ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ტექსტური ნაწილი (დანართი 1; დანართი 2).
2. ბაკურიანის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 3).
3. ბაკურიანის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 4).
4. ბაკურიანის ტერიტორიაზე განაშენიანების/განაშენიანების დეტალური გეგმების დამუშავების პირობები (დანართი 5).
5. ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სამთო-სათხილამურო არეალის რუკები (დანართი 6).
|
1
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №591
2019 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1🔗
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, დამტკიცდეს:
1. ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ტექსტური ნაწილი (დანართი 1; დანართი 2).
2. ბაკურიანის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 3).
3. ბაკურიანის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი 4).
4. ბაკურიანის ტერიტორიაზე განაშენიანების/განაშენიანების დეტალური გეგმების დამუშავების პირობები (დანართი 5).
5. ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სამთო-სათხილამურო არეალის რუკები (დანართი 6).
+
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №117 დადგენილება.
+
მუხლი 3🔗
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“, №591, 02.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.021611 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4721172-2/