ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (8)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 19 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 20.08.2021 წ.
|
+
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2019 წლის 25 ნოემბერი
ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“, „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1 დამტკიცდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.🔗
+
მუხლი 2 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №16 დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 23/01/2018 წ., 270070000.35.143.016475).🔗
+
მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.🔗
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი
+
დანართი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 19 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 20.08.2021 წ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 24.12.2021წ .
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
№
რანგი
თანამდებობა
საშტატო ერთეული
თანამდებობრივი სარგო (ლარებში)
პოლიტიკური თანამდებობა
1
საკრებულოს თავმჯდომარე
1
2800
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
1
1800
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2
1800
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
1700
4
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
7
2
1700
5
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
7
5
1200
აპარატი
6
I რანგი
საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი
საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი
1
1300
7
II რანგი
საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი
საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი
1
1000
1100
8
III რანგი
საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი
საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი
4
800
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“, №29, 25.11.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016568 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4711626-1/