„უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესის“ დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.12.2019 ბოლო ცვლილება 21.10.2022
ნომერი
№236
სარეგისტრაციო კოდი
310050010.54.066.016171
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №236

2019 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 


საქართველოს საჰაერო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესი“.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი სექტემბრიდან.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 23 მარტის ბრძანება №71 - ვებგვერდი, 27.03.2020წ.


სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
+



უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის,  

ხმაურის დონიდან გამომდინარე,

საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის

წესი

 


+
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო  
1. „უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესის“ (შემდგომ – წესი) მიზანია, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობისას, უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ წარმოქმნილი ხმაურის მინიმუმამდე შემცირება.

2. წესის მოთხოვნები ვრცელდება უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სახის ფრენას საქართველოს აეროპორტებში და  რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა არის 34 000 კგ ან მეტი ან/და საჰაერო ხომალდის სამგზავრო ადგილების სერტიფიცირებული რაოდენობა აღემატება 19 ადგილს, ეკიპაჟის წევრებისათვის განკუთვნილი ადგილების გამოკლებით.

3. წესის მოთხოვნები არ ვრცელდება  უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდზე:

ა) რომლითაც ხორციელდება ფრენა ჰუმანიტარული მიზნით;

ბ) რომელიც გამოიყენება ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციებისას (ხანძარი, ბუნებრივი მოვლენები და ა.შ.)

გ) რომელიც ახორციელებს არაკომერციულ ფრენას ტექნიკური მიზნებით (სარემონტო სამუშაოები, საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ცვლილების და ა.შ.).

 


+
მუხლი 2. შეზღუდვა
საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება არ მიენიჭება იმ სამოქალაქო საჰაერო ხომალდს, რომლის ხმაურის სერტიფიკატი გაცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართის პირველი ტომის მე-2 ნაწილის მე-2 თავის მოთხოვნების შესაბამისად.

 


+
მუხლი 3. ზედამხედველობა და პასუხისმგებლობა
1. წესის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

2. წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესის“ დამტკიცების შესახებ, №236, 09.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 310050010.54.066.016171 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4728826-1/