1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდება ხორციელდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და პირველად წყალმოსარგებლეს შორის არანაკლებ 10 წლის ვადით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს მიწოდების წერტილში მისაწოდებელი წყლის ზღვრული მოცულობა (მაქსიმალური და მინიმალური მოცულობები) წინასწარ განსაზღვრული ყოველთვიური გრაფიკის შესაბამისად. ამასთანავე, წყლის ხელმისაწვდომი მოცულობა შეიძლება ყოველწლიურად დაზუსტდეს.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 03.05.2023 კანონი №2817
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. წყლის საბითუმო მიწოდება 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდება ხორციელდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და პირველად წყალმოსარგებლეს შორის არანაკლებ 10 წლის ვადით გაფორმებული საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. 2. საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს მიწოდების წერტილში მისაწოდებელი წყლის ზღვრული მოცულობა (მაქსიმალური და მინიმალური მოცულობები) წინასწარ განსაზღვრული ყოველთვიური გრაფიკის შესაბამისად. ამასთანავე, წყლის ხელმისაწვდომი მოცულობა შეიძლება ყოველწლიურად დაზუსტდეს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON WATER USERS ORGANISATIONS, კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2023.
გამოქვეყნება: Website, 26/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება