თავი IV — გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები და გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები
1. სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებისას გადამზღვეველმა კომპანიამ, სადაზღვევო ბროკერმა სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე მის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით უნდა შეისწავლოს მზღვეველის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს თუ არა მზღვეველის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა მის მიმართ საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო;
ბ) უნდა შეაფასოს მზღვეველის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა;
გ) ხელმძღვანელობისგან უნდა მიიღოს მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
დ) მკაფიოდ უნდა განსაზღვროს როგორც მზღვეველის, ისე გადამზღვეველი კომპანიის, სადაზღვევო ბროკერის ვალდებულებები.
2. გადამზღვეველმა კომპანიამ, სადაზღვევო ბროკერმა მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით, მზღვეველის რისკის დონის შესაბამისად უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები.
საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.05.2024 კანონი №4237
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. გადაზღვევის საქმიანობა 1. სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებისას გადამზღვეველმა კომპანიამ, გადაზღვევისსადაზღვევო ბროკერმა საქმიანისხვა ურთიერთობისიურისდიქციაში დამყარებამდერეგისტრირებულ სხვამზღვეველთან იურისდიქციაშისაქმიანი რეგისტრირებულიურთიერთობის მზღვეველისდამყარებამდე მის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით უნდა შეისწავლოს მზღვეველის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს თუ არა მზღვეველის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა მის მიმართ საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო; ბ) უნდა შეაფასოს მზღვეველის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა; გ) ხელმძღვანელობისგან უნდა მიიღოს მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; დ) მკაფიოდ უნდა განსაზღვროს როგორც მზღვეველის, ისე გადამზღვეველი კომპანიისკომპანიის, ანსადაზღვევო გადაზღვევის ბროკერის ვალდებულებები. 2. გადამზღვეველმა კომპანიამ, გადაზღვევისსადაზღვევო ბროკერმა მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით, მზღვეველის რისკის დონის შესაბამისად უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 30/10/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება