ქალაქ ბორჯომის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №1);
ბ) ქალაქ ბორჯომის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №2);
გ) ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ტექსტური ნაწილი (დანართი №3);
დ) ქალაქ ბორჯომის განაშენიანების გეგმის მართვის რეგლამენტი (დანართი №4);
ე) ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტი (დანართი №5).
|
+
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №94
2019 წლის 29 ნოემბერი
ქ. ბორჯომი
ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 6 თებერვლის №7 დადგენილებით დამტკიცებული „ბორჯომის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს:
ა) ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №1);
ბ) ქალაქ ბორჯომის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №2);
გ) ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ტექსტური ნაწილი (დანართი №3);
დ) ქალაქ ბორჯომის განაშენიანების გეგმის მართვის რეგლამენტი (დანართი №4);
ე) ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტი (დანართი №5).
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 6 თებერვლის №7 დადგენილება „ქ. ბორჯომის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და საკადასტრო რუკების დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრციის კოდი: 330.090.020.35.139.001.545,19.02.2008 წ.).
+
მუხლი 3🔗
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გოგიჩაიშვილი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბორჯომის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“, №94, 29.11.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016352 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4718975-1/