მუხლი 7. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი
1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი ნიშნავს საქონლის გადამუშავებას მოცემულ ქვეყანაში ისეთი დოზით, როდესაც გადასამუშავებელი საქონელი იცვლის სასაქონლო კოდის პირველი 4 ციფრიდან (სასაქონლო პოზიციიდან) თუნდაც ერთ ნიშანს (ციფრს) (მაგალითად, 2204 შეიცვალა 2205-ით). ამ შემთხვევაში ითვლება, რომ საქონელი წარმოშობილია იმ ქვეყანაში, სადაც განხორციელდა ეს ცვლილება.
2. მოცემული კრიტერიუმით საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის დროს გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 7, №453, 16.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.10.003.021473 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4657381/muxli-7/