ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.12.2019 ბოლო ცვლილება 02.02.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.167.016453
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2019 წლის 6 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 23.01.2020 წ.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


+
მუხლი 1
დამტკიცდეს  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინჭების წესი  დანართის შესაბამისად.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 23.01.2020 წ.

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია
+



დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 23.01.2020 წ.

მუხლი 1

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპოტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება ხდება, ცხოვრების ჯანსაღი წესის (შემდგომში – წესი) დამკვიდრების, სამოქალაქო აქტიურობის, სპორტის გავრცელებული სახეობებისათვის ტრადიციების შენარჩუნებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით.

 

მუხლი 2

1. წესის მიზანია საქართველოს სახელით მოასპარეზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრში“ მოქმედ სპორტულ წრეებში აღზრდილი და ბოლო სამი წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება.  

2. დაჯილდოებისთვის დაინტერესებულმა პირ(ებ)მა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს განცხადებით და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან/და ცნობა ტიტულის მოპოვების შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან;

ა​​1) ცნობა სპორტის ოლიმპიური/არაოლიმპიური სახეობის შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი,  არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

გ) სპორტსმენის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის  საბანკო ანგარიშის ნომერი.

დ) მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) მწვრთნელის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში მწვრთნელის ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს  ცნობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრიდან“ სპორტსმენის მწვრთნელის შესახებ, ხოლო თუ სპორტსმენი წვრთნებს გადის საქართველოს ნაკრებში, ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან კონკრეტული სპორტსმენის პირველი მწვრთნელის შესახებ;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგისტრაციის ადგილის შესახებ.

3. პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებში ასახული პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ სპორტსმენის დაჯილდოების საკითხის განხილვისას.

4.  ჯილდო გაიცემა მხოლოდ 2020 წლის 1 იანვრიდან მიღწეული წარმატებებისათვის იმ სპორტსმენებზე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ფედერაციების მიერ გაცემულ ტიტულის დამადასტურებელ დოკუმენტს.

5. იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი ასპარეზობს რამდენიმე კატეგორიაში ან სახეობაში, დაჯილდოვდება ერთი კატეგორიის ან სახეობის საუკეთესო შედეგის შესაბამისად.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 23.01.2020 წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

 

მუხლი 3

1. გადაწყვეტილებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების შესახებ, მერიის უფლებამოსილი სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, იღებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2.  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოვების შესახებ გადაწყვეტილება  მიიღება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ წესით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის  შემთხვევაში (მერის გადაწყვეტილებით).

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

 

მუხლი 4

1. სპორტის ოლიმპიურ სახეობაში წარმატებული სპორტსმენის დასაჯილდოვებლად განისაზღვროს შემდეგი ოდენობის ფულადი ჯილდოები:

ა) საქართველოს ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი,

ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი,

ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი;

ბ) საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი,

ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი,

ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი;

გ) საქართველოს ჩემპიონატზე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის:

გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი,

გ.ბ) მეორე ადგილის  დაკავების შემთხვევაში – 900 ლარი,

გ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი;

დ) საქართველოს ჩემპიონატზე უფროსებს შორის:

დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი,

დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი,

დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 900 ლარი;

ე) ევროპის ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა  და გოგონათა შორის:

ე.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი,

ე.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 900 ლარი,

ე.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი.

ვ) ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

ვ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1400 ლარი;

ვ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი,

ვ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;

ზ) ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის:

ზ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;

ზ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი;

ზ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1300 ლარი.

თ) ევროპის ჩემპიონატზე უფროსებს  შორის:

თ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2500 ლარი;

თ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;

თ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი;

ი) მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

ი.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი,

ი.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1300 ლარი,

ი.გ) მესამე ადგილის დაკავებისშემთხვევაში – 1100 ლარი;

კ) მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

კ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;

კ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1700 ლარი;

კ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი;

ლ) მსოფლიო ჩემპიონატზე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის:

ლ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2500 ლარი;

ლ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;

ლ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1700 ლარი;

მ) მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებს შორის:

მ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 6000 ლარი;

მ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 4000 ლარი;

მ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი.

2. სპორტის არაოლიმპიურ სახეობაში წარმატებული სპორტსმენის დასაჯილდოვებლად განისაზღვროს შემდეგი ოდენობის ფულადი ჯილდოები:

ა) საქართველოს ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი,

ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი,

ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი;

ბ) საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი,

ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი,

ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი;

გ) საქართველოს ჩემპიონატზე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის:

გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი,

გ.ბ) მეორე ადგილის  დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი,

გ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი;

დ) საქართველოს ჩემპიონატზე უფროსებს შორის:

დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი,

დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი,

დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი;

ე) ევროპის ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა  და გოგონათა შორის:

ე.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი,

ე.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი,

ე.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი.

ვ) ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

ვ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;

ვ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი,

ვ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი;

ზ) ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის:

ზ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი;

ზ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;

ზ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი.

თ) ევროპის ჩემპიონატზე უფროსებს  შორის:

თ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;

თ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი;

თ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;

ი) მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

ი.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი,

ი.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი,

ი.გ) მესამე ადგილის დაკავებისშემთხვევაში – 600 ლარი;

კ) მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

კ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი;

კ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი;

კ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;

ლ) მსოფლიო ჩემპიონატზე 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის:

ლ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;

ლ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი;

ლ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი;

მ) მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებს შორის:

მ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 5000 ლარი;

მ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი;

მ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი.

3. ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული სპორტსმენის დასაჯილდოვებლად ფულადი ჯილდო განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 10 000 ლარი;

ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 8 000 ლარი;

გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 6 000 ლარი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

 

მუხლი 5

1. ამ წესის მიზნებისათვის გუნდი განიმარტება როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრში“ მოქმედი სპორტული წრე ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში,  კალათბურთში ან სხვა.

2.  ჯილდო გაიცემა გუნდზე, რომლიც დაიკავებს პირველ ადგილს კახეთის ლიგაში, თბილისის ლიგასა ან საქართველოს ჩემპიონატში.

3. გუნდის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის“ ცნობა მწვრთნელისა და სპორტული წრის (გუნდი ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, კალათბურთში ან სხვა) ამ ცენტრში არსებობის(მოღვაწეობის) შესახებ.

4.  გუნდი კახეთის ლიგის/ჩემპიონატის, თბილისის ლიგის/ჩემპიონატის ან საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვების (პირველი ადგილი) შემთხვევაში ჯილდო გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) მწვრთნელს – 500 ლარი;

ბ) გუნდის თითოეულ სპორტსმენს – 100 ლარი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 27.12.2023 წ.

 

მუხლი 6

ჯილდოს გაცემის დაფინანსება მოხდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის „წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების“  პროგრამიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 23.01.2020 წ


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №21, 06.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016453 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4726899-2/