ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.10.2019 ბოლო ცვლილება 22.04.2021
ნომერი
№145
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016581
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №145

2019 წლის 22 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი’’ (დანართი №1).
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
+



დანართი №1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი

+
მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას უფლებამოსილი პირის მოქმედების სფეროს.

2.  წესის მიზანია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანის და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 მარტის დადგენილება №185 - ვებგვერდი, 23.03.2020წ.

მუხლი 2. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის დასაშვები ზონა

1. აკრძალულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისის სახით მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ქალაქის ქუჩების გადაკვეთა მხოლოდ გადარეკვის მიზნებისათვის დასაშვებია ამ წესის დანართი №1-ის  და რუკის (დანართი №2) შესაბამისად განსაზღვრულ ქუჩებზე – გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში დილის 06:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე და საღამოს 19:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დილის 08:00სთ-დან 10:00 სთ-მდე და საღამოს 17:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №151 - ვებგვერდი, 26.11.2019წ.

მუხლი 3. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის

1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, რომლის განხილვის უფლებამოსილებაც აქვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „რუსთავსერვის ცენტრს“ -ს/ნ:416316016 (შემდგომში – ცენტრი)“.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პირუტყვი გადაყვანილი იქნება საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

3. სპეციალურ ადგილზე გადაყვანას და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ცენტრი. პირუტყვის ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 70 ლარი;

ბ) დღიური მოვლა-პატრონობა – 30 ლარი.

4. ცენტრი უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ფოტო, ვიდეო და სანავიგაციო მოწყობილობების მეშვეობით.

5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის მესაკუთრის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი ვალდებულია შეატყობინოს მესაკუთრეს მის საკუთრებაში არსებული პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა.

6. თუ პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი უცნობია ცენტრი ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს (ატყობინებს სამართალდამცავ ორგანოებს, ავრცელებს საჯარო განცხადებას) პირუტყვის მესაკუთრის/მფლობელის დადგენის მიზნით. უპატრონო პირუტყვი ექვემდებარება სპეციალურ სადგომზე გადაყვანას.

7.  იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ფაქტის დაფიქსირებისას ადგილზე იმყოფება პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი, პირუტყვზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად, მესაკუთრე/მფლობელი ადგილზე ადგენს ხელწერილს პირუტყვის მის საკუთრებაში ყოფნის შესახებ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 მარტის დადგენილება №185 - ვებგვერდი, 23.03.2020წ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №194 - ვებგვერდი, 22.05.2020წ.

მუხლი 4. პირუტყვის დაბრუნების წესი

1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

2. პირუტყვის იდენტიფიკაცია განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შედგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული პირუტყვის სიების საფუძველზე.

4.  სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვს არ აღმოაჩნდება ყურზე დამაგრებული ნომერი, არაიდენტიფიცირებული პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს 3 მოქალაქის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და ნოტარიული წესით დამოწმებულ  ხელწერილს, რომ სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი წარმოადგენს მის საკუთრებას.

5. პირუტყვის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ამ წესით განსაზღვრული პირის/ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და პირუტყვის მესაკუთრე/მისი წარმომადგენელი. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №151 - ვებგვერდი, 26.11.2019წ.

მუხლი 5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი

1. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე 30 კალენდარული დღის ვადაში არ მიმართავს ცენტრს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის დაბრუნების მიზნით და არ აანაზღაურებს ჯარიმას, პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუქციონის წესით.

2. ჯარიმა ჩაირიცხება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო  პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის“ (ს/ნ:416316016) ერთიან სახაზინო ანგარიშზე.

3. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს 30 დღის ვადაში პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №194 - ვებგვერდი, 22.05.2020წ.

მუხლი 6. წესის მოქმედება

აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება როგორც პირუტყვის მესაკუთრეზე, ასევე იმ პირზე, რომელიც ჩადის სამართალდარღვევას, იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია.

დანართი №1

პირუტყვის გადასარეკად გამოსაყენებელი ქუჩების სია

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №151 - ვებგვერდი, 26.11.2019წ.

№

ქუჩების სია

1

სანაპიროს ქუჩა

2

ა. პუშკინის ქუჩა

3

თ. ერისთავის ქუჩა

4

დ. ჭონქაძის ქუჩა

5

გ.ორბელიანის ქუჩა

6

გ. ტაბიძის ქუჩა

7

ა. წულუკიძის ქუჩა

8

ა. წულუკიძის ქუჩის პირველი შესახვევი

9

ი. ტურგენევის ქუჩა

10

ი. ტურგენევის ქუჩის შესახვევი

11

კ. ლესელიძის ქუჩა

12

კ. ლესელიძის ქუჩის პირველი გასასვლელი

13

კ. ლესელიძის ქუჩის მეორე გასასვლელი

14

გ. ქუჩიშვილის ქუჩა

15

გ. ქუჩიშვილის ქუჩის შესახვევი

16

არაგვისპირელის ქუჩა

17

ც. დადიანის ქუჩა

18

ბესიკის ქუჩა

19

თავგორაშვილის ქუჩა

20

ნ. ლომოურის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე გასასვლელები

21

პ. მელიქიშვილის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე გასასვლელები

22

ჰ. გონაშვილის ქუჩა

23

გ. დოლიძის ქუჩა

24

გ. დოლიძის პირველი, მეორე გასასვლელი

25

ა. ყაზბეგის ქუჩა

26

იალღუჯის ქუჩა

27

ვახუშტის ქუჩა

28

გორის ქუჩა

29

შ. ნიშნიანიძის ქუჩა

30

ნ. ბარათაშვილის ქუჩა

31

კონსტიტუციის ქუჩა

32

წმ. ნინოს ქუჩა

33

ა. წერეთლის ქუჩა

34

ბოსტან-ქალაქის ქუჩა

35

მშენებელთა ქუჩა

36

კომუნალების ქუჩა

37

გ. ჯავახიშვილის ქუჩა

38

ნ.ნეკრასოვის ქუჩა

39

ლ. ტოლსტოის ქუჩა

40

მცხეთის ქუჩა

41

კახეთის ქუჩა

42

გ. რჩეულიშვილის ქუჩა

43

სამგორის ქუჩა


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“, №145, 22.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016581 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4684946-3/