1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია (დოკუმენტი) და ჩატარებული ანალიზის შედეგები, აგრეთვე კლიენტის ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საქმიანი კორესპონდენცია საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან 5 წლის განმავლობაში.
2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შეინახოს გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც გარიგების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა, გარიგების მომზადებიდან, დადებიდან ან შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში.
3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) და ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული წერილობითი მითითება და წერილობითი ოქმები 5 წლის განმავლობაში.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაიზარდოს სამსახურის ან საზედამხედველო ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, არაუმეტეს 5 წლით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს დაუყოვნებლივ მისი კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას − აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება.
6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით შექმნას მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემა ამ მუხლის შესაბამისად ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის მიზნით, დაკავშირებული გარიგებების, უჩვეულო გარიგებისა და საეჭვო გარიგების გამოსავლენად.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.05.2023 კანონი №2889
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. ინფორმაციის შენახვის წესი და ვადები 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია (დოკუმენტი) და ჩატარებული ანალიზის შედეგები, აგრეთვე კლიენტის ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საქმიანი კორესპონდენცია საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან 5 წლის განმავლობაში. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შეინახოს გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც გარიგების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა, გარიგების მომზადებიდან, დადებიდან ან შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში. 3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) და ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული წერილობითი მითითება და წერილობითი ოქმები 5 წლის განმავლობაში. 4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაიზარდოს სამსახურის ან საზედამხედველო ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, არაუმეტეს 5 წლით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს სათანადოდაუყოვნებლივ ვადაში მისი კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას − აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება. 6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით შექმნას მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემა ამ მუხლის შესაბამისად ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის მიზნით, დაკავშირებული გარიგებების, უჩვეულო გარიგებისა და საეჭვო გარიგების გამოსავლენად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 30/10/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება