„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.11.2019 ბოლო ცვლილება 30.10.2020
ნომერი
№230/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016420
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №230/04

2019 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


+
მუხლი 1
„1. მე-2 მუხლის:

ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) რისკის პოზიცია – აქტივი, გარესაბალანსო ელემენტი ან/და პოტენციური მოთხოვნა (კაპიტალში ინვესტიციის გეგმის განცხადება, მოთხოვნის შექმნის დაპირება და სხვ.);“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) რისკის პოზიციის ღირებულება – აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტებისთვის „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღირებულება, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამავე დებულების XIV თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად, ყველა შემთხვევაში, მიუხედავად რისკის კატეგორიისა, აიღება 100%. ხოლო, პოტენციური მოთხოვნების შემთხვევაში რისკის პოზიციის ღირებულება არის პოტენციური მოთხოვნის ღირებულების ტოლი.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ლიმიტები ტრანზაქციებზე

1. ერთი დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის ღირებულების საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის  5%-ს.

2. ყველა დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის ღირებულების საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს.

3. დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც ბანკის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში შესყიდული აქტივებისა თუ მიღებული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს, საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარ დასტურს.

4. ამ მუხლით განსაზღვრული ლიმიტების გაანგარიშებისათვის რისკის პოზიციებში არ გაითვალისწინება ბანკის მიერ პირველადი კაპიტალიდან დაქვითული ინვესტიციები საწარმოების კაპიტალში.“.

3. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. ბანკმა 2021 წლის პირველ იანვრამდე შექმნილი რისკის პოზიციები, რომლებიც არღვევს ამ დებულების მე-7 მუხლში განსაზღვრულ ლიმიტებს, აღნიშნულ ლიმიტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს არაუგვიანეს 2021 წლის პირველი ივნისისა. ამასთან ბანკმა:

ა) 2021 წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებთან დაკავშირებით შესაბამისობაში მოსასვლელი სამოქმედო გეგმა;

ბ) 2021 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში იმოქმედოს ამ პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 1 მაისის ბრძანება №101/04 - ვებგვერდი, 04.05.2020 წ.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 1 მაისის ბრძანება №101/04 - ვებგვერდი, 04.05.2020 წ.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №230/04, 25.11.2019, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016420 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4710546-1/