მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:
1. „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესი“ (დანართი №1).
2. „საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა“ (დანართი №2).
3. „საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი − ფორმა „A“ (დანართი №3).
4. „დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ“ (დანართი №4).
5. „საქართველოში წარმოშობილი, რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის წესი“ (დანართი №5).
6. „უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადი“ (დანართი №6
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 1, №453, 16.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.10.003.021473 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4657381/muxli-1/