საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესისა და პირობების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.11.2019 ბოლო ცვლილება 27.10.2025
ნომერი
№2-1121
სარეგისტრაციო კოდი
360000000.22.023.016604
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1121

2019 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესისა და პირობების შესახებ

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 56​1 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თანდართული წესი და პირობები.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
+



დანართი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესი და პირობები


+
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში – დეპარტამენტი/სააგენტო) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს.
+
მუხლი 2
1. დეპარტამენტი/სააგენტო უფლებამოსილია თავისი ბიუჯეტიდან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუქირავოს საცხოვრებელი ბინა (ოჯახის წევრებთან – მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლად) იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მისი სამუშაო ადგილიდან არანაკლებ 30 კილომეტრითაა დაშორებული, ამასთანავე, დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლების გარეთ მდებარეობს.
2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის საცხოვრებელი ბინის დაქირავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ამ მისი ოჯახის წევრებს (მეუღლეს ან არასრულწლოვან შვილებს) დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში ან სამუშაო ადგილიდან 30 კილომეტრამდე მანძილზე არ გააჩნიათ საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი.
3. საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის, დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია დეპარტამენტში/სააგენტოში წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა მასზედ, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის გამო მას ესაჭიროება საცხოვრებელი ბინის დაქირავება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნას დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელიმა ვალდებულია დაურთოს – ინფორმაცია მისი და მისი ოჯახის წევრების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რაც უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად ან ორი მეზობლის ხელმოწერით (ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ) შედგენილი  დოკუმენტით. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ბინის დაქირავება უნდა მოხდეს ოჯახის წევრებთან – მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად, დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, ვალდებულია დეპარტამენტში/სააგენტოში დამატებით წარადგინოს ოჯახის წევრთა შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ქორწინების რეგისტრაციიის მოწმობა და დაბადების რეგისტრაციის მოწმობა).
+
მუხლი 3
1. დეპარტამენტი/სააგენტო ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში საცხოვრებელი ბინის დაქირავებას ახორციელებს დეპარტამენტსა/სააგენტოსა და გამქირავებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური გადასახადი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს:

ა) მხოლოდ დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის, ოჯახის გარეშე:
ა.ა) ქალაქი ბათუმი, ერთი თვე – 1000 ლარი;
ა.ბ) ქალაქი ქუთაისი, ერთი თვე – 900 ლარი;
ა.გ) ქალაქი ახალციხე, ერთი თვე – 600 ლარი;
ა.დ) ქალაქი თელავი, ერთი თვე – 700 ლარი;
ა.ე) ქალაქი ზუგდიდი, ერთი თვე – 600 ლარი;
ა.ვ) ქალაქი რუსთავი, ერთი თვე – 700 ლარი;
ა.ზ) ქალაქი მცხეთა, ერთი თვე – 800 ლარი;
ა.თ) ქალაქი ოზურგეთი, ერთი თვე – 600 ლარი;
ა.ი) ქალაქი ყვარელი, ერთი თვე – 600 ლარი;
ა.კ)  ქალაქი ბოლნისი, ერთი თვე – 600 ლარი;
ა.ლ) ქალაქი  ხაშური, ერთი თვე – 600 ლარი;
ა.მ) ქალაქი წყალტუბო, ერთი თვე – 600 ლარი;
ა.ნ) ქალაქი ამბროლაური, ერთი თვე – 600 ლარი.
ბ) დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის, ოჯახთან ერთად:
ბ.ა) ქალაქი ბათუმი, ერთი თვე – 1400 ლარი;
ბ.ბ) ქალაქი ქუთაისი, ერთი თვე – 1200 ლარი;
ბ.გ) ქალაქი ახალციხე, ერთი თვე – 850 ლარი;
ბ.დ) ქალაქი თელავი, ერთი თვე – 800 ლარი;
ბ.ე) ქალაქი ზუგდიდი, ერთი თვე – 800 ლარი;
ბ.ვ) ქალაქი რუსთავი, ერთი თვე – 800 ლარი;
ბ.ზ) ქალაქი მცხეთა, ერთი თვე – 900 ლარი;
ბ.თ) ქალაქი ოზურგეთი, ერთი თვე – 700 ლარი;
ბ.ი) ქალაქი ყვარელი, ერთი თვე – 700 ლარი;
ბ.კ) ქალაქი ბოლნისი, ერთი თვე – 700 ლარი;
ბ.ლ) ქალაქი  ხაშური, ერთი თვე – 700 ლარი;
ბ.მ) ქალაქი წყალტუბო, ერთი თვე – 700 ლარი;
ბ.ნ) ქალაქი ამბროლაური, ერთი თვე – 700 ლარი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 23 თებერვლის ბრძანება №2-86 - ვებგვერდი, 24.02.2023წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 23 ივლისის ბრძანება №2-443 - ვებგვერდი, 24.07.2025წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესისა და პირობების შესახებ“, №2-1121, 21.11.2019, სარეგისტრაციო კოდი 360000000.22.023.016604 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4697734-2/