ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
1
+
|
ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, დამტკიცდეს:
1. ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია − ტექსტური ნაწილი (დანართი 1; დანართი 2).
2. ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 3).
3. ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 4).
+
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“, №590, 02.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.021610 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4721123-2/