საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.10.2019 ბოლო ცვლილება 28.01.2026
ნომერი
№01-110/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016678
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-110/ნ

2019 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტისა და 54-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა  და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 11 იანვრის ბრძანება №01-1/ნ - ვებგვერდი, 11.01.2022წ.


1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანდართული დებულება.
2. სსიპ –  დასაქმების  ხელშეწყობის  სახელმწიფო სააგენტო განისაზღვროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში.
3. ბრძანება, გარდა ბრძანების მე-2 პუნქტისა და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანების მე-2 პუნქტი და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №01-117/ნ- ვებგვერდი, 20.11.2019წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
+




დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტისა და 54-ე მუხლის  საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.
5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, შესაძლოა ჰქონდეს ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0186, მიხეილ ასათიანის ქ. №9.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 11 იანვრის ბრძანება №01-1/ნ - ვებგვერდი, 11.01.2022წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 4 მაისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 05.05.2022წ.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები
1. სააგენტოს მიზანია მოსახლეობის შრომისა და დასაქმების ხელშეწყობა.
2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) შრომის ბაზრის მომსახურებების გაწევა, მათ შორის:
ა.ა) შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელება;
ა.ბ) საშუამავლო მომსახურების გაწევა;
ა.გ) სამუშაოს მაძიებელთა და თავისუფალი (ვაკანტური) სამუშაო ადგილების რეგისტრაცია და ამ მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით და მომსახურებით შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება, გამართული ფუნქციონირება;
ა.გ.​​1) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალის ფუნქციონირების, სააგენტოს შესაბამისი სერვისების შეუფერხებელი და სრულფასოვანი მართვისთვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა და საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოსთვის გაზიარება;
ა.დ) სამუშაო ძალის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი.
ბ) საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების მიმდინარე და პერსპექტიული ტენდენციების გამოვლენის მიზნით, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, განხორციელება და ანალიზი;
გ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი, ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) განვითარების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შეთანხმებული მექანიზმების განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და/ან მომზადებაში მონაწილეობა;
ე) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;
ვ) საქართველოს შრომის ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტურად უზრუნველსაყოფად, ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობის განვითარება;
ზ) სამუშაოს მაძიებლებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა;
თ) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ღონისძიებათა ორგანიზება, განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობა;
ი) დასაქმების ფორუმების ორგანიზება ან/და ორგანიზებაში მონაწილეობა;
ი​1) „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოსთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება;
კ) შრომისა და დასაქმების, მათ შორის, ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში, შესაბამისი საერთაშორისო რეგულაციებისა და ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;
ლ) შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი ბაზისა და საჭიროებისამებრ, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) ცირკულარული შრომითი მიგრაციის სქემებში მონაწილე, საქართველოში დაბრუნებული შრომითი მიგრანტების, ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობა;
ნ) საქართველოში შრომითი იმიგრაციის რეგულირების შესახებ წინადადებების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა;
ო) შრომითი მიგრაციის სფეროში სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
ო​1) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმ წვევამდელთა გაწვევის განხორციელება, რომლებმაც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით უარი განაცხადეს სამხედრო ვალდებულების მოხდაზე და ამ მოქალაქეების დასაქმების ორგანიზება;
ო​2) საქართველოს მასშტაბით დამატებითი სამუშაო ადგილების მოძიება, ხელშეკრულების დადება დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციასა და დაწესებულებასთან არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის განკუთვნილ მოქალაქეთა დასასაქმებლად;
ო​3) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების უზრუნველყოფა;
ო​4) მინისტრის ბრძანების საფუძველზე, პირადად გაწვეულისათვის მისი გამწვევი ორგანოსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციისათვის მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე შესაბამისი ცნობის გაგზავნა;
ო​5) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხის შემუშავება დაინტერესებული უწყებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადებების შესაბამისად;
ო​6) საჭიროების შემთხვევაში, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის სამუშაო ადგილის შეცვლის ორგანიზება;
ო​7) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით შესული განცხადებებისა და მასალების განხილვა, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობისა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; 
პ) სააგენტოს საქმიანობისა და პროექტების მიმდინარეობის ანგარიშების მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით სააგენტოს პროგრამების/პროექტების ფარგლებში მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, ანალიზი და განვითარება.
3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ დებულებით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით დაკისრებული ვალდებულებების/ფუნქციების შესასრულებლად დაამუშაოს, მათ შორის, გამოითხოვოს/გადაამოწმოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული პერსონალური მონაცემები. სააგენტო პასუხისმგებელია, რომ პერსონალური მონაცემები დაამუშაოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 11 თებერვლის ბრძანება №01-13/ნ - ვებგვერდი, 11.02.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის ბრძანება №01-16/ნ - ვებგვერდი, 12.02.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 7 აპრილის ბრძანება №01-27/ნ - ვებგვერდი, 08.04.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №01-73/ნ - ვებგვერდი, 13.08.2021წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 11 იანვრის ბრძანება №01-1/ნ - ვებგვერდი, 11.01.2022წ.

მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1.სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – სააგენტოს დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. სააგენტოს დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
3. სააგენტოს დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის მოადგილ(ეებ)ის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით.
4. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, თუ მინისტრის ბრძანებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. სააგენტოს დირექტორის არყოფნის (უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების) შემთხვევაში, სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრი უფლებამოსილია სააგენტოს დირექტორის უფლება-მოვალეობები დროებით დააკისროს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთ მოადგილეს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს დირექტორი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №01-117/ნ- ვებგვერდი, 20.11.2019წ.
მუხლი 4. სააგენტოს დირექტორი
სააგენტოს დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;
გ) უძღვება სააგენტოს საქმიანობას, ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;
ვ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
ზ)  სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები (შეთანხმებები, მემორანდუმები) შრომისა და დასაქმების სფეროში სხვა ქვეყნის შესაბამის (პარტნიორ) დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან;
თ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სააგენტოს დირექტორის მოადგილის კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ი) კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
კ) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
მ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ნ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ო) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;
პ) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;
ჟ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, განსაზღვრავს სააგენტოს საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
რ) სააგენტო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები და საბჭოები) და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ს) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზების სრულყოფის მიზნით ამტკიცებს შესაბამის ინსტრუქციებს/წესებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №01-117/ნ- ვებგვერდი, 20.11.2019წ.
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტოს სტრუქტურას და თანამშრომელთა რაოდენობას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №01-117/ნ- ვებგვერდი, 20.11.2019წ.
მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები
1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სააგენტოს საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
მუხლი 7. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
3. სააგენტოს დაფინანსების წყარო შესაძლოა იყოს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.
7. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 8. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 9. დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №01-110/ნ, 31.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016678 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4690652-7/