ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2019 ბოლო ცვლილება 05.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№463
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.021483
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №463

2019 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

+
მუხლი 1
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა) „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი“, თანდართული დანართებით;

ბ) „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორცი-ელების წესი“, თანდართული დანართებით.

1
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილება.
+
მუხლი 3
1. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და დანართ №12-ისა („მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირების კრიტერიუმები და პირობები“).

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი და დანართი №12 („მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის სიხშირის შემცირების კრიტერიუმები და პირობები“) ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.

+
მუხლი 4
1. 2021 წლის 1 მარტამდე, საზღვაო გზით შემოტანილი საქონლის მიმართ ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო ან/და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას, ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული სერტიფიკატი შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს რეგულირებად/კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით, ელექტრონულად ან მატერიალური ფორმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიტოსანიტარიული/ვეტერინარული კონტროლის დასრულების შემდგომ, რეგულირებად/კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელ პირს გადაეცემა წერილობითი შეტყობინება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ფორმით, ასლის სახით წარდგენილი ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალის სსიპ – შემოსავლების სამსახურში წარდგენის ვალდებულების თაობაზე და განესაზღვრება ორიგინალის წარდგენის ვადა, არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.

3. ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №758 – ვებგვერდი, 21.12.2020წ.

+
მუხლი 5
1. 2022 წლის 1 სექტემბრამდე, უკრაინიდან შემოტანილი საქონლის მიმართ ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო ან/და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას, ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული სერტიფიკატი, შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს რეგულირებად/კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით, ელექტრონულად ან მატერიალური ფორმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის გასვლის შემდგომ, დეკლარანტი ვალდებულია, ასლის სახით წარდგენილი ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 მაისის დადგენილება №262 – ვებგვერდი, 25.05.2022წ.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“, №463, 20.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021483 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4661668-9/