გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2019 წლის 12 ნოემბერი ქ. გურჯაანი |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განყოფილება.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
ა) ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა – სამშენებლო /სანებართვო პირობების შესრულების, მშენებლობის უსაფრთხოების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა, აგრეთვე უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენა და ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ დადგენილი წესით;
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვის შედეგად მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელება შესაბამის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გარდა იმ კონკრეტული შემთხვევებისა, თუ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული და საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი;
გ) ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხის განხილვა საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ დადგენილი წესით;
დ) მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვის შედეგად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება;
ე) პროექტის დარღვევით ან/და უნებართვოდ აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების საკითხის შესწავლა;
ვ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლი;
ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;
თ) საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში (გარდა 431, 432, 1961, 1963 , 1966, 197, 1971 და 198-ე მუხლებით გათვალისწინებული სამრთალდარღვევებისა), ამ კანონის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ზომების გამოყენება, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება;
ი) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის კონტროლის განხორციელება და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ამ კანონით დადგენილი ზომების გამოყენება, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება;
კ) კონტროლის განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადონ ადგილობრივი მოსაკრებელი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგილობრივი მნიშვნელობის არასაგადასახადო შემოსავალზე.
2. მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვის შედეგად მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელება შესაბამის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გარდა იმ კონკრეტული შემთხვევებისა, თუ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული და საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი;
3. ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხის განხილვა საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ დადგენილი წესით.
4. მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვის შედეგად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება.
5. პროექტის დარღვევით ან/და უნებართვოდ აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების საკითხის შესწავლა.
6. უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში ტექნიკური და სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა.
7. უფლებამოსილია განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მის შესრულებაზე.
8. უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
2. ადგილობრივი მნიშვნელობის არასაგადასახადო შემოსავლების ადმინისტრირება.
3. გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლი.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში (გარდა 431, 432, 1961, 1963 , 1966, 197-ე, 1971 და 198-ე მუხლებით გათვალისწინებული სამრთალდარღვევებისა) ამ კანონის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსით დადგენილი ზომების გამოყენება, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება.
6. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის კონტროლის განხორციელება და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ იმავე კანონით დადგენილი ზომების გამოყენება, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება.
7. აწარმოოს ზედამხედველობა ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, გადაბელვაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
8. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისთვის;
ვ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;
ზ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
თ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ი) ისარგებლოს ყოველწლიური 24-სამუშაოდღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;
კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;
დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;
თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
+
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32
2019 წლის 12 ნოემბერი
ქ. გურჯაანი
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 15 ნოემბრიდან.
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 15 ნოემბრიდან.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი
+
+
მუხლი 1. მერიის ზედამხედველობის სამსახური
+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განყოფილება.
+
მუხლი 3. სამსახურის უფროსი
2. სამსახურის უფროსი:
+
მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები
ბ) (ამოღებულია - 20.01.20 №2);
დ) (ამოღებულია - 20.01.20 №2);
თ) საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში (გარდა 431, 432, 1961, 1963 , 1966, 197, 1971 და 198-ე მუხლებით გათვალისწინებული სამრთალდარღვევებისა), ამ კანონის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ზომების გამოყენება, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება;
თ) საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში (გარდა 431, 432, 1961, 1963 , 1966, 197, 1971 და 198-ე მუხლებით გათვალისწინებული სამრთალდარღვევებისა), ამ კანონის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ზომების გამოყენება, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება;
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 22.01.2020 წ.
+
მუხლი 5. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები და უფლებამოსილება
2. (ამოღებულია - 20.01.20 №2).
4. (ამოღებულია - 20.01.20 №2).
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 22.01.2020 წ.
+
მუხლი 6. ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განყოფილების ფუნქციები და უფლებამოსილება
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში (გარდა 431, 432, 1961, 1963 , 1966, 197-ე, 1971 და 198-ე მუხლებით გათვალისწინებული სამრთალდარღვევებისა) ამ კანონის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსით დადგენილი ზომების გამოყენება, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში (გარდა 431, 432, 1961, 1963 , 1966, 197-ე, 1971 და 198-ე მუხლებით გათვალისწინებული სამრთალდარღვევებისა) ამ კანონის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსით დადგენილი ზომების გამოყენება, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება.
+
მუხლი 7. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებითა და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით;
2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისთვის;ვ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;
თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.02.2022.
- როდის იქნა მიღებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 12.11.2019. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.166.016457.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.02.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №32, 12.11.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.166.016457 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4703597/