ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
1. დამტკიცდეს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესი“ (დანართი №1).
2. დამტკიცდეს „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესი“ (დანართი №2). 3. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესის“ პირველი – მე-9 მუხლების, მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და დანართი №1 – დანართი №6-ის, აგრეთვე, მეორე პუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესისა“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესის“ პირველი – მე-9 მუხლები, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და დანართი №1 – დანართი №6, აგრეთვე, მეორე პუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესი“ ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №27
დადგენილება
№27
2019 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესი“ (დანართი №1).
2. დამტკიცდეს „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესი“ (დანართი №2).
3. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესის“ პირველი – მე-9 მუხლების, მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და დანართი №1 – დანართი №6-ის, აგრეთვე, მეორე პუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესისა“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესის“ პირველი – მე-9 მუხლები, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და დანართი №1 – დანართი №6, აგრეთვე, მეორე პუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესი“ ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
კომისიის წევრი გოჩა შონია
კომისიის წევრი გიორგი ფანგანი
კომისიის წევრი მაია მელიქიძე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონიაკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიმაია მელიქიძესაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“, №27, 22.11.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016322 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4711237-1/