1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ინფორმაციის გაცვლითა და გამოცდილების გაზიარებით.
2. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია დროულად აცნობოს სამსახურს ანგარიშვალდებული პირის შემოწმების ჩატარებისას გამოვლენილი ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევის შესახებ. სამსახურს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოვლენილი ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტის შესახებ.
3. საზედამხედველო ორგანომ ჯგუფზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების ან მისი ხელშეწყობის მიზნით უნდა ითანამშრომლოს და გაცვალოს სათანადო ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირის სათავო ან შვილობილი საწარმოს (ორგანიზაციის) ან ფილიალის ადგილსამყოფელი იურისდიქციის შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან.
4. სამსახური ვალდებულია დროულად აცნობოს საზედამხედველო ორგანოს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევის შესაძლო ფაქტის შესახებ.
5. საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შემოსავლების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას გონივრულ ვადაში აცნობოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად სამსახურისგან მიღებული ანალიზის შედეგებისა და სამსახურისგან მიღებული სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) გამოყენებისა და მისი შედეგის შესახებ.
6. სამსახური უფლებამოსილია საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი მათი მოადგილეების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიაწოდოს თავის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიების მიზნების მისაღწევად.
7. კომპეტენტური ორგანო მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტს სამსახურისგან მოიპოვებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.
თავი X
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.05.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.05.2022 კანონი №1566
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა 1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ინფორმაციის გაცვლითა და გამოცდილების გაზიარებით. 2. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია დროულად აცნობოს სამსახურს ანგარიშვალდებული პირის შემოწმების ჩატარებისას გამოვლენილი ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევის შესახებ. სამსახურს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოვლენილი ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტის შესახებ. 3. საზედამხედველო ორგანომ ჯგუფზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების ან მისი ხელშეწყობის მიზნით უნდა ითანამშრომლოს და გაცვალოს სათანადო ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირის სათავო ან შვილობილი საწარმოს (ორგანიზაციის) ან ფილიალის ადგილსამყოფელი იურისდიქციის შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან. 4. სამსახური ვალდებულია დროულად აცნობოს საზედამხედველო ორგანოს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევის შესაძლო ფაქტის შესახებ. 5. საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შემოსავლების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას გონივრულ ვადაში აცნობოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად სამსახურისგან მიღებული ანალიზის შედეგებისა და სამსახურისგან მიღებული სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) გამოყენებისა და მისი შედეგის შესახებ. 6. სამსახური უფლებამოსილია საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისუფროსის, ან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი მათი მოადგილეების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე წარუდგინოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსსამსახურს, ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიაწოდოს თავის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისკოდექსით 194-ე,გათვალისწინებული 1941დანაშაულის ან 3311 მუხლის ან XXXIII თავის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების მიზნების მისაღწევად. 7. კომპეტენტური ორგანო მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტს სამსახურისგან მოიპოვებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. თავი X გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებაშესრულე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 30/10/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება