1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას (შემდგომ – რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა) მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომ
– უწყებათაშორისი კომისია) წარდგინებით.
2. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებია:
ა) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება;
ბ) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა ღონისძიებების განხორციელება;
გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი სახელმწიფო რესურსების პრიორიტეტული განაწილების ხელშეწყობა.
3. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ.
4. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას ან სახელმწიფო საიდუმლოებას ან რომლის გამოქვეყნებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას, შელახოს საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები ან სხვა საჯარო ინტერესები.
საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.05.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.05.2022 კანონი №1566
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა 1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას (შემდგომ – რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა) მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომ – უწყებათაშორისი კომისია) წარდგინებით. 2. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებია: ა) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება; ბ) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა ღონისძიებების განხორციელება; გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი სახელმწიფო რესურსების პრიორიტეტული განაწილების ხელშეწყობა. 3. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 23 წელიწადში ერთხელ. 4. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას ან სახელმწიფო საიდუმლოებას ან რომლის გამოქვეყნებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას, შელახოს საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები ან სხვა საჯარო ინტერესები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 30/10/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება