1. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული სუბიექტები, რომლებიც არეგისტრირებენ საპენსიო სქემას ან/და ჩართული არიან საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაში, ვალდებული არიან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გარდა, განახორციელონ საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ვერიფიკაცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ნაკლები რისკების არსებობისას შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ვერიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დასრულდეს.
3. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულმა საპენსიო კომპანიამ, აქტივების მმართველმა კომპანიამ და მზღვეველმა, რომლებიც არეგისტრირებენ საპენსიო სქემას ან/და ჩართული არიან საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაში, საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი რისკფაქტორად უნდა განიხილონ, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენისას საპენსიო დანაგროვის გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელონ ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3344 – ვებგვერდი, 19.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 28.06.2023 კანონი №3344
- 16.05.2023 კანონი №2889
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე 1. არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გარდა, განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია. 2. არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის ვერიფიკაცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ნაკლები რისკების არსებობისას შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის ვერიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დასრულდეს. 3. არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე რისკფაქტორად უნდა განიხილოს, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენისას საპენსიო დანაგროვის გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელოს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები. [მუხლი 15. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი 1. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული სუბიექტები, რომლებიც არეგისტრირებენ საპენსიო სქემას ან/და ჩართული არიან საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაში, ვალდებული არიან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გარდა, განახორციელონ საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ვერიფიკაცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ნაკლები რისკების არსებობისას შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ვერიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დასრულდეს. 3. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულმა საპენსიო კომპანიამ, აქტივების მმართველმა კომპანიამ და მზღვეველმა, რომლებიც არეგისტრირებენ საპენსიო სქემას ან/და ჩართული არიან საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაში, საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი რისკფაქტორად უნდა განიხილონ, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენისას საპენსიო დანაგროვის გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელონ ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 30/10/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება