1. მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს ეროვნული კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში.
3. ეროვნული კომისია არ განიხილავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და ამ ორგანიზაციის წევრს ან/და სხვა წყალმომხმარებელს შორის წყლით უზრუნველყოფასა და მომარაგების პირობებთან დაკავშირებით წარმოშობილ დავას. ეს დავა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხილულ იქნეს საქართველოს საერთო სასამართლოში.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 03.05.2023 კანონი №2817
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. დავის განხილვა და გადაწყვეტა 1. საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს ეროვნული კომისია საკუთარითავისი კომპეტენციის ფარგლებში. 2. ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში. 3. ეროვნული კომისია არ განიხილავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და ამ ორგანიზაციის წევრს ან/და სხვა წყალმომხმარებელს შორის წყლით უზრუნველყოფასა და მომარაგების პირობებთან დაკავშირებით წარმოშობილ დავას. ეს დავა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხილულ იქნეს საქართველოს საერთო სასამართლოში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON WATER USERS ORGANISATIONS, კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2023.
გამოქვეყნება: Website, 26/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება