპოვებული მასალების ანალიზი, შესაბამისი პროექტებისა და პროგრამების შემუშავება, განხორციელებაში ჩართულობა და მონიტორინგი;
ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების პროცესში;
თ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე აგრარული მიმართულების პროცესებისა და ტენდენციების ანალიზი, სოფლად მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი მოგვარებისადმი მიმართული რეკომენდაციების შემუშავება;
ი) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილების გარემოსდაცვითი მონიტორინგის ხელშეწყობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთანამშრომლობით არსებული პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;
კ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოსდაცვით და სატყეო დარგის თემატურ ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობა;
ლ) აფხაზეთის გარემოს დაცვისა და ტყის ფონდის შესახებ კანონით დადგენილი წესით შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და სამინისტროსთვის მიწოდება.
მ) სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ გარემოსდაცვით და სატყეო დარგის პროექტებისა და საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ინტეგრაცია;
ნ) დეპარტამენტის მიზნების და ამოცანების მისაღწევად და შესასრულებლად განხორციელებული სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:
ა) შეიმუშაოს აგრარულ სექტორში მიზნობრივი პროგრამები და ხელი შეუწყოს მათში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობას.
ა1) განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების მიერ აგრარულ სექტორში განხორციელებული მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგი.
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშაოს და გამოსცეს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტები;
გ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი;
დ) პერიოდულად მოახსენოს სამინისტროს მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინარეობა;
ე) უზრუნველყოს ურთიერთობა დევნილ მოსახლეობასთან უშუალოდ ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
ვ) განახორციელოს კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით.
21. დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობაზე ინიშნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეებს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეებს;
დ) სამინისტროსთან შეთანხმებით წყვეტს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
ე) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
ვ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის შესრულებაზე;
ზ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივს აქტს – ბრძანებას;
ი) ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და სხვა დოკუმენტებს;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს დეპარტამენტისთვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;
ლ) წარმოადგენს დეპარტამენტს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
მ) ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლის უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ნ) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს;
ო) ახორციელებს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით დაკისრებულ სხვადასხვა ამოცანებს.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე;
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
7. დეპარტამენტის თვამჯდომარის მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
8. დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას.

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამმართველო;
ბ) პროგრამების დაგეგმარების სამმართველო;
გ) ანალიტიკისა და მონიტორინგის სამმართველო;
დ) გარემოს დაცვისა და სატყეო სამმართველო.

ფუნქციები და კომპეტენცია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
დ) დეპარტამენტის მიერ ჩატარებული თათბირების საოქმო წარმოების უზრუნველყოფა;
ე) საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სხვადასხვა რეკომენდაციისა და წინადადების მომზადება;
ვ) დეპარტამენტის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ზ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სწორად და ეფექტურად გამოყენების კონტროლი, ასევე ქონებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან ერთად ქონების აღრიცხვიანობისა და დაზიანების კონტროლი;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება;
ი) დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, საჯარო მოსამსახურეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
კ) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას, დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას, დოკუმენტების შესრულების კონტროლს, საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას, დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა;
მ) დეპარტამენტში შემოსულ მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ნ) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ო) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
პ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული აქტების, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და ვიზირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
რ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ს) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვის უზრუნველყოფა;
ტ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების სისტემური უზრუნველყოფა;
უ) დეპარტამენტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ფ) დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის, მოხელისათვის კლასის მინიჭების, თანამდებობების რანგებში გადანაწილების პროცესის, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ქ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

ა) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ, მცენარეთა დაცვის, გარემოს დაცვისა და სატყეო დარგის მიმართულებით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობა;
ბ) აგრარული დარგის განვითარების სტრატეგიებზე, იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე დაყრდნობით, ასევე სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;
გ) სამინისტროს სისტემაში დაგეგმილი აგრარული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში საერთო კოორდინაციის უზრუნველყოფა;
დ) აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ ან/და გეგმავენ აგრარული ფორმატის პროექტებს/პროგრამებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
ე) სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სხვადასხვა აგრარულ პროგრამებში და პროექტებში ჩართულობის მიზნით სისტემატიზირებული და განახლებადი მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საინიციატივო ჯგუფებთან თანამშრომლობით;
ვ) სხვადასხვა აგრარულ მათ შორის გარემოსდაცვით სახელმწიფო პროგრამებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის ხელშეწყობა;
ზ) ქვეყნის აგრარულ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებში და პროექტებში და დონორ-ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ პროექტებში და პროგრამებში სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებში („მრგვალი მაგიდა“, კონფერენციები, სასწავლო ტურები, სემინარები, ფესტივალები, პრეზენტაციები და სხვ.) მონაწილეობა;
თ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ წარმოებული სასოფლო პროდუქციის პოპულარიზაცია და ამ კუთხით მიმართულ ღონისძიებებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
ი) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნაში და მათი სახვადასხვა აგრარულ პროგრამებში ჩართულობაში;
კ) აგრარულ სექტორში დასაქმებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების ამაღლების, დარგში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით მათი სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობისთვის ხელშეწყობა;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება.

ა) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ-ინვაზიური, ეპიდემიოლოგიური, მცენარეთა დაცვის, გარემოს დაცვისა და სატყეო დარგის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების ანალიტიკა, საჭიროებების დადგენა, შესაბამისი კვლევა და ოპერატიული რეაგირებისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ბ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული აგრარული პროგრამების მონიტორინგის მიზნით საჭირო ტექნიკური ინდიკატორების თაობაზე წინადადებების მომზადება, მონიტორინგის შედეგების შეჯამება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკარანტინო და არასაკარანტინო მავნებელთა და დაავადებათა გამოვლენა, სათანადო რეაგირება სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებთან კოორდინირებულად და ფიტოსანიტარული მონიტორინგის განხორციელება;
დ) ქვეყანაში აგრარული მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი სიახლეებისა და დარგში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმირება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის წინაშე სხვა (აგრარული) მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი, სათანადო რეკომენდაციების ან/და მოქმედების გეგმის შემუშავება, სამინისტროს სისტემაში არსებულ სხვა უწყებებთან ერთად შესაბამისი რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს ინფორმირება;
ვ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ, მცენარეთა დაცვის, გარემოსდაცვისა და სატყეო დარგის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და კომპეტენციის ფარგლებში მათთან თანამშრომლობის ფორმების შემუშავება;
ზ) სოფლად მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა აგრარულ სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წიანადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 81. გარემოს დაცვისა და სატყეო სამმართველო
ფუნქციები და კომპეტენცია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი და ტყის ფონდის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რეაგირება არსებული მექანიზმების გამოყენებით;
ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი და სატყეო დარგის პროგრამებში ჩართულობა, თემატური პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა;
გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილების გარემოსადცვითი მონიტორინგის ხელშეწყობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთანამშრომლობით არსებული პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) სახელმწიფო და საერთაშორისო გარემოსდაცვით და სატყეო დარგის პროექტებსა და საგრანტო პროგრამებში ჩართულობა/თანამშრომლობა;
ე) ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ეკოლოგიური პროექტების განხორციელება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ვ) გარემოსდაცვით სფეროს სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა: კლიმატის ცვლილება, ნარჩენების მართვის გეგმები, ბიომრავალფეროვნება და სხვა;
ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლებისა და სხვა ადგილებში გამწვანებისა ობიექტებისა და მწვანე სივრცეების მოწყობის, მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ღონისძიებებში ჩართულობა;
თ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში ჩართულობა/ მონაწილეობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტყის კოდექსითა და დაკავშირებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება და შესაბამის უწყებაზე მიწოდება;
კ) გარემოსდაცვით და სატყეო დარგის განვითარების მიზნით სხვადასხვა ტრენინგებისა და სემინარებში მონაწილეობა;
ლ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და აფხაზეთიდან დევნილთა მიმართ გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში ჩართულობა;
მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული მატერიალური და არამატერიალური საშუალებები, მათ შორის, საბიუჯეტო-ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება დეპარტამენტის დამოუკიდებელ ბალანსზე.
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
2. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
(ძალადაკარგულია 2022 წლის 1 აპრილიდან - 29.12.2021, №33)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №24
2019 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ
+
მუხლი 1
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის, 141 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლების შესაბამისად:
1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი.
2. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის თანდართული დებულება.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების ასახვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტისთვის საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
+
მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე
+
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, ამ დებულებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით და სხვა აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს წინაშე და ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, სამინისტროს ან/და საქართველოს შესაბამისი სამინისტროს მიერ სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკები მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და შტამპები.
5 . დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში.
6. დეპარტამენტი ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15ა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები🔗
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შემდგომში მათი აგრარულ პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის;
ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრირების ხელშემწყობი მიზნობრივი აგრარული პროგრამების შემუშავება, განხორციელებაში ჩართულობა და მონიტორინგი;
გ) სოფლად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი აგრარულ სექტორში ჩართულობაში ხელშეწყობა მიზნობრივი პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებაში მონაწილეობით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა იძულებით გადაადგილებულ პირთა აგრარულ სექტორში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
ე) აგრარულ საკითხებზე სხვადასხვა მათ შორის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, სემინარებში და სხვა ამ სახის ღონისძიებებში დეპარტამენტის ჩართულობა და დევნილ ფერმერთა აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
ვ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის და სხვა აგრარულ საკითხებში მოპოვებული მასალების ანალიზი, შესაბამისი პროექტებისა და პროგრამების შემუშავება, განხორციელებაში ჩართულობა და მონიტორინგი;
ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების პროცესში;
თ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე აგრარული მიმართულების პროცესებისა და ტენდენციების ანალიზი, სოფლად მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი მოგვარებისადმი მიმართული რეკომენდაციების შემუშავება;
ი) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილების გარემოსდაცვითი მონიტორინგის ხელშეწყობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთანამშრომლობით არსებული პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;
კ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოსდაცვით და სატყეო დარგის თემატურ ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობა;
ლ) აფხაზეთის გარემოს დაცვისა და ტყის ფონდის შესახებ კანონით დადგენილი წესით შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და სამინისტროსთვის მიწოდება.
მ) სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ გარემოსდაცვით და სატყეო დარგის პროექტებისა და საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ინტეგრაცია;
ნ) დეპარტამენტის მიზნების და ამოცანების მისაღწევად და შესასრულებლად განხორციელებული სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
მუხლი 3. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი🔗
დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:
ა) შეიმუშაოს აგრარულ სექტორში მიზნობრივი პროგრამები და ხელი შეუწყოს მათში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობას.
ა1) განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების მიერ აგრარულ სექტორში განხორციელებული მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგი.
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშაოს და გამოსცეს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტები;
გ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი;
დ) პერიოდულად მოახსენოს სამინისტროს მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინარეობა;
ე) უზრუნველყოს ურთიერთობა დევნილ მოსახლეობასთან უშუალოდ ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
ვ) განახორციელოს კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
მუხლი 4. დეპარტამენტის მართვა და ხელმძღვანელობა🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით.
21. დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობაზე ინიშნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეებს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეებს;
დ) სამინისტროსთან შეთანხმებით წყვეტს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
ე) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
ვ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის შესრულებაზე;
ზ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივს აქტს – ბრძანებას;
ი) ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და სხვა დოკუმენტებს;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს დეპარტამენტისთვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;
ლ) წარმოადგენს დეპარტამენტს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
მ) ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლის უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ნ) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს;
ო) ახორციელებს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით დაკისრებულ სხვადასხვა ამოცანებს.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე;
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
7. დეპარტამენტის თვამჯდომარის მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
8. დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფები🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამმართველო;
ბ) პროგრამების დაგეგმარების სამმართველო;
გ) ანალიტიკისა და მონიტორინგის სამმართველო;
დ) გარემოს დაცვისა და სატყეო სამმართველო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
მუხლი 6. ადმინისტრაციული სამმართველო🔗
ფუნქციები და კომპეტენცია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
დ) დეპარტამენტის მიერ ჩატარებული თათბირების საოქმო წარმოების უზრუნველყოფა;
ე) საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სხვადასხვა რეკომენდაციისა და წინადადების მომზადება;
ვ) დეპარტამენტის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ზ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სწორად და ეფექტურად გამოყენების კონტროლი, ასევე ქონებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან ერთად ქონების აღრიცხვიანობისა და დაზიანების კონტროლი;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება;
ი) დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, საჯარო მოსამსახურეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
კ) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას, დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას, დოკუმენტების შესრულების კონტროლს, საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას, დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა;
მ) დეპარტამენტში შემოსულ მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ნ) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ო) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
პ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული აქტების, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და ვიზირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
რ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ს) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვის უზრუნველყოფა;
ტ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების სისტემური უზრუნველყოფა;
უ) დეპარტამენტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ფ) დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის, მოხელისათვის კლასის მინიჭების, თანამდებობების რანგებში გადანაწილების პროცესის, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ქ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
მუხლი 7. პროგრამების დაგეგმარების სამმართველო🔗
ფუნქციები და კომპეტენცია:
ა) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ, მცენარეთა დაცვის, გარემოს დაცვისა და სატყეო დარგის მიმართულებით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობა;
ბ) აგრარული დარგის განვითარების სტრატეგიებზე, იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე დაყრდნობით, ასევე სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;
გ) სამინისტროს სისტემაში დაგეგმილი აგრარული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში საერთო კოორდინაციის უზრუნველყოფა;
დ) აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ ან/და გეგმავენ აგრარული ფორმატის პროექტებს/პროგრამებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
ე) სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სხვადასხვა აგრარულ პროგრამებში და პროექტებში ჩართულობის მიზნით სისტემატიზირებული და განახლებადი მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საინიციატივო ჯგუფებთან თანამშრომლობით;
ვ) სხვადასხვა აგრარულ მათ შორის გარემოსდაცვით სახელმწიფო პროგრამებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის ხელშეწყობა;
ზ) ქვეყნის აგრარულ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებში და პროექტებში და დონორ-ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ პროექტებში და პროგრამებში სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებში („მრგვალი მაგიდა“, კონფერენციები, სასწავლო ტურები, სემინარები, ფესტივალები, პრეზენტაციები და სხვ.) მონაწილეობა;
თ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ წარმოებული სასოფლო პროდუქციის პოპულარიზაცია და ამ კუთხით მიმართულ ღონისძიებებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
ი) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნაში და მათი სახვადასხვა აგრარულ პროგრამებში ჩართულობაში;
კ) აგრარულ სექტორში დასაქმებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების ამაღლების, დარგში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით მათი სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობისთვის ხელშეწყობა;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
მუხლი 8. ანალიტიკისა და მონიტორინგის სამმართველო🔗
ფუნქციები და კომპეტენცია:
ა) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ-ინვაზიური, ეპიდემიოლოგიური, მცენარეთა დაცვის, გარემოს დაცვისა და სატყეო დარგის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების ანალიტიკა, საჭიროებების დადგენა, შესაბამისი კვლევა და ოპერატიული რეაგირებისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ბ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული აგრარული პროგრამების მონიტორინგის მიზნით საჭირო ტექნიკური ინდიკატორების თაობაზე წინადადებების მომზადება, მონიტორინგის შედეგების შეჯამება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკარანტინო და არასაკარანტინო მავნებელთა და დაავადებათა გამოვლენა, სათანადო რეაგირება სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებთან კოორდინირებულად და ფიტოსანიტარული მონიტორინგის განხორციელება;
დ) ქვეყანაში აგრარული მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი სიახლეებისა და დარგში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმირება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის წინაშე სხვა (აგრარული) მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი, სათანადო რეკომენდაციების ან/და მოქმედების გეგმის შემუშავება, სამინისტროს სისტემაში არსებულ სხვა უწყებებთან ერთად შესაბამისი რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს ინფორმირება;
ვ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ, მცენარეთა დაცვის, გარემოსდაცვისა და სატყეო დარგის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და კომპეტენციის ფარგლებში მათთან თანამშრომლობის ფორმების შემუშავება;
ზ) სოფლად მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა აგრარულ სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წიანადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
მუხლი 81. გარემოს დაცვისა და სატყეო სამმართველო🔗
ფუნქციები და კომპეტენცია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი და ტყის ფონდის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რეაგირება არსებული მექანიზმების გამოყენებით;
ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი და სატყეო დარგის პროგრამებში ჩართულობა, თემატური პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა;
გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილების გარემოსადცვითი მონიტორინგის ხელშეწყობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთანამშრომლობით არსებული პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) სახელმწიფო და საერთაშორისო გარემოსდაცვით და სატყეო დარგის პროექტებსა და საგრანტო პროგრამებში ჩართულობა/თანამშრომლობა;
ე) ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ეკოლოგიური პროექტების განხორციელება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ვ) გარემოსდაცვით სფეროს სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა: კლიმატის ცვლილება, ნარჩენების მართვის გეგმები, ბიომრავალფეროვნება და სხვა;
ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლებისა და სხვა ადგილებში გამწვანებისა ობიექტებისა და მწვანე სივრცეების მოწყობის, მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ღონისძიებებში ჩართულობა;
თ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში ჩართულობა/ მონაწილეობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტყის კოდექსითა და დაკავშირებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება და შესაბამის უწყებაზე მიწოდება;
კ) გარემოსდაცვით და სატყეო დარგის განვითარების მიზნით სხვადასხვა ტრენინგებისა და სემინარებში მონაწილეობა;
ლ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და აფხაზეთიდან დევნილთა მიმართ გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში ჩართულობა;
მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.02.2021 წ.
მუხლი 9. დეპარტამენტის ქონება🔗
დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული მატერიალური და არამატერიალური საშუალებები, მათ შორის, საბიუჯეტო-ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება დეპარტამენტის დამოუკიდებელ ბალანსზე.
მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი🔗
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
2. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ“, №24, 13.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016274 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4656836-1/