სსიპ - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანება.
|
დებულება
2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე სხვადასხვა სახის ბეჭდები (მათ შორის, ემბლემის გამოსახულებით), შტამპები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტოს ბეჭდების და შტამპების აღწერილობას, ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქუჩა №6.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის ბრძანება №2-65 - ვებგვერდი, 17.02.2023წ.
2. სააგენტოს საქმიანობის დამატებითი სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
ა) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტების და, შესაბამისად, მათი ადმინისტრაციების მართვა;
ბ) სხვა ორგანიზაციებთან ერთად დაცული ლანდშაფტების და გამონაკლის შემთხვევებში ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნებისა და ბუნების ძეგლების ცალკეული ზონების მართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კონტროლი;
დ) დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების გატარება;
ე) დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია;
ვ) მონიტორინგის და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
ზ) დაცული ტერიტორიების ადმინისტრირება და თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
თ) დაცული ტერიტორიებისთვის ფულადი სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა;
ი) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობის მიღება შესაბამის პროგრამებში;
კ) შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საზოგადოებასთან თანამშრომლობა;
ლ) დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების აღრიცხვის სისტემის შექმნა;
მ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება (საგანმანათლებლო, ტურიზმის, სამეცნიერო და სხვა პროგრამები);
ნ) ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა და ასეთი საქმიანობის ორგანიზება;
ო) უწყებათაშორისი თანამშრომლობა დაცული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებით;
პ) დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და ტურიზმის განვითარება;
ჟ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ქმედებების განხორციელება.
ა) შეიმუშაოს და განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების თემატური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების მთელი სისტემის ეკოსისტემების ბუნებრივი შემადგენლობის შენარჩუნებასა და აღდგენას;
ბ) კანონით დადგენილი წესით მოამზადოს პროექტები დაცული ტერიტორიების შექმნისა და დაცული ტერიტორიების ფართობების შეცვლის შესახებ;
გ) სამინისტროს კოორდინაციით შეიმუშაოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ცალკეული სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის, მოვლის, გამრავლების და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში და მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, განახორციელოს წარმომადგენლობა (მათ შორის, სასამართლო ორგანოში);
ე) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის;
ვ) განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტების მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და მისი მონიტორინგი;
ზ) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და კანონით დაშვებული სხვა საქმიანობის მონიტორინგი და მათ შესრულებაზე დადგენილი წესით ზედამხედველობა;
თ) განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილებისა და დაცული ლანდშაფტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობა, კეთილმოწყობის სამუშაოები (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა), ინფრასტრუქტურით და აღჭურვილობით უზრუნველყოფის ღონისძიებები;
ი) განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ბუნების ძეგლებში, აღკვეთილებსა და დაცულ ლანდშაფტებში ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და დაცვის საშუალებების აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა;
კ) განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფები;
ლ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორტა მომსახურებისათვის საერთო წესების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
მ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები და დაგენილი წესით წარუდგინოს სამინისტროს;
ნ) სრულყოს მართვის მექანიზმები, შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები დაცული ტერიტორიების თანამშრომლების წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის;
ო) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეჟიმების განსაზღვრა, ორგანიზება, ბუნებათსარგებლობის რეჟიმის დაცვა და კონტროლი;
პ) (ამოღებულია - 09.03.2022, №2-166);
ჟ) (ამოღებულია - 09.03.2022, №2-166);
რ) კომპეტენციის ფარგლებში შეითანხმოს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის განმხორციელებლისათვის სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შემთხვევაში საკომპენსაციო ან/და შემარბილებელი ღონისძიებები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 9 მარტის ბრძანება №2-166- ვებგვერდი, 10.03.2022წ.
ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი;
ე) დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობებით მიღებული შემოსავლები;
ვ) არასაბიუჯეტო სახსრებით დამზადებული სუვენირების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;
ზ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით მიღებული შემოსავლები;
თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობების დროს) დაცული ტერიტორიის სახელწოდების ან სიმბოლიკის გამოყენებით მიღებული შემოსავლები;
ი) დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები;
კ) დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევით და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების გადაცემით მიღებული შემოსავლები;
ლ) გრანტები, „საქართველოს ტყის კოდექსის“ 21-ე მუხლის მე-8 პუქტის „დ“ ქვეპუნქტით და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქარველოს კანონის მე-12 მუხლის 27 პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხები;
მ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. სააგენტო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.
2. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
ბ) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის;
გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ამ დებულების მე-11 მუხლით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილია დააკისროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის მოვალეობების შესრულება იმავე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს და მისცეს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;
თ) განსაზღვრავს/გამოიყენებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული დანამატის ოდენობას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) აუქმებს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელების არამართლზომიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;
მ) განსაზღვრავს სააგენტოს სამოქმედო გეგმას და პრიორიტეტებს;
ნ) კონტროლს უწევს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების და სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. ორგანიზებას უწევს მათ მჭიდრო თანამშრომლობას და შეთანხმებულ ქმედებას;
ო) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
პ) ამტკიცებს სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს;
ჟ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით.
3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთა შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №2-256- ვებგვერდი, 02.03.2021წ.
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) დაგეგმვისა და განვითარების სამსახური;
გ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
დ) იურიდიული სამსახური;
ე) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური;
ვ) ინსპექტირების სამსახური;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახური;
თ) საფინანსო სამსახური;
ი) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური.
ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო:
ა.ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა;
ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
ა.გ) სააგენტოს საჭიროებების შესაბამისად, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის შერჩევა, განვითარება და შენარჩუნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.დ) სააგენტოს ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა;
ა.ე) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების და შვებულების ბრძანებების პროექტების მომზადება;
ა.ვ) სააგენტოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
ა.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
ა.თ) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;
ა.ი) მოსამსახურეთა სტაბილურობის, მოძრაობის და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება, პერიოდული ანალიზი, შეფასება;
ა.კ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია/უზრუნველყოფა;
ა.ლ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ა.მ) შრომის შინაგანაწესის შემუშვება;
ა.ნ) სამსახურებრივი ცნობების მომზადება სამუშაო ადგილის და ხელფასის შესახებ;
ა.ო) სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქმისწარმოებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;
ა.პ) სააგენტოს არქივის მართვა;
ა.ჟ) საქმისწარმოების საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ა.რ) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;
ა.ს) საგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება;
ა.ტ) დადგენილი წესის შესაბამისად წარმოებადამთავრებული საქმეების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;
ა.უ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
ბ) შრომის უსაფრთხოებისა და ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან ურთიერთობის (კოორდინაციის) სამმართველო:
ბ.ა) სააგენტოს სპეციფიკის და საჭიროებების გათვალისწინებით იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, დანერგვა და კონტროლი, რომელიც უკავშირდება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას;
ბ.ბ) უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მონიტორინგი, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა, რეკომენდაციების გაცემა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ.გ) სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ბ.დ) სააგენტოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების დავალებებისა და ცალკეული მითითებების ტერიტორიულ ადმინისტრაციის დირექტორებამდე და ცალკეულ პასუხისმგებელ პირებამდე დაყვანა და დროულ შესრულებაზე კონტროლი;
ბ.ე) ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან პერიოდულად სამუშაო შეხვედრების მოწყობა;
ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა;
ბ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, დაცულ ტერიტორიებზე შექმნილი საგანგებო სიტუაციების ანალიზი, ინფორმაციიის მიღება და ხელმძღვანელობისადმი წარდგენა;
ბ.თ) (ამოღებულია - 09.03.2022, №2-166);
ბ.ი) სააგენტოს თავმჯდომარის მოთხოვნით ნებისმიერ დროს ტერიტორიული ადმინისტრაციების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება;
ბ.კ) ტერიტორიული ადმინისტრაციების სხვადასხვა სახის მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საჭიროებების თაობაზე ინფორმაციის მიღება, დამუშავება და სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის გზით საკითხის დროული და ოპერატიული გადაწყვეტისათვის ხელშეწყობა;
ბ.ლ) სააგენტოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ცალკეული მითითებების შესრულება.
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
გ.ა) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ.ბ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციისა და ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე, ლოჯისტიკური ვითარების დადგენა, რეაგირება და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება;
გ.გ) საავტომობილო ტრასპორტის და ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის ორგანიზება და კონტროლი;
გ.დ) მატერიალური ფასეულობების მოთხოვნილებების ანალიზი და დროული რეაგირება;
გ.ე) სააგენტოს ბალანსზე მყოფი შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი, მათი მართვისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
გ.ვ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია;
გ.ზ) სააგენტოს ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
გ.თ) სააგენტოს მომარაგების უზრუნველყოფა საკომუნიკაციო საშუალებებით და ენერგორესურსებით, მათი აღრიცხვა, ხარჯვაზე კონტროლი და ეფექტური გამოყენება;
გ.ი) სააგენტოს ნაგებობების საექსპლუატაციო მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
გ.კ) სააგენტოში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვის და ბრუნვის ორგანიზება.
ა) ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველო:
ა.ა) დაცული ტერიტორიების სისტემის მართვა და მართვაში მონაწილეობა;
ა.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტის, ასევე მსოფლიო ბუნებრივი მეკვიდრეობის უბნების, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების მართვა;
ა.გ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით დაცული ტერიტორიების შესაბამისი რეჟიმის დაცვისა და ბუნებათსარგებლობის ზედამხედველობა და მონიტორინგი;
ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებული პროგრამების შეფასება, ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
ა.ვ) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ა.ზ) დაცულ ტერიტორიებზე მეცნიერული კვლევისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საქმიანობის ზედამხედველობა;
ა.თ) სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიზნობრივი დამუშავება, მათ საფუძველზე დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოსისტემების და ცალკეული სახეობების აღდგენის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავება;
ა.ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვა, მათი შეფასება და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ა.კ) დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ა.ლ) ცხოველთა და მცენარეთა (მათ შორის, ტყის რესურსების) სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელი დაავადებების დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ა.მ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედვით შესაბამისი ქმედებების დაგემვა-განხორციელება;
ა.ნ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება.
ბ) მდგრადი განვითარების სამმართველო:
ბ.ა) დაცული ტერიტორიების სისტემის მართვაში მონაწილეობა;
ბ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებული პროგრამების შეფასება, ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტების დაგეგმვის კოორდინაცია;
ბ.ე) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვა, მათი შეფასება და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ბ.ზ) დაცულ ტერიტორიებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზება;
ბ.თ) ეკოტურიზმის განვითარება და მისი მონიტორინგი დაცულ ტერიტორიებზე;
ბ.ი) სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების მომსახურების ტარიფების შემუშავება;
ბ.კ) დაცული ტერიტორიების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) მონაცემთა ბაზების წარმოება;
ბ.ლ) სააგენტოს გეოსაინფორმაციო, ქსელური სისტემებით და რუკებით უზრუნველყოფა;
ბ.მ) დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტების, მარკირების და შესაბამისი ტოპოგრაფიული მასალების შემუშავების ზედამხედველობა;
ბ.ნ) დაცულ ტერიტორიებზე სმარტ-პროგრამის გამოყენებით მონაცემების შეგროვება-ანალიზი;
ბ.ო) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედით შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა-განხორციელება;
ბ.პ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
ა) სააგენტოში და სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაცნობა საზოგადოებისთვის მასმედიის საშუალებით;
ბ) სააგენტოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების დამყარება და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებზე და ბაზრობებზე სააგენტოს მონაწილეობის ორგანიზება;
დ) უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისათვის დაცულ ტერიტორიებზე პრესტურებისა და გაცნობითი ტურების მოწყობა;
ე) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ბრენდის შემუშავება და განვითარება;
ვ) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პრეზენტაციების და პრესკონფერენციების ორგანიზება;
ზ) დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ) მომზადება და გავრცელება;
თ) დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ადგილების რეკლამირების ხელშეწყობა ადგილობრივ ბაზარზე და მათი ეფექტიანი პოზიციონირება საერთაშორისო ბაზრებზე;
ი) დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
კ) სააგენტოს ვებგვერდის ადმინისტრირება და სააგენტოს პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში;
ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების შედგენა;
მ) სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურთან ერთად დაცულ ტერიტრიაზე ტურისტების მომსახურების ტარიფების შემუშავება;
ნ) საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
ა) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და მონაწილეობა მათ შემუშავებაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში სხვადასხვა უწყებიდან შემოსული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების განიხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზა;
დ) სასამართლო ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობა;
ე) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21-25 პუნქტებითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით განკარგვისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება და შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;
ვ) სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი კონსულტაცია სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
ა) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებში, ტექნიკური დავალებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების მომზადებასა და სატენდერო კომისიისათვის წარდგენაში მონაწილეობა;
ბ) სააგენტოს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობა;
გ) სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებთან და ღირებულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
დ) საჭიროებიდან გამომდინარე სააგენტოს მიერ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (დეფექტური აქტი) მომზადება;
ე) სააგენტოს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სააგენტოს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა და შესრულების ხარისხის კონტროლი, თუ შესაბამისი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ვ) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა, რამდენად შეესაბამება შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას და სხვა შესაბამის აქტებს;
ზ) ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის შემსრულებლის მიერ წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებთან მიმართებაში შეუსაბამობის დოკუმენტალურად დასაბუთება;
თ) ხარისხის, ღირებულებისა და სამუშაოს მოცულობების განსაზღვრა-დადგენის დროს, როდესაც შეუძლებელია საექსპერტო დაწესებულების დასკვნის გარეშე ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის განსაზღვრა, საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტების დაგეგმვის კოორდინაცია;
კ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
ა) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ბ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, და აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმება;
გ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
დ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
ე) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა, რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარდგენა;
ვ) სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტოს ნებისმიერი რანგის თანამშრომელთან გასაუბრება შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;
ზ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სააგენტოს ხელმძღვანელისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
თ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
ი) საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცულ ტერიტორიებზე ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსთვის მიწოდება;
ლ) ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
ა) დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და თანამშრომლობის კოორდინაცია;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა;
დ) ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
ე) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა და მათი მიმდინარეობის კოორდინაცია;
ვ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსების მოზიდვა დაცულ ტერიტორიებზე პროექტების განსახორციელებლად;
ზ) დაცული ტერიტორიების გასაცნობად, სხვადასხვა სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევა შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;
თ) საერთაშორისო ღონისძიებების და კონფერენციების ორგანიზება/მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;
ი) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ სხვა პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
კ) მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისთვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ლ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
ა) სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
გ) საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი;
დ) საგენტოს ბიუჯეტის პროექტების შემუშავება და წარდგენა;
ე) ბიუჯეტის შესრულების შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და მათი წარდგენა;
ვ) სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში საბუღალტრო საქმიანობის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირების მეთოდური ხელმძღვანელობა;

ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და მასში ცვლილებების განხორციელება;
ბ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ტენდერის გამოცხადება, მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადება და დადებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი;
დ) სააგენტოს მიერ განხორციელებული შესყიდვების ანალიზი;
ე) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №2-1174 - ვებგვერდი, 04.12.2019წ.

2 სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებს შორის შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
ე) მოქმედებს სტრუქუტურული ქვედანაყოფის სახელით სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, აგრეთვე სხვა ორგანოებთან და პირებთან ურთიერთობისას.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია კურატორი თავმჯდომარის მოადგილის და თავმჯდომარის წინაშე.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შესაძებელია ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში.
2. საბჭო შედგება არანაკლებ 6 წევრისაგან;
3. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ჩართულობას დაცული ტერიტორიების პრობლემატიკის სრულფასოვან განხილვაში, დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით სააგენტოს უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას, კონსულტაციას და აძლევს რეკომენდაციებს.
4. საბჭოს რეკომენდაციები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომელიც იმართება საჭიროებიდან გამომდინარე ან სააგენტოს თავმჯდომარის მოთხოვნით.
5. გამონაკლის შემთხვევაში საბჭო შეიძლება რიგგარეშედ შეიკრიბოს სააგენტოს თავმჯდომარის ან საბჭოს შემადგენლობის ნახევრის მოთხოვნით.
6. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს, რომელიც ადგენს საბჭოს სხდომის ოქმს.
ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ბ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
გ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
დ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ე) ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ვ) მარიამიჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ზ) ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
თ) ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ი) კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
კ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ლ) მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
მ) თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ნ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ო) ბაწარა-ბაბანეულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
პ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ჟ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
რ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ს) ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ტ) ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
უ) აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ფ) ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ქ) მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ღ) ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ყ) მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია;
შ) ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ჩ) კვერეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ც) რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ძ) ტანის აღკვეთილის ადმინისტრაცია.
2. სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციას ჰყავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

+
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-1150 2019 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისისაჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
+
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს
დებულება+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე სხვადასხვა სახის ბეჭდები (მათ შორის, ემბლემის გამოსახულებით), შტამპები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქუჩა №6.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის ბრძანება №2-65 - ვებგვერდი, 17.02.2023წ.
+
მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის სფერო🔗
1. სააგენტოს საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, ცალკეულ შემთხვევებში დაცული ლანდშაფტების, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიების) სისტემის მართვა.2. სააგენტოს საქმიანობის დამატებითი სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
+
მუხლი 3. სააგენტოს ამოცანები🔗
სააგენტოს ამოცანებია:ა) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტების და, შესაბამისად, მათი ადმინისტრაციების მართვა;
ბ) სხვა ორგანიზაციებთან ერთად დაცული ლანდშაფტების და გამონაკლის შემთხვევებში ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნებისა და ბუნების ძეგლების ცალკეული ზონების მართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კონტროლი;
დ) დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების გატარება;
ე) დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია;
ვ) მონიტორინგის და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
ზ) დაცული ტერიტორიების ადმინისტრირება და თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
თ) დაცული ტერიტორიებისთვის ფულადი სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა;
ი) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობის მიღება შესაბამის პროგრამებში;
კ) შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საზოგადოებასთან თანამშრომლობა;
ლ) დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების აღრიცხვის სისტემის შექმნა;
მ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება (საგანმანათლებლო, ტურიზმის, სამეცნიერო და სხვა პროგრამები);
ნ) ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა და ასეთი საქმიანობის ორგანიზება;
ო) უწყებათაშორისი თანამშრომლობა დაცული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებით;
პ) დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და ტურიზმის განვითარება;
ჟ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ქმედებების განხორციელება.
+
მუხლი 4. სააგენტოს უფლებამოსილება🔗
სააგენტო უფლებამოსილია:ა) შეიმუშაოს და განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების თემატური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების მთელი სისტემის ეკოსისტემების ბუნებრივი შემადგენლობის შენარჩუნებასა და აღდგენას;
ბ) კანონით დადგენილი წესით მოამზადოს პროექტები დაცული ტერიტორიების შექმნისა და დაცული ტერიტორიების ფართობების შეცვლის შესახებ;
გ) სამინისტროს კოორდინაციით შეიმუშაოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ცალკეული სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის, მოვლის, გამრავლების და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში და მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, განახორციელოს წარმომადგენლობა (მათ შორის, სასამართლო ორგანოში);
ე) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის;
ვ) განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტების მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და მისი მონიტორინგი;
ზ) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და კანონით დაშვებული სხვა საქმიანობის მონიტორინგი და მათ შესრულებაზე დადგენილი წესით ზედამხედველობა;
თ) განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილებისა და დაცული ლანდშაფტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობა, კეთილმოწყობის სამუშაოები (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა), ინფრასტრუქტურით და აღჭურვილობით უზრუნველყოფის ღონისძიებები;
ი) განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ბუნების ძეგლებში, აღკვეთილებსა და დაცულ ლანდშაფტებში ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და დაცვის საშუალებების აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა;
კ) განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფები;
ლ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორტა მომსახურებისათვის საერთო წესების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
მ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები და დაგენილი წესით წარუდგინოს სამინისტროს;
ნ) სრულყოს მართვის მექანიზმები, შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები დაცული ტერიტორიების თანამშრომლების წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის;
ო) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეჟიმების განსაზღვრა, ორგანიზება, ბუნებათსარგებლობის რეჟიმის დაცვა და კონტროლი;
პ) (ამოღებულია - 09.03.2022, №2-166);
ჟ) (ამოღებულია - 09.03.2022, №2-166);
რ) კომპეტენციის ფარგლებში შეითანხმოს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის განმხორციელებლისათვის სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შემთხვევაში საკომპენსაციო ან/და შემარბილებელი ღონისძიებები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 9 მარტის ბრძანება №2-166- ვებგვერდი, 10.03.2022წ.
+
მუხლი 5. სააგენტოს ქონება🔗
კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსათვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.+
მუხლი 6. სააგენტოს დაფინანსება🔗
სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი;
ე) დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობებით მიღებული შემოსავლები;
ვ) არასაბიუჯეტო სახსრებით დამზადებული სუვენირების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;
ზ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით მიღებული შემოსავლები;
თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობების დროს) დაცული ტერიტორიის სახელწოდების ან სიმბოლიკის გამოყენებით მიღებული შემოსავლები;ი) დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები;
კ) დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევით და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების გადაცემით მიღებული შემოსავლები;
ლ) გრანტები, „საქართველოს ტყის კოდექსის“ 21-ე მუხლის მე-8 პუქტის „დ“ ქვეპუნქტით და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქარველოს კანონის მე-12 მუხლის 27 პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხები;
მ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 9 მარტის ბრძანება №2-166- ვებგვერდი, 10.03.2022წ.
+
მუხლი 7. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას🔗
1. სააგენტო, სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
+
მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი🔗
1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. სააგენტო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.
+
მუხლი 9. საბუღალტრო ანგარიშგება🔗
სააგენტო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.+
მუხლი 10. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა🔗
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).2. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
ბ) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის;
გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ამ დებულების მე-11 მუხლით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილია დააკისროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის მოვალეობების შესრულება იმავე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს და მისცეს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;
თ) განსაზღვრავს/გამოიყენებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული დანამატის ოდენობას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) აუქმებს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელების არამართლზომიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;
მ) განსაზღვრავს სააგენტოს სამოქმედო გეგმას და პრიორიტეტებს;
ნ) კონტროლს უწევს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების და სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. ორგანიზებას უწევს მათ მჭიდრო თანამშრომლობას და შეთანხმებულ ქმედებას;
ო) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
პ) ამტკიცებს სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს;
ჟ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით.
3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთა შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №2-256- ვებგვერდი, 02.03.2021წ.
+
მუხლი 11. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა🔗
სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები:ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) დაგეგმვისა და განვითარების სამსახური;
გ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
დ) იურიდიული სამსახური;
ე) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური;
ვ) ინსპექტირების სამსახური;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახური;
თ) საფინანსო სამსახური;
ი) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური.
+
მუხლი 12. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები🔗
1. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო:
ა.ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა;
ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
ა.გ) სააგენტოს საჭიროებების შესაბამისად, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის შერჩევა, განვითარება და შენარჩუნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.დ) სააგენტოს ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა;
ა.ე) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების და შვებულების ბრძანებების პროექტების მომზადება;
ა.ვ) სააგენტოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
ა.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
ა.თ) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;
ა.ი) მოსამსახურეთა სტაბილურობის, მოძრაობის და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება, პერიოდული ანალიზი, შეფასება;
ა.კ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია/უზრუნველყოფა;
ა.ლ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ა.მ) შრომის შინაგანაწესის შემუშვება;
ა.ნ) სამსახურებრივი ცნობების მომზადება სამუშაო ადგილის და ხელფასის შესახებ;
ა.ო) სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქმისწარმოებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;
ა.პ) სააგენტოს არქივის მართვა;
ა.ჟ) საქმისწარმოების საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ა.რ) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;
ა.ს) საგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება;
ა.ტ) დადგენილი წესის შესაბამისად წარმოებადამთავრებული საქმეების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;
ა.უ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
ბ) შრომის უსაფრთხოებისა და ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან ურთიერთობის (კოორდინაციის) სამმართველო:
ბ.ა) სააგენტოს სპეციფიკის და საჭიროებების გათვალისწინებით იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, დანერგვა და კონტროლი, რომელიც უკავშირდება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას;
ბ.ბ) უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მონიტორინგი, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა, რეკომენდაციების გაცემა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ.გ) სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ბ.დ) სააგენტოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების დავალებებისა და ცალკეული მითითებების ტერიტორიულ ადმინისტრაციის დირექტორებამდე და ცალკეულ პასუხისმგებელ პირებამდე დაყვანა და დროულ შესრულებაზე კონტროლი;
ბ.ე) ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან პერიოდულად სამუშაო შეხვედრების მოწყობა;
ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა;
ბ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, დაცულ ტერიტორიებზე შექმნილი საგანგებო სიტუაციების ანალიზი, ინფორმაციიის მიღება და ხელმძღვანელობისადმი წარდგენა;
ბ.თ) (ამოღებულია - 09.03.2022, №2-166);
ბ.ი) სააგენტოს თავმჯდომარის მოთხოვნით ნებისმიერ დროს ტერიტორიული ადმინისტრაციების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება;
ბ.კ) ტერიტორიული ადმინისტრაციების სხვადასხვა სახის მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საჭიროებების თაობაზე ინფორმაციის მიღება, დამუშავება და სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის გზით საკითხის დროული და ოპერატიული გადაწყვეტისათვის ხელშეწყობა;
ბ.ლ) სააგენტოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ცალკეული მითითებების შესრულება.
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
გ.ა) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ.ბ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციისა და ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე, ლოჯისტიკური ვითარების დადგენა, რეაგირება და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება;
გ.გ) საავტომობილო ტრასპორტის და ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის ორგანიზება და კონტროლი;
გ.დ) მატერიალური ფასეულობების მოთხოვნილებების ანალიზი და დროული რეაგირება;
გ.ე) სააგენტოს ბალანსზე მყოფი შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი, მათი მართვისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
გ.ვ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია;
გ.ზ) სააგენტოს ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
გ.თ) სააგენტოს მომარაგების უზრუნველყოფა საკომუნიკაციო საშუალებებით და ენერგორესურსებით, მათი აღრიცხვა, ხარჯვაზე კონტროლი და ეფექტური გამოყენება;
გ.ი) სააგენტოს ნაგებობების საექსპლუატაციო მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
გ.კ) სააგენტოში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვის და ბრუნვის ორგანიზება.
ა) ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველო:
ა.ა) დაცული ტერიტორიების სისტემის მართვა და მართვაში მონაწილეობა;
ა.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტის, ასევე მსოფლიო ბუნებრივი მეკვიდრეობის უბნების, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების მართვა;
ა.გ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით დაცული ტერიტორიების შესაბამისი რეჟიმის დაცვისა და ბუნებათსარგებლობის ზედამხედველობა და მონიტორინგი;
ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებული პროგრამების შეფასება, ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
ა.ვ) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ა.ზ) დაცულ ტერიტორიებზე მეცნიერული კვლევისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საქმიანობის ზედამხედველობა;
ა.თ) სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიზნობრივი დამუშავება, მათ საფუძველზე დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოსისტემების და ცალკეული სახეობების აღდგენის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავება;
ა.ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვა, მათი შეფასება და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ა.კ) დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ა.ლ) ცხოველთა და მცენარეთა (მათ შორის, ტყის რესურსების) სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელი დაავადებების დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ა.მ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედვით შესაბამისი ქმედებების დაგემვა-განხორციელება;
ა.ნ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება.
ბ) მდგრადი განვითარების სამმართველო:
ბ.ა) დაცული ტერიტორიების სისტემის მართვაში მონაწილეობა;
ბ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებული პროგრამების შეფასება, ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტების დაგეგმვის კოორდინაცია;
ბ.ე) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვა, მათი შეფასება და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ბ.ზ) დაცულ ტერიტორიებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზება;
ბ.თ) ეკოტურიზმის განვითარება და მისი მონიტორინგი დაცულ ტერიტორიებზე;
ბ.ი) სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების მომსახურების ტარიფების შემუშავება;
ბ.კ) დაცული ტერიტორიების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) მონაცემთა ბაზების წარმოება;
ბ.ლ) სააგენტოს გეოსაინფორმაციო, ქსელური სისტემებით და რუკებით უზრუნველყოფა;
ბ.მ) დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტების, მარკირების და შესაბამისი ტოპოგრაფიული მასალების შემუშავების ზედამხედველობა;
ბ.ნ) დაცულ ტერიტორიებზე სმარტ-პროგრამის გამოყენებით მონაცემების შეგროვება-ანალიზი;
ბ.ო) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედით შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა-განხორციელება;
ბ.პ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
ა) სააგენტოში და სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაცნობა საზოგადოებისთვის მასმედიის საშუალებით;
ბ) სააგენტოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების დამყარება და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებზე და ბაზრობებზე სააგენტოს მონაწილეობის ორგანიზება;
დ) უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისათვის დაცულ ტერიტორიებზე პრესტურებისა და გაცნობითი ტურების მოწყობა;
ე) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ბრენდის შემუშავება და განვითარება;
ვ) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პრეზენტაციების და პრესკონფერენციების ორგანიზება;
ზ) დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ) მომზადება და გავრცელება;
თ) დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ადგილების რეკლამირების ხელშეწყობა ადგილობრივ ბაზარზე და მათი ეფექტიანი პოზიციონირება საერთაშორისო ბაზრებზე;
ი) დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
კ) სააგენტოს ვებგვერდის ადმინისტრირება და სააგენტოს პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში;
ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების შედგენა;
მ) სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურთან ერთად დაცულ ტერიტრიაზე ტურისტების მომსახურების ტარიფების შემუშავება;
ნ) საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
4. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა;ბ) სააგენტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და მონაწილეობა მათ შემუშავებაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში სხვადასხვა უწყებიდან შემოსული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების განიხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზა;
დ) სასამართლო ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობა;
ე) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21-25 პუნქტებითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით განკარგვისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება და შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;
ვ) სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი კონსულტაცია სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;ზ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
5. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებში, ტექნიკური დავალებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების მომზადებასა და სატენდერო კომისიისათვის წარდგენაში მონაწილეობა;ბ) სააგენტოს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობა;
გ) სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებთან და ღირებულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
დ) საჭიროებიდან გამომდინარე სააგენტოს მიერ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (დეფექტური აქტი) მომზადება;
ე) სააგენტოს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სააგენტოს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა და შესრულების ხარისხის კონტროლი, თუ შესაბამისი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ვ) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა, რამდენად შეესაბამება შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას და სხვა შესაბამის აქტებს;
ზ) ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის შემსრულებლის მიერ წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებთან მიმართებაში შეუსაბამობის დოკუმენტალურად დასაბუთება;
თ) ხარისხის, ღირებულებისა და სამუშაოს მოცულობების განსაზღვრა-დადგენის დროს, როდესაც შეუძლებელია საექსპერტო დაწესებულების დასკვნის გარეშე ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის განსაზღვრა, საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტების დაგეგმვის კოორდინაცია;
კ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
6. ინსპექტირების სამსახურის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;ბ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, და აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმება;
გ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
დ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
ე) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა, რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარდგენა;
ვ) სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტოს ნებისმიერი რანგის თანამშრომელთან გასაუბრება შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;
ზ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სააგენტოს ხელმძღვანელისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
თ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
ი) საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცულ ტერიტორიებზე ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსთვის მიწოდება;
ლ) ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
7. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების კოორდინაცია და ზედამხედველობა;ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და თანამშრომლობის კოორდინაცია;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა;
დ) ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
ე) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა და მათი მიმდინარეობის კოორდინაცია;
ვ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსების მოზიდვა დაცულ ტერიტორიებზე პროექტების განსახორციელებლად;
ზ) დაცული ტერიტორიების გასაცნობად, სხვადასხვა სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევა შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;
თ) საერთაშორისო ღონისძიებების და კონფერენციების ორგანიზება/მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;
ი) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ სხვა პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
კ) მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისთვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ლ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
8. საფინანსო სამსახურის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;ბ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
გ) საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი;
დ) საგენტოს ბიუჯეტის პროექტების შემუშავება და წარდგენა;
ე) ბიუჯეტის შესრულების შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და მათი წარდგენა;
ვ) სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში საბუღალტრო საქმიანობის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირების მეთოდური ხელმძღვანელობა;
ზ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და მასში ცვლილებების განხორციელება;
ბ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ტენდერის გამოცხადება, მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადება და დადებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი;
დ) სააგენტოს მიერ განხორციელებული შესყიდვების ანალიზი;
ე) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №2-1174 - ვებგვერდი, 04.12.2019წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 9 მარტის ბრძანება №2-166- ვებგვერდი, 10.03.2022წ.
+
მუხლი 13. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა🔗
1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი.2 სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებს შორის შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
ე) მოქმედებს სტრუქუტურული ქვედანაყოფის სახელით სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, აგრეთვე სხვა ორგანოებთან და პირებთან ურთიერთობისას.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია კურატორი თავმჯდომარის მოადგილის და თავმჯდომარის წინაშე.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შესაძებელია ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში.
+
მუხლი 14. საკონსულტაციო საბჭო🔗
1. დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით იქმნება საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს თავმჯდომარე;2. საბჭო შედგება არანაკლებ 6 წევრისაგან;
3. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ჩართულობას დაცული ტერიტორიების პრობლემატიკის სრულფასოვან განხილვაში, დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით სააგენტოს უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას, კონსულტაციას და აძლევს რეკომენდაციებს.
4. საბჭოს რეკომენდაციები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომელიც იმართება საჭიროებიდან გამომდინარე ან სააგენტოს თავმჯდომარის მოთხოვნით.
5. გამონაკლის შემთხვევაში საბჭო შეიძლება რიგგარეშედ შეიკრიბოს სააგენტოს თავმჯდომარის ან საბჭოს შემადგენლობის ნახევრის მოთხოვნით.
6. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს, რომელიც ადგენს საბჭოს სხდომის ოქმს.
+
მუხლი 15. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები🔗
1. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ბ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
გ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
დ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ე) ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ვ) მარიამიჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ზ) ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
თ) ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ი) კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
კ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ლ) მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
მ) თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ნ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ო) ბაწარა-ბაბანეულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
პ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ჟ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
რ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ს) ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ტ) ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
უ) აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ფ) ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ქ) მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ღ) ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ყ) მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია;
შ) ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.
ჩ) კვერეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ც) რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ძ) ტანის აღკვეთილის ადმინისტრაცია.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №2-256- ვებგვერდი, 02.03.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის ბრძანება №2-65 - ვებგვერდი, 17.02.2023წ.
+
მუხლი 16. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
სააგენტოს რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.+
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-1150
2019 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანება.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს
დებულება
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე სხვადასხვა სახის ბეჭდები (მათ შორის, ემბლემის გამოსახულებით), შტამპები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტოს ბეჭდების და შტამპების აღწერილობას, ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქუჩა №6.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის ბრძანება №2-65 - ვებგვერდი, 17.02.2023წ.
+
მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის სფერო
1. სააგენტოს საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, ცალკეულ შემთხვევებში დაცული ლანდშაფტების, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიების) სისტემის მართვა.
2. სააგენტოს საქმიანობის დამატებითი სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
+
მუხლი 3. სააგენტოს ამოცანები
სააგენტოს ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტების და, შესაბამისად, მათი ადმინისტრაციების მართვა;
ბ) სხვა ორგანიზაციებთან ერთად დაცული ლანდშაფტების და გამონაკლის შემთხვევებში ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნებისა და ბუნების ძეგლების ცალკეული ზონების მართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კონტროლი;
დ) დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების გატარება;
ე) დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია;
ვ) მონიტორინგის და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
ზ) დაცული ტერიტორიების ადმინისტრირება და თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
თ) დაცული ტერიტორიებისთვის ფულადი სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა;
ი) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობის მიღება შესაბამის პროგრამებში;
კ) შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საზოგადოებასთან თანამშრომლობა;
ლ) დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების აღრიცხვის სისტემის შექმნა;
მ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება (საგანმანათლებლო, ტურიზმის, სამეცნიერო და სხვა პროგრამები);
ნ) ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა და ასეთი საქმიანობის ორგანიზება;
ო) უწყებათაშორისი თანამშრომლობა დაცული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებით;
პ) დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და ტურიზმის განვითარება;
ჟ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ქმედებების განხორციელება.
+
მუხლი 4. სააგენტოს უფლებამოსილება
სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს და განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების თემატური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების მთელი სისტემის ეკოსისტემების ბუნებრივი შემადგენლობის შენარჩუნებასა და აღდგენას;
ბ) კანონით დადგენილი წესით მოამზადოს პროექტები დაცული ტერიტორიების შექმნისა და დაცული ტერიტორიების ფართობების შეცვლის შესახებ;
გ) სამინისტროს კოორდინაციით შეიმუშაოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ცალკეული სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის, მოვლის, გამრავლების და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში და მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, განახორციელოს წარმომადგენლობა (მათ შორის, სასამართლო ორგანოში);
ე) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის;
ვ) განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტების მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და მისი მონიტორინგი;
ზ) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და კანონით დაშვებული სხვა საქმიანობის მონიტორინგი და მათ შესრულებაზე დადგენილი წესით ზედამხედველობა;
თ) განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილებისა და დაცული ლანდშაფტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობა, კეთილმოწყობის სამუშაოები (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა), ინფრასტრუქტურით და აღჭურვილობით უზრუნველყოფის ღონისძიებები;
ი) განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ბუნების ძეგლებში, აღკვეთილებსა და დაცულ ლანდშაფტებში ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და დაცვის საშუალებების აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა;
კ) განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფები;
ლ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორტა მომსახურებისათვის საერთო წესების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
მ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები და დაგენილი წესით წარუდგინოს სამინისტროს;
ნ) სრულყოს მართვის მექანიზმები, შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები დაცული ტერიტორიების თანამშრომლების წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის;
ო) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეჟიმების განსაზღვრა, ორგანიზება, ბუნებათსარგებლობის რეჟიმის დაცვა და კონტროლი;
პ) (ამოღებულია - 09.03.2022, №2-166);
ჟ) (ამოღებულია - 09.03.2022, №2-166);
რ) კომპეტენციის ფარგლებში შეითანხმოს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის განმხორციელებლისათვის სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შემთხვევაში საკომპენსაციო ან/და შემარბილებელი ღონისძიებები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 9 მარტის ბრძანება №2-166- ვებგვერდი, 10.03.2022წ.
+
მუხლი 5. სააგენტოს ქონება
კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსათვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
მუხლი 6. სააგენტოს დაფინანსება
სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი;
ე) დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობებით მიღებული შემოსავლები;
ვ) არასაბიუჯეტო სახსრებით დამზადებული სუვენირების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;
ზ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით მიღებული შემოსავლები;
თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობების დროს) დაცული ტერიტორიის სახელწოდების ან სიმბოლიკის გამოყენებით მიღებული შემოსავლები;
ი) დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები;
კ) დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევით და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების გადაცემით მიღებული შემოსავლები;
ლ) გრანტები, „საქართველოს ტყის კოდექსის“ 21-ე მუხლის მე-8 პუქტის „დ“ ქვეპუნქტით და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქარველოს კანონის მე-12 მუხლის 27 პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხები;
მ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 9 მარტის ბრძანება №2-166- ვებგვერდი, 10.03.2022წ.
+
მუხლი 7. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სააგენტო, სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
+
მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. სააგენტო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.
+
მუხლი 9. საბუღალტრო ანგარიშგება
სააგენტო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
+
მუხლი 10. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
ბ) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის;
გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ამ დებულების მე-11 მუხლით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილია დააკისროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის მოვალეობების შესრულება იმავე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს და მისცეს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;
თ) განსაზღვრავს/გამოიყენებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული დანამატის ოდენობას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) აუქმებს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელების არამართლზომიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;
მ) განსაზღვრავს სააგენტოს სამოქმედო გეგმას და პრიორიტეტებს;
ნ) კონტროლს უწევს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების და სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. ორგანიზებას უწევს მათ მჭიდრო თანამშრომლობას და შეთანხმებულ ქმედებას;
ო) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
პ) ამტკიცებს სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს;
ჟ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით.
3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთა შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №2-256- ვებგვერდი, 02.03.2021წ.
+
მუხლი 11. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა
სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) დაგეგმვისა და განვითარების სამსახური;
გ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
დ) იურიდიული სამსახური;
ე) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური;
ვ) ინსპექტირების სამსახური;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახური;
თ) საფინანსო სამსახური;
ი) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;
კ) სერვისების განვითარების სამსახური.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 4 ივლისის ბრძანება №2-615 - ვებგვერდი, 05.07.2024წ.
+
მუხლი 12. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო:
ა.ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა;
ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
ა.გ) სააგენტოს საჭიროებების შესაბამისად, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის შერჩევა, განვითარება და შენარჩუნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.დ) სააგენტოს ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა;
ა.ე) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების და შვებულების ბრძანებების პროექტების მომზადება;
ა.ვ) სააგენტოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
ა.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
ა.თ) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;
ა.ი) მოსამსახურეთა სტაბილურობის, მოძრაობის და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება, პერიოდული ანალიზი, შეფასება;
ა.კ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია/უზრუნველყოფა;
ა.ლ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ა.მ) შრომის შინაგანაწესის შემუშვება;
ა.ნ) სამსახურებრივი ცნობების მომზადება სამუშაო ადგილის და ხელფასის შესახებ;
ა.ო) სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქმისწარმოებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;
ა.პ) სააგენტოს არქივის მართვა;
ა.ჟ) საქმისწარმოების საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ა.რ) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;
ა.ს) საგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება;
ა.ტ) დადგენილი წესის შესაბამისად წარმოებადამთავრებული საქმეების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;
ა.უ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
ბ) შრომის უსაფრთხოებისა და ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან ურთიერთობის (კოორდინაციის) სამმართველო:
ბ.ა) სააგენტოს სპეციფიკის და საჭიროებების გათვალისწინებით იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, დანერგვა და კონტროლი, რომელიც უკავშირდება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას;
ბ.ბ) უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მონიტორინგი, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა, რეკომენდაციების გაცემა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ.გ) სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ბ.დ) სააგენტოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების დავალებებისა და ცალკეული მითითებების ტერიტორიულ ადმინისტრაციის დირექტორებამდე და ცალკეულ პასუხისმგებელ პირებამდე დაყვანა და დროულ შესრულებაზე კონტროლი;
ბ.ე) ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან პერიოდულად სამუშაო შეხვედრების მოწყობა;
ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა;
ბ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, დაცულ ტერიტორიებზე შექმნილი საგანგებო სიტუაციების ანალიზი, ინფორმაციიის მიღება და ხელმძღვანელობისადმი წარდგენა;
ბ.თ) (ამოღებულია - 09.03.2022, №2-166);
ბ.ი) სააგენტოს თავმჯდომარის მოთხოვნით ნებისმიერ დროს ტერიტორიული ადმინისტრაციების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება;
ბ.კ) ტერიტორიული ადმინისტრაციების სხვადასხვა სახის მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საჭიროებების თაობაზე ინფორმაციის მიღება, დამუშავება და სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის გზით საკითხის დროული და ოპერატიული გადაწყვეტისათვის ხელშეწყობა;
ბ.ლ) სააგენტოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ცალკეული მითითებების შესრულება.
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
გ.ა) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ.ბ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციისა და ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე, ლოჯისტიკური ვითარების დადგენა, რეაგირება და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება;
გ.გ) საავტომობილო ტრასპორტის და ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის ორგანიზება და კონტროლი;
გ.დ) მატერიალური ფასეულობების მოთხოვნილებების ანალიზი და დროული რეაგირება;
გ.ე) სააგენტოს ბალანსზე მყოფი შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი, მათი მართვისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
გ.ვ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია;
გ.ზ) სააგენტოს ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
გ.თ) სააგენტოს მომარაგების უზრუნველყოფა საკომუნიკაციო საშუალებებით და ენერგორესურსებით, მათი აღრიცხვა, ხარჯვაზე კონტროლი და ეფექტური გამოყენება;
გ.ი) სააგენტოს ნაგებობების საექსპლუატაციო მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
გ.კ) სააგენტოში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვის და ბრუნვის ორგანიზება.
2. დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ფუნქციებია:
ა.ა) დაცული ტერიტორიების სისტემის მართვა და მართვაში მონაწილეობა;
ა.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტის, ასევე მსოფლიო ბუნებრივი მეკვიდრეობის უბნების, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების მართვა;
ა.გ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით დაცული ტერიტორიების შესაბამისი რეჟიმის დაცვისა და ბუნებათსარგებლობის ზედამხედველობა და მონიტორინგი;
ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ა.ე) კომპეტენციის ფარგლებში მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებული პროგრამების შეფასება, ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
ა.ვ) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ა.ზ) დაცულ ტერიტორიებზე მეცნიერული კვლევისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საქმიანობის ზედამხედველობა;
ა.თ) სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიზნობრივი დამუშავება, მათ საფუძველზე დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოსისტემების და ცალკეული სახეობების აღდგენის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავება;
ა.ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვა, მათი შეფასება და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ა.კ) დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ა.ლ) ცხოველთა და მცენარეთა (მათ შორის, ტყის რესურსების) სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელი დაავადებების დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ა.მ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედვით შესაბამისი ქმედებების დაგემვა-განხორციელება;
ა.ნ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალეობების განხორციელება.
ბ) მდგრადი განვითარების სამმართველო:
ბ.ა) დაცული ტერიტორიების სისტემის მართვაში მონაწილეობა;
ბ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებული პროგრამების შეფასება, ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტების დაგეგმვის კოორდინაცია;
ბ.ე) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვა, მათი შეფასება და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ბ.ზ) დაცულ ტერიტორიებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზება;
ბ.თ) ეკოტურიზმის განვითარება და მისი მონიტორინგი დაცულ ტერიტორიებზე;
ბ.ი) სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების მომსახურების ტარიფების შემუშავება;
ბ.კ) დაცული ტერიტორიების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) მონაცემთა ბაზების წარმოება;
ბ.ლ) სააგენტოს გეოსაინფორმაციო, ქსელური სისტემებით და რუკებით უზრუნველყოფა;
ბ.მ) დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტების, მარკირების და შესაბამისი ტოპოგრაფიული მასალების შემუშავების ზედამხედველობა;
ბ.ნ) დაცულ ტერიტორიებზე სმარტ-პროგრამის გამოყენებით მონაცემების შეგროვება-ანალიზი;
ბ.ო) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედით შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა-განხორციელება;
ბ.პ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
ა) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის სამმართველო:
ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის მართვა და მართვაში მონაწილეობა;
ა.ბ) ბიომრავალფეროვნების დაცვის, მონიტორინგის, აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, შესაბამისი კონსულტაციების გაწევა და კოორდინაცია;
ა.გ) დაცულ ტერიტორიაზე სხვადასხვა კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია;
ა.დ) საველე კვლევა-მონიტორინგის ანგარიშების კოორდინაცია;
ა.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმების და ანგარიშების განხილვა, მათი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ა.ვ) ბიომრავალფეროვნების კონსერვაციული გეგმების სხვადასხვა კომპონენტების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, ანგარიშების მომზადება;
ა.ზ) სამინისტროსა და სააგენტოს ინიციატივით სხვადასხვა კონსერვაციული გეგმებისა და სტრატეგიის მომზადებაში მონაწილეობა;
ა.თ) სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული დაცული ტერიტორიებისთვის ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ა.ი) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება;
ა.კ) ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია, რომლებიც ჩართულები არიან ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგსა და კონსერვაციულ ღონისძიებებში;
ა.ლ) ბიომრავალფეროვნების კვლევა-მონიტორინგის ერთიანი სისტემის შემუშავებისა და ფუნქციონირების კოორდინაცია;
ა.მ) კომპეტენციის ფარგლებში SMART პროგრამის ფუნქციონირების კოორდინაცია;
ა.ნ) ფოტომახეებით კვლევების დაგეგმვა და კოორდინაცია, მიღებული მასალების დეტალური ანალიზი;
ა.ო) დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების საერთო მონაცემთა ბაზის შექმნის კოორდინაცია (მათ შორის, იშვიათი გადაშენების პირას მყოფი, მოწყვლადი, წითელი ნუსხის სახეობების შესახებ);
ა.პ) ტერიტორიული ადმინისტრაციების შესაბამის თანამშრომლების და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის სამმართველოს თანამშრომლების, საველე კვლევა-მონიტორინგის საქმიანობაში ჩართვა და კოორდინაცია;
ა.ჟ) სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან დაცული ტერიტორიების მართვაში: აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
ა.რ) რეინტროდუციის პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია;
ა.ს) ტყის პათოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ტყის აღდგენის პროექტების დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და ანგარიშგებაში მონაწილეობა;
ა.ტ) ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია, არსებული მონაცემების შეგროვება-ანალიზი;
ა.უ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
ა.ფ) დაცულ ტერიტორიებზე კვლევა-მონიტორინგის საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
ა.ქ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ა.ღ) ინფორმაციის მომზადება დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის შესახებ;
ა.ყ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ა.შ) სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ დაცული ტერიტორიების კატეგორიების, ბუნებრივი რესურსების მართვის და სარგებლობის მონიტორინგი;
ა.ჩ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
ბ) ტყისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველო:
ბ.ა) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის მართვა და მართვაში მონაწილეობა;
ბ.ბ) დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებულ ტყეებში, მისი დაცვა-შენარჩუნების მიზნით და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საჭირო სამეცნიერო კვლევებისა განხორციელება და მონიტორინგი;
ბ.გ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმების და ანგარიშების განხილვა, მათი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ბ.დ) ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების ბუნებრივი რესურსების მართვაში ჩართულ თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინირება;
ბ.ე) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებით განსაზღვრული ტყისა და სხვა ბუნებრივის რესურსების მართვასთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება/შესრულებაში მონაწილეობა და კორდინაცია.
ბ.ზ) სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან დაცული ტერიტორიების მართვაში, ასევე ტყისა და ბუნებრივი რესურსების მდრად სარგებლობაში – აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
ბ.თ) ტყის ეკოსისტემების/ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის პროცესების კოორდინაცია;
ბ.ი) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის ტრადიციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების მონიტორინგი;
ბ.კ) მერქნული და ტყის სხვა რესურსებით სარგებლობასთნ დაკავშირებით წინადადებების შემუშავება. ყოველწლიურად მოსაჭრელი მერქნული რესურსების განსაზღვრა, სისტემის მასშტაბით;
ბ.ლ) ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია;
ბ.მ) დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან/და გამოყოფაზე, დახურვაზე, გაუქმებაზე ან/და გახსნაზე მონიტორინგი და კოორდინაცია;
ბ.ნ) „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისი №221 დადგენილების მე-60 მუხლის „11“ პუნქტით, ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობის და „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მაისის №235 დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული ობიექტების სარგებლობის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება, კოორდინაცია/კონტროლი;
ბ.ო) კანომდებლობით დადგენილი წესით მერქნული რესურსების დახარისხების კონტროლი და კოორდინაცია;
ბ.პ) ტყის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ.ჟ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
ბ.რ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
ბ.ს) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ინფორმაციის მონიტორინგი;
ბ.ტ) ტყის აღრიცხვისა და ტყის მართვის გეგმების შემუშავების კოორდინაცია;
ბ.უ) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება;
ბ.ფ) ტყის რესურსების სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლებისა და ხანძრების პრევენციის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ.ქ) საქმიანი ეზოების მოწყობის კოორდინაცია და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ.ღ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
გ) მდგრადი განვითარების სამმართველო:
გ.ა) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სისტემის მართვაში მონაწილეობა;
გ.ბ) ახალი დაცული ტერიტორიების დაგეგმვაში, დაარსებასა და კოორდინაციაში მონაწილება;
გ.გ) კომპეტენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების, აღნიშნული გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
გ.დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის გეგმების და ანგარიშების განხილვა, მათი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
გ.ე) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების თემატური პროგრამების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება;
გ.ვ) დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;
გ.ზ) დაცული ტერიტორიების თემატიკით გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;
გ.თ) დაცული ტერიტორიების თემატიკით ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და ანალიზი;
გ.ი) სოციალური კითხვარის შედგენა, გამოკითხვა და ანალიზი;
გ.კ) გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო/საინტერპრეტაციო მასალების, მათ შორის ეკოსაგანმანათლებლო ბილიკების დაფებისთვის, ბროშურებისა და სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადების კოორდინაცია;
გ.ლ) საგანმანათლებლო/საინტერპრეტაციო და ვიზიტორებთან კომუნიკაციაში ჩართული ტერიტორიული ერთეულების თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინირება;
გ.მ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების შემუშავებასა და გაფორმებაში მონაწილეობა;
გ.ნ) დაცული ტერიტორიების სივრცითი მონაცემთა ბაზის წარმოება - მათ შორის დაცული ტერიტორიების საზღვრების, ზონირების ინფრასტრუქტურის, იჯარების მონაცემთა ბაზების წარმოება განახლება;
გ.ო) სააგენტოს გეოსაინფორმაციო სისტემებით და კარტოგრაფიული მასალით უზრუნველყოფა;
გ.პ) დაცული ტერიტორიების დემარკაციების და მარკირების კოორდინაცია;
გ.ჟ) დაცული ტერიტორიების საზღვრების და ინფრასტრუქტურული ობიექტების რეგისტრაციის კოორდინაცია;
გ.რ) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან კოორდინაცია და საჭიროებების მიხედით შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა-განხორციელება;
გ.ს) შესაბამის სამთავრობო უწყებებთან, აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
გ.ტ) სამთავრობო უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან დაცული ტერიტორიების მართვაში: აკადემიურ/საკონსულტაციო ჯგუფებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
გ.უ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
გ.ფ) დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
გ.ქ) ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების სტატისტიკის წარმოება და ანალიზი.
3. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სააგენტოში და სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაცნობა საზოგადოებისთვის მასმედიის საშუალებით;
ბ) სააგენტოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების დამყარება და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებზე და ბაზრობებზე სააგენტოს მონაწილეობის ორგანიზება;
დ) უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისათვის დაცულ ტერიტორიებზე პრესტურებისა და გაცნობითი ტურების მოწყობა;
ე) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ბრენდის შემუშავება და განვითარება;
ვ) საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პრეზენტაციების და პრესკონფერენციების ორგანიზება;
ზ) დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ) მომზადება და გავრცელება;
თ) დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ადგილების რეკლამირების ხელშეწყობა ადგილობრივ ბაზარზე და მათი ეფექტიანი პოზიციონირება საერთაშორისო ბაზრებზე;
ი) დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
კ) სააგენტოს ვებგვერდის ადმინისტრირება და სააგენტოს პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში;
ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების შედგენა;
მ) სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურთან ერთად დაცულ ტერიტრიაზე ტურისტების მომსახურების ტარიფების შემუშავება;
ნ) საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
4. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და მონაწილეობა მათ შემუშავებაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში სხვადასხვა უწყებიდან შემოსული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების განიხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზა;
დ) სასამართლო ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობა;
ე) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21-25 პუნქტებითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით განკარგვისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება და შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;
ე) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21-25 პუნქტებითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით გაცემისათვის შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადება;
ვ) სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი კონსულტაცია სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
5. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებში, ტექნიკური დავალებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების მომზადებასა და სატენდერო კომისიისათვის წარდგენაში მონაწილეობა;
ბ) სააგენტოს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობა;
გ) სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებთან და ღირებულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
დ) საჭიროებიდან გამომდინარე სააგენტოს მიერ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (დეფექტური აქტი) მომზადება;
ე) სააგენტოს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სააგენტოს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა და შესრულების ხარისხის კონტროლი, თუ შესაბამისი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ვ) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა, რამდენად შეესაბამება შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას და სხვა შესაბამის აქტებს;
ზ) ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის შემსრულებლის მიერ წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებთან მიმართებაში შეუსაბამობის დოკუმენტალურად დასაბუთება;
თ) ხარისხის, ღირებულებისა და სამუშაოს მოცულობების განსაზღვრა-დადგენის დროს, როდესაც შეუძლებელია საექსპერტო დაწესებულების დასკვნის გარეშე ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის განსაზღვრა, საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტების დაგეგმვის კოორდინაცია;
კ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
6. ინსპექტირების სამსახურის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ბ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, და აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმება;
გ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
დ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
ე) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა, რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარდგენა;
ვ) სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტოს ნებისმიერი რანგის თანამშრომელთან გასაუბრება შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;
ზ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სააგენტოს ხელმძღვანელისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
თ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
ი) საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცულ ტერიტორიებზე ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსთვის მიწოდება;
ლ) ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
7. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და თანამშრომლობის კოორდინაცია;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა;
დ) ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
ე) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა და მათი მიმდინარეობის კოორდინაცია;
ვ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსების მოზიდვა დაცულ ტერიტორიებზე პროექტების განსახორციელებლად;
ზ) დაცული ტერიტორიების გასაცნობად, სხვადასხვა სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევა შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;
თ) საერთაშორისო ღონისძიებების და კონფერენციების ორგანიზება/მონაწილეობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;
ი) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ სხვა პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
კ) მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისთვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ლ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
8. საფინანსო სამსახურის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
გ) საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი;
დ) საგენტოს ბიუჯეტის პროექტების შემუშავება და წარდგენა;
ე) ბიუჯეტის შესრულების შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და მათი წარდგენა;
ვ) სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში საბუღალტრო საქმიანობის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირების მეთოდური ხელმძღვანელობა;
ზ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
9. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და მასში ცვლილებების განხორციელება;
ბ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ტენდერის გამოცხადება, მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადება და დადებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი;
დ) სააგენტოს მიერ განხორციელებული შესყიდვების ანალიზი;
ე) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
10. სერვისების განვითარების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ეკოტურიზმის განვითარება და მისი მონიტორინგი დაცულ ტერიტორიებზე;
ბ) სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების მომსახურების ტარიფების შემუშავება;
გ) ტერიტორიული ერთეულების კულტურული რესურსების მართვასა და ეკოტურისტულ/ვიზიტორთა მომსახურებაში ჩართულ თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი კოორდინირება;
დ) დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის არსებული მდგომარეობის შეფასება და დაცული ტერიტორიების თანამშრომელთათვის რეკომენდაციების შემუშავება;
ე) სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებზე, ბაზრობებზე, სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში სააგენტოს მონაწილეობის ორგანიზება;
ვ) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოტურისტული სერვისების განვითარება და არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის წარმოების, განახლებისა და მიწოდების პროცესის კონტროლი დაინტერესებული მხარეებისათვის;
ზ) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მქონე ტრადიციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების კოორდინაცია;
თ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21, 23, 24პუნქტებითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით გაცემისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება და გაცემის შემდეგ არსებული ან მოსაწყობი ინფრასტრუქტურის რენდერების და პროექტების განხილვა;
ი) დაცული ტერიტორიების ტურისტული, მენეჯმენტის და სხვა თემატური გეგმების პროგრამების შეფასება, ანალიზი, მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება და შემდგომი კონტროლი;
კ) დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული და რეკერეაციული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურთან ერთად არსებული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
ლ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დაგეგმვისა და განვითარების სამსახურებთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისათვის საინფორმაციო დაფების, ბუკლეტების და სხვა ვიზუალური მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროგრამების ცალკეული პროექტების განხორციელება, მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
ნ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №2-1174 - ვებგვერდი, 04.12.2019წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 9 მარტის ბრძანება №2-166- ვებგვერდი, 10.03.2022წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 4 ივლისის ბრძანება №2-615 - ვებგვერდი, 05.07.2024წ.
+
მუხლი 13. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი.
2 სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის დავალებებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებს შორის შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
ე) მოქმედებს სტრუქუტურული ქვედანაყოფის სახელით სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, აგრეთვე სხვა ორგანოებთან და პირებთან ურთიერთობისას.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია კურატორი თავმჯდომარის მოადგილის და თავმჯდომარის წინაშე.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შესაძებელია ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში.
+
მუხლი 131. პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი
1. პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის ფუნქციებია:
ა) სააგენტოში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს თავმჯდომარისათვის რეკომენდაციების წარდგენა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
გ) სააგენტოს თანამშრომლებისათვის რეკომენდაციის მიცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე;
დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობა, მისი მომართვების განხილვა და მათზე რეაგირება;
ე) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 4 ივლისის ბრძანება №2-615 - ვებგვერდი, 05.07.2024წ.
+
მუხლი 14. საკონსულტაციო საბჭო
1. დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით იქმნება საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს თავმჯდომარე;
2. საბჭო შედგება არანაკლებ 6 წევრისაგან;
3. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ჩართულობას დაცული ტერიტორიების პრობლემატიკის სრულფასოვან განხილვაში, დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით სააგენტოს უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას, კონსულტაციას და აძლევს რეკომენდაციებს.
4. საბჭოს რეკომენდაციები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომელიც იმართება საჭიროებიდან გამომდინარე ან სააგენტოს თავმჯდომარის მოთხოვნით.
5. გამონაკლის შემთხვევაში საბჭო შეიძლება რიგგარეშედ შეიკრიბოს სააგენტოს თავმჯდომარის ან საბჭოს შემადგენლობის ნახევრის მოთხოვნით.
6. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს, რომელიც ადგენს საბჭოს სხდომის ოქმს.
+
მუხლი 15. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები
1. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:
ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ბ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
გ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
დ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ე) ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ვ) მარიამიჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ზ) ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
თ) ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ი) კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
კ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ლ) მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
მ) თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ნ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ო) ბაწარა-ბაბანეულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
პ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ჟ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
რ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ს) ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ტ) ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
უ) აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ფ) ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ქ) მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ღ) ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ყ) მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია;
შ) ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ჩ) კვერეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ც) რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ძ) ტანის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
წ) გურიის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.
2. სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციას ჰყავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №2-256- ვებგვერდი, 02.03.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის ბრძანება №2-65 - ვებგვერდი, 17.02.2023წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 4 ივლისის ბრძანება №2-615 - ვებგვერდი, 05.07.2024წ.
+
მუხლი 16. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-1150, 27.11.2019, სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016605 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4711342-4/