ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.11.2019 ბოლო ცვლილება 29.01.2026
ნომერი
№154
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.160.016590
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №154

2019 წლის 29 ნოემბერი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად,   ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  20 იანვრის  №216 დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  25 ივნისის  №226 დადგენილება ,,ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს:

ა)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია – ტექსტური ნაწილი (დანართი 1);

ბ)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №2);

გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №3).

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  20 იანვრის  №216 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  25 ივნისის  №226 დადგენილება „ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 3 დეკემბერიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“, №154, 29.11.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016590 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4714643-1/