1. ამ კანონის მიზანია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა.
2. ამ კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ანგარიშვალდებული პირისთვის, საზედამხედველო ორგანოსთვის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოებისთვის, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირისა და სამსახურის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისთვის.
3. ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონის 41-ე მუხლის მოთხოვნები გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ და გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციის საფუძველზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ − სამთავრობო კომისია) მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების მიმართ.
საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.11.2025 კანონი №1119
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის მიზანი და გამოყენების სფერო 1. ამ კანონის მიზანია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა. 2. ამ კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ანგარიშვალდებული პირისთვის, საზედამხედველო ორგანოსთვის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოებისთვის, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირისა და სამსახურის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისთვის. 3. ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონის 41-ე მუხლის მოთხოვნები გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ და გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციის საფუძველზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ − სამთავრობო კომისია) მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების მიმართ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 30/10/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება