მუხლი 5. არაპრეფერენციული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები
1.საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქონლისათვის არაპრეფერენციული წარმოშობა განისაზღვრება მოცემულ ქვეყანაში მთლიანად მიღებული საქონლის კრიტერიუმის შესაბამისად;
2.საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქონლისათვის არაპრეფერენციული წარმოშობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი;
ბ) ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი;
გ) აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 5, №453, 16.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.10.003.021473 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4657381/muxli-5/