ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. დამტკიცდეს:
ა) „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგადი წესი“ (დანართი №1);
ბ) „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესი“ (დანართი №2);
გ) „წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესი“ (დანართი №3);
დ) „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესი“ (დანართი №4);
ე) „საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციისა და ფუტკრის იდენტიფიკაციის სპეციალური წესი“ (დანართი №5).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №228 დადგენილება;
ბ) „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №764 დადგენილება;
გ) „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №548 დადგენილება.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №505 – ვებგვერდი, 18.10.2021წ.
2. ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებით მომსახურების საფასურები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.
3. ამ დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგადი წესის“ (დანართი №1):
ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელთან მიმართებით, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ღორთან მიმართებით – 2023 წლის 1 იანვრიდან;
ბ) მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, მე-16 და მე-17 მუხლები, მსხვილფეხა საქონელთან მიმართებით, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, წვრილფეხა საქონელთან მიმართებით – 2021 წლის პირველი იანვრიდან, ღორთან მიმართებით – 2028 წლის პირველი იანვრიდან.
2. 2026 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის დადგენილება №145 – ვებგვერდი, 05.04.2021წ.
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“, №483, 03.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.021503 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4672713-5/