1. სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძველი.
2. ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში სამთავრობო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე.
3. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საკვების, ქირის, იპოთეკური სესხის, მედიკამენტების ან სხვა სამედიცინო მომსახურების, სახელმწიფო გადასახადების ან კომუნალური მომსახურების, იურიდიული დახმარების ან ყადაღადადებული ქონების შენახვის ხარჯების ასანაზღაურებლად. სამთავრობო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი შესაბამისი პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე წინასწარ შეატყობინებს გაეროს სანქციების კომიტეტს და 3 სამუშაო დღის ვადაში მისგან უარყოფით პასუხს არ მიიღებს.
4. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებული ან გაუთვალისწინებელი ხარჯების ასანაზღაურებლად. სამთავრობო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი გაეროს სანქციების კომიტეტისთვის შესაბამისი პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე შეტყობინების შემდეგ მისგან დადებით პასუხს მიიღებს.
5. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანამდე დადებული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №425 – ვებგვერდი, 31.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.03.2021 კანონი №425
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.05.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. ქონებაზე ყადაღის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა 1. სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთებულიგონივრული ვარაუდისთვის საკმარისი საფუძველი. 2. სამთავრობოამ კომისიაკანონის ვალდებულია41-ე მიიღოსმუხლის შესაბამისიმე-3 პირისპუნქტით ქონებაზეგათვალისწინებული ყადაღისგონივრული მოხსნისსაფუძვლის თაობაზეარარსებობის გადაწყვეტილებაშემთხვევაში იმსამთავრობო შემთხვევაში,კომისია თუვალდებულია დადგინდა,მიიღოს რომგადაწყვეტილება ამშესაბამისი კანონისპირის 41-ექონებაზე მუხლისყადაღის მე-3მოხსნის პუნქტითთაობაზე. გათვალისწინებული დასაბუთებული ვარაუდისთვის საკმარისი საფუძველი აღარ არსებობს. 3. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საკვების, ქირის, იპოთეკური სესხის, მედიკამენტების ან სხვა სამედიცინო მომსახურების, სახელმწიფო გადასახადების ან კომუნალური მომსახურების, იურიდიული დახმარების ან ყადაღადადებული ქონების შენახვის ხარჯების ასანაზღაურებლად. სამთავრობო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი შესაბამისი პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე წინასწარ შეატყობინებს გაეროს სანქციების კომიტეტს და 3 სამუშაო დღის ვადაში მისგან უარყოფით პასუხს არ მიიღებს. 4. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებული ან გაუთვალისწინებელი ხარჯების ასანაზღაურებლად. სამთავრობო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი გაეროს სანქციების კომიტეტისთვის შესაბამისი პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე შეტყობინების შემდეგ მისგან დადებით პასუხს მიიღებს. 5. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანამდე დადებული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №425 – ვებგვერდი, 31.03.2021წ..
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 30/10/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება