თავი IV — გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები და გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები
1. ამ კანონის მიზნებისთვის მაღალი რისკის იურისდიქცია არის ქვეყანა ან ტერიტორია, სადაც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილება შეაქვს.
2. ანგარიშვალდებულმა პირმა იმ ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის მიმართ, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, უნდა განახორციელოს რისკის, საქმიანი ურთიერთობისა და გარიგების პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები.
3. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს აგრეთვე რისკის პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, თუ:
ა) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი ან/და მისი მართვა ან ოპერირება მაღალი რისკის იურისდიქციიდან ხდება;
ბ) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირი;
გ) გარიგება იდება ან სრულდება ისეთი ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია.
4. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ კლიენტი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი.
5. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ ფინანსური ინსტიტუტი, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, არის საქართველოში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტის შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) ან ფილიალი და ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას უზრუნველყოფს.
6. კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეეძლოს რისკის პროპორციული ღონისძიებების განხორციელება:
ა) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ საჯარო განცხადების გაკეთების შემთხვევაში;
ბ) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) საჯარო განცხადებისგან დამოუკიდებლად.
საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.05.2024 კანონი №4237
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. მაღალი რისკის იურისდიქცია 1. ამ კანონის მიზნებისთვის მაღალი რისკის იურისდიქცია არის ქვეყანა ან ტერიტორია, რომელშიცსადაც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილება შეაქვს. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა ამიმ კანონისფიზიკური მე-11პირის მუხლისან/და პირველი−მე-4იურიდიული პუნქტებითპირის გათვალისწინებულმიმართ, შემთხვევებშირომლის ამავეადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, უნდა განახორციელოს რისკის, საქმიანი ურთიერთობისა და გარიგების პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები. 3. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს აგრეთვე რისკის პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, თუ: ა) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი;ფილიალი ან/და მისი მართვა ან ოპერირება მაღალი რისკის იურისდიქციიდან ხდება; ბ) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირი; გ) გარიგება იდება ან სრულდება ისეთი ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია. 3.4. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-2მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისქვეპუნქტით შესაბამისადგათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ კლიენტი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი. 4.5. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-2მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ ფინანსური ინსტიტუტი, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, არის საქართველოში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტის შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) ან ფილიალი და ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას უზრუნველყოფს. 6. კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეეძლოს რისკის პროპორციული ღონისძიებების განხორციელება: ა) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ საჯარო განცხადების გაკეთების შემთხვევაში; ბ) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) საჯარო განცხადებისგან დამოუკიდებლად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 30/10/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება