1. ამ კანონის მიზნებისთვის ფულადი სახსრების გადარიცხვა არის გადამხდელის დავალებით/თანხმობით, ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, გადამხდელისა და თანხის მიმღების სახელზე ანგარიშების გაუხსნელად, თანხის მიმღებისთვის ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესრულებული ოპერაცია. ფულადი სახსრების გადარიცხვისას შესაძლებელია გადამხდელი და თანხის მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან საგადახდო მომსახურებას ორივეს ერთი ფინანსური ინსტიტუტი უწევდეს.
2. გადამხდელის ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფულადი სახსრების გადარიცხვას თან ახლდეს საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული გადამხდელისა და თანხის მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემები.
3. თანხის მიმღების ფინანსურმა ინსტიტუტმა და შუამავალმა ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა შეისწავლონ, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი, თუ ფულადი სახსრების გადარიცხვა სრულად არ შეიცავს გადამხდელის ან თანხის მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 30.10.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.05.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. ფულადი სახსრების გადარიცხვა 1. ამ კანონის მიზნებისთვის ფულადი სახსრების გადარიცხვა არის გადამხდელის დავალებით/თანხმობით, ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, გადამხდელისა და თანხის მიმღების სახელზე ანგარიშების გაუხსნელად, თანხის მიმღებისთვის ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესრულებული ოპერაცია. ფულადი სახსრების გადარიცხვისას შესაძლებელია გადამხდელი და თანხის მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან საგადახდო მომსახურებას ორივეს ერთი ფინანსური ინსტიტუტი უწევდეს. 2. გადამხდელის ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფულადი სახსრების გადარიცხვას თან ახლდეს საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული გადამხდელისა და თანხის მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემები. 3. თანხის მიმღების ფინანსურმა ინსტიტუტმა და შუამავალმა ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა შეისწავლონ, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი, თუ ფულადი სახსრების გადარიცხვა სრულად არ შეიცავს გადამხდელის ან თანხის მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემებს. თავი IV გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები და გამარტივებული პრევენციული ღონისძიებებიმონაცემებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 30/10/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება