დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №43074
2019 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ
„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საწარმოო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების შემუშავების მიზნით, შეიქმნას დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლევან კაკავა – შემოსავლების სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ზურაბ ძნელაშვილი – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ვახტანგ ლაშქარაძე – შემოსავლების სამსახურის მრჩეველი;
დ) დინარა ჩუბინიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ე) მერაბ არახამია - საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ვ) ემელიანე მამალაძე – საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფროსი;
ზ) შალვა კოპალეიშვილი – დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე;
თ) შოთა ვალიშვილი – აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ი) ლევან ბაინდურაშვილი – საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
კ) ლევან სირანაშვილი – საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი (კომისიის მდივანი).
2. დამტკიცდეს „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის საქმიანობის წესი“ თანდართული რედაქციით (დანართი №1).
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 ივნისის №20722 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
„დანართი №1
დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის
საქმიანობის წესი
მუხლი 1
1. დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის შემოსავლების სამსახურის სათათბირო ორგანო და მისი შექმნის მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების (შემდგომში – ტექნიკური ნორმები) შემუშავება.
2. კომისია ტექნიკური ნორმების შემუშავებას ახორციელებს:
ა) შემოსავლების სამსახურის ინიციატივით;
ბ) გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე.
მუხლი 2
1. კომისიის სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის სხდომ აზე დგება კომისიის სხდომის ოქმი, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელშიც მიეთითება სხდომის ჩატარების თარიღი .
3. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ) და მდივანი.
4. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა, ხოლო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
5 . განსახილველი საკითხის სირთულის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია, სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, კერძო სექტორის წარმომადგენლები .
6 . კომისიის მიერ გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვის ვადაა არაუმეტეს 2 თვე.
7 . კომისია ტექნიკურ ნორმებს ადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის, საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სტანდარტების, შემოწმების მასალების, საგადასახადო მონიტორინგის შედეგების, ექსპერტიზის დასკვნის ან/და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე.
მუხლი 3
1. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით ტექნიკური ნორმების დადგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს:
ა) განცხადება ტექნიკური ნორმების დადგენის თაობაზე;
ბ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
გ) ტექნიკური ნორმების შემუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
2. ტექნიკური ნორმების შემუშავების მიზნით, კომისიას უფლება აქვს:
ა) გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნის) წარდგენა;
ბ) გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაციის სისწორე.
3. კომისიის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია კომისიას წარუდგინოს არაუმეტეს 1 თვის ვადაში.
4. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე ჩერდება ტექნიკური ნორმის დადგენის თაობაზე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის განხილვის ვადის დინება.
მუხლი 4
1. ტექნიკური ნორმის დადგენის თაობაზე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის განხილვის შედეგად კომისიას უფლება აქვს:
ა) შეიმუშაოს ტექნიკური ნორმა გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით;
ბ) შეიმუშაოს ტექნიკური ნორმა გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილისაგან განსხვავებული ოდენობით;
გ) უარი თქვას ტექნიკური ნორმის შემუშავებაზე.
2. კომისია უფლებამოსილია, უარი თქვას ტექნიკური ნორმის შემუშავებაზე, თუ:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არასრულია;
ბ) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული მონაცემები არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას;
გ) საწარმოს ტექნიკურ-ტექნოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ტექნიკური ნორმის დადგენა შეუძლებელია;
დ) წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა ტექნიკური ნორმის დადგენის შესაძლებლობას;
ე) ექსპერტიზის დასკვნიდან/საგადასახადო შემოწმების მასალებიდან, საგადასახადო მონიტორინგის შედეგებიდან ან სხვა მონაცემებიდან გამომდინარე, ტექნიკური ნორმის დადგენა მიზანშეუწონელია;
ვ) მოთხოვნა სცილდება კომისიის კომპეტენციის ფარგლებს.
მუხლი 5
1. კომისიის რეკომენდაციები აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
2. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ტექნიკური ნორმა მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
1
+
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №43074
2019 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ
, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საწარმოო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების შემუშავების მიზნით, შეიქმნას დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლევან კაკავა – შემოსავლების სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მამუკა ბარათაშვილი – შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ვახტანგ ლაშქარაძე – შემოსავლების სამსახურის მრჩეველი;
დ) დინარა ჩუბინი ძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ე) მერაბ არახამია - საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ვ) ემელიანე მამალაძე – საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფროსი;
ზ) შალვა კოპალეიშვილი – დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე;
თ) შოთა ვალიშვილი – აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ი) ლევან ბაინდურაშვილი – საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
კ) ლევან სირანაშვილი – საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი (კომისიის მდივანი).
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 მარტის ბრძანება №6985 - ვებგვერდი, 12.03.2020წ.
2. დამტკიცდეს „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის საქმიანობის წესი“ თანდართული რედაქციით (დანართი №1).
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 ივნისის №20722 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
„
დანართი №1
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
„ დანართი №1
დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის
საქმიანობის წესი
მუხლი 1🔗
1. დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის შემოსავლების სამსახურის სათათბირო ორგანო და მისი შექმნის მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების (შემდგომში – ტექნიკური ნორმები) შემუშავება.
2. კომისია ტექნიკური ნორმების შემუშავებას ახორციელებს:
ა) შემოსავლების სამსახურის ინიციატივით;
ბ) გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე.
მუხლი 2🔗
1. კომისიის სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის სხდომაზე
2. კომისიის სხდომაზე დგება კომისიის სხდომის ოქმი, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელშიც მიეთითება სხდომის ჩატარების თარიღი .
.
3. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ) და მდივანი.
3.
კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ) და მდივანი.4. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა, ხოლო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
5
. განსახილველი საკითხის სირთულის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია, სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები,5 . განსახილველი საკითხის სირთულის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია, სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, კერძო სექტორის წარმომადგენლები .
.
6 . კომისიის მიერ გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვის ვადაა არაუმეტეს 2 თვე.
6
. კომისიის მიერ გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვის ვადაა არაუმეტეს 2 თვე.7 . კომისია ტექნიკურ ნორმებს ადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის, საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სტანდარტების, შემოწმების მასალების, საგადასახადო მონიტორინგის შედეგების, ექსპერტიზის დასკვნის ან/და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე.
7
. კომისია ტექნიკურ ნორმებს ადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის, საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სტანდარტების, შემოწმების მასალების, საგადასახადო მონიტორინგის შედეგების, ექსპერტიზის დასკვნის ან/და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე.მუხლი 3🔗
1. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით ტექნიკური ნორმების დადგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს:
ა) განცხადება ტექნიკური ნორმების დადგენის თაობაზე;
ბ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
გ) ტექნიკური ნორმების შემუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
2. ტექნიკური ნორმების შემუშავების მიზნით, კომისიას უფლება აქვს:
ა) გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნის) წარდგენა;
ბ) გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაციის სისწორე.
3. კომისიის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია კომისიას წარუდგინოს არაუმეტეს 1 თვის ვადაში.
4. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე ჩერდება ტექნიკური ნორმის დადგენის თაობაზე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის განხილვის ვადის დინება.
მუხლი 4🔗
1. ტექნიკური ნორმის დადგენის თაობაზე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის განხილვის შედეგად კომისიას უფლება აქვს:
ა) შეიმუშაოს ტექნიკური ნორმა გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით;
ბ) შეიმუშაოს ტექნიკური ნორმა გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილისაგან განსხვავებული ოდენობით;
გ) უარი თქვას ტექნიკური ნორმის შემუშავებაზე.
2. კომისია უფლებამოსილია, უარი თქვას ტექნიკური ნორმის შემუშავებაზე, თუ:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არასრულია;
ბ) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული მონაცემები არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას;
გ) საწარმოს ტექნიკურ-ტექნოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ტექნიკური ნორმის დადგენა შეუძლებელია;
დ) წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა ტექნიკური ნორმის დადგენის შესაძლებლობას;
ე) ექსპერტიზის დასკვნიდან/საგადასახადო შემოწმების მასალებიდან, საგადასახადო მონიტორინგის შედეგებიდან ან სხვა მონაცემებიდან გამომდინარე, ტექნიკური ნორმის დადგენა მიზანშეუწონელია;
ვ) მოთხოვნა სცილდება კომისიის კომპეტენციის ფარგლებს.
მუხლი 5🔗
1.
კომისიის რეკომენდაციები აისახება კომისიის სხდომის ოქმში.1. კომისიის რეკომენდაციები აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
2.
კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ტექნიკური ნორმა მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.2. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ტექნიკური ნორმა მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“, №43074, 10.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016538 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4731805-0/